;
10 ოქტომბერი 2011      ninikoko     0 კომენტარი     ნანახია 4396-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Fantasy Encyclopedia (1)

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი უსაყვარლესი საიტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ბავშვები არიან, გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომელიც თავს მოუყრიდა მსოფლიო ლეგენდებსა და ფოლკლორს... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ისტორიები არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც დაგაინტერესებთ...



თარგმანის წყაროს წარმოადგენს ჯუდი ალენის (JUDY ALLEN) წიგნი, 2005 წელს გამოცემული ფანტაზიის ენციკლოპედია. როგორც ავტორი აღნიშნავს წიგნის დასაწყისში რომ, მან 30 წელი აგროვა მასალები, რათა თავი მოეყარა მსოფლიო ლეგენდებისთვის, პატარა სოფლებსა თუ დასახლებებში არსებული მითებისთვის...


Fantasy Encyclopedia
THE LITTLE PEOPLE - პატარა ხალხი
(ნაწილი პირველი)


პირველი თავს, რომელსაც რამდენიმე ნაწილად წარმოგიდგენთ, ჰქვია- THE LITTLE PEOPLE- "პატარა ხალხი"

- ელფებზე, ფერიებზე, ჯუჯებზე, გობლინებსა და მსგავს არსებებზე იწერებოდა და ლეგენდები დადიოდა მსოფლიოს ყველა კუთხეში ასობით წლის განმავლობაში. მათი სახელები ყველა მხარეში სხვადასხვანაირად ჟღერს, მაგრამ ძველი თქმულებების მიხედვით ამ საოცარ არსებებს ერჩივნათ, მათი სახელი ყოფილიყო "უცნობები", "კარგი მეზობლები" ან უბრალოდ "პატარა ხალხი". ზოგიერთი მათგანი დასაბამითგანვე ცნობილი იყო, როგორც კეთილი და გულისხმიერი არსება, ზოგი კი- საზარელი და მრისხანე.


-ელფები და ფერიები-

ელფები ადამიანებისთვის 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ცნობილნი. ისინი უფრო "ასაკოვნები" არიან ვიდრე ფერიები. შუა საუკუნეების ევროპაში ფერია წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ქალის სახით, რომელსაც საოცარი ძალა გააჩნდა. ეს იყო რამდენიმე საუკუნით ადრე, მანამდე სანამ სიტყვა ფერია და ელფი ერთი და იმავე მნიშვნელობას შეიძენდა. ფრთიანი ფერიების ნახატები პირველად მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩნდება, ეს მაშინ როდესაც ელფები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა ტერიტორიის- ტყისა თუ მინდვრის სულად.




განსხავავებული ფერიები


ფერიათა გუნდი, როგორებიც იყო პატუ-პაიარეჰე (patu-paiarehe) ახალია ზელანდიიდან, ცხოვრობდა ხეებზე და მხოლოდ ნისლში ჩნდებოდა. როგორც ყველა ელფს, მათაც უყვარდათ მუსიკა და ცეკვა. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი ძალზე საშიშები იყვნენ, რადგან ტყეში მოსიარულე ადამიანებს, შორიდან ეძახდნენ , ადამიანები მათს ხმას მიჰყვებოდნენ და საბოლოოდ უღრან ტყეში იკარგებოდნენ. ძველ ევროპაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ელფებს ჯადოქრობა უსწავლებიათ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ხშირი იყო ასეთი შემთხვევები სიკვდილით დასჯის დროს, როდესაც ადამიანები სახრობელადან ქრებოდნენ.

PATU-PAIAREHE



ზოგიერთი ფერია, უფრო განდეგილი იყო. ასეთ რიგს მიეკუთვნებოდა ლეპრეჩაუნი(leprechaun). ძველი თქმულებების მიხედვით, ლეპრეჩაუნი ძალზე მდიდარი ელფი იყო, რომელიც ადამიანებში ყველაზე ღირსეულს არჩევდა და უთვალავ ქონებას უტოვებდა. თუკი ამ ამბებს დავუჯერებთ, ბევრ ადამიანს გასჩენია სურვილი განდეგილი ელფის მოტყუებისა, მაგრამ მათი საქმე როგორც წესი ცუდად დასრულებულა. მაგალითად, მეთხუთმეტე საუკუნის ინგლისში ჰეპმენების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი შემთხვევით გადაყრია ლეპრეჩაუნს. გადაუწყვიტავს ელფის გამოყენება და მისი განძის ხელში ჩაგდება, მაგრამ როგორც კი ფერიას გაუგია მისი ჩანაფიქრის შესახებ, ჯადოსნური ძალა გამოუყენებია და მოუკლია. (პ.ს. სამწუხაროდ ჰეპმენებზე ვერავითარი ინფორმაცია ვერ ვნახე ინტერნეტში) გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები ძველ არაბეთში, როდესაც ელფებს ავაზაკები უდაბნოში გაუტყუუებიათ და მარტო დაუტოვებიათ სიკვდილთან შესახვედრად.

LEPRECHAUN



-ფერიები და ადამიანები-


ზღაპრებში კეთილ ფერიებს ძირითადად სიხარული მოაქვთ. სწორედ მათი მეშვეობით გადაურჩა მძინარე მძეთუნახავი ავრორა სიკვდილს, კონკიამ შეძლო სასახლეში მეჯლისზე წასვლა, ღარიბმა ფერმერმა ფერიის გადარჩენისთვის უთვალავი ოქრო-ვერცხლი მიიღო და ა.შ. ძმებმა გრიმებმა მსგავსი ლამაზი ისტორიები არა მარტო ფანტაზიით, არამედ ძველ მითებსა თუ რეალობებზე დაყრდნობით შექმნეს.

პიქსი (PIXIE)- წარმოადგენდა კელტური წარმოშობის ჯიუტი და მოუსვენარი ელფის მსგავს მითოლოგიურ ზღაპრულ გმირს ფოლკლორულ ნაწარმოებებში. ის იყო ძალზე პატარა და ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას ბავშვი ფერია, რომელიც მუდამ ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს. მიუხედავად ამისა, ცოტა არ იყოს საშიში იყო მათი გაბრაზება, რადგან ეს იწვევდა მათ გაჯიუტებას და ბევრ ოჯახში პრობლემის წყარო ხდებოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანიისა და ინგლისის სოფლებში დღემდე შემორჩენილია წარმოდგენა პიქსის სიკეთის შესახებ, ამიტომაცაა რომ მრავალი ოჯახი ღამ-ღამობით პურის გულებსა და ფოთლებში ჩასხმულ რძეს ტოვებს გარეთ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ საკვები იმავე ადგილას დახვედროდა ამა თუ იმ ოჯახს, მაგრამ თუკი ბავარიის რომელიმე რაიონში შემთხვევით კივილს გაიგონებთ , ეს იმას ნიშნავს რომ ერთ-ერთ ოჯახს პიქსი ეწვია.




-დანართი-


-ზოგიერთი ელფი ძალზე პატარაა, ზოგიერთი-დიდი. თქმულებების მიხედვით შუა საუკუნეებში ელფები ჩვეულებრივი ქალის სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ კარგად დაკვირვების შემდეგ დაინახავდით, რომ ე.წ. ქალი გამჭვირვალე იყო.

-გერმანიაში არსებობდა ასეთი წარმოდგენა, რომ პიქსის ძალიან უყვარდა მაყვალი. ამიტომაც, როდესაც მაყვლის საკრეფად მიდიოდნენ, რამდენიმე ბუჩქს ხელუხლებელს ტოვებდნენ, რათა პატარა მოუსვენარი არსებებისათვის საკვები დაეტოვებინათ.

-"განდეგილი" ლეპრეჩაუნი შეუხედავ ელფად იყო წარმოდგენილი. ის მუდამ უღრან ტყეებში სახლობდა და ფეხსაცმლების კეთებით იყო გართული. ხშირად გაუგონიათ გულისგამაწვრილებელი კაკუნი ტყის სიღრმიდან. იმ დროინდელი ფოლკლორის კარგად მცოდნენი კი ადვილად ხვდებოდნენ, რომ ეს ძალზე მდიდარი ელფი, ლეპრეჩაუნი იყო
.




სპეციალურად "ANGEL.ge"-სთვის თარგმნა ნინი მჭედლიშვილმა

ისურვებდით ამ თემის გაგრძელებას?

დიახ, მაინტერესებს მსგავსი თემები
არა, სულერთია.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top