;

9 October 2011      McMurphy     Views 12164    
Category: Fun, Interesting

Joe Cocker - Dont You Love Me Anymore

Powered by mp3skull.com

,,უცნობი ქალის წერილი"

,, ... ვიცი-რასაც ვამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სიულელეა. კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არა მრცხვენია: ჩემი სიყვარული შენდამი არაოსოდეს ყოფილა ასე წმინდა და მხურვალე როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში."


შტეფან ცვაიგი


,, .. იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც."

,, ... - ისიც, ვინც მე მიყვარდა, ხშირად მიმემგზავრებოდა ხოლმე.
- მოგზაურობიდან ხომ ბრუნდებიან?
- დიახ ბრუნდებიან... - მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე ....
- კარგს არ ივიწყებენ და არც შენ დაგივიწყებენ.. "

შტეფან ცვაიგი


,, ... -ერთ ცალს ხომ არ მაჩუქებდი ამ თეთრი ვარდებიდან?
- დიდი სიამოვნებით.
-შეიძლება ეს ვარდები ქალმა გისახსოვრა, რომელსაც უყვარხარ?
-შეიძლება. მე არ ვიცი. ვიღაცამ გამომიგზავნა, მაგრამ ვინ წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მიყვარს ისინი,
- შეიძლება ეს ვარდები იმ ქალისგანაა რომელიც დაივიწყე?
გაკვირვებული მომაშტერდი. შენს მზერას გავუძელი. ,, მიცანი, ახლა მაინც მიცანი."


შტეფან ცვაიგი


,, ... ამ ერთ წუთში შეიძლება ჩემს შესახებ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე შენ მთელი ცხვორების განმავლობაში. ყველა, ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ერთმა ვერ შეძელი ჩემი ცნობა... "


შტეფან ცვაიგი


,, ..სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი ... "

შტეფან ცვაიგი


,, ... ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ!, მაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ - და ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ ... ეს, მხოლოდ ეს მამშვიდებს, ჩემო საყვარელო! ... "


შტეფან ცვაიგი


,, ... მწერალი შეკრთა: მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვა სამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაბერა. მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვა სიყვარულისა. მის სულში რაღაცამ გაანათა. მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო, როგორც შორეულმა მუსიკამ .."

შტეფან ცვაიგი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top