;

15 October 2011      chyipina     Views 17690    
Category: Fun, Interesting

არასრულფასოვნების კომპლექსი თანამედროვე ეპოქში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ბოჭავს.
უკვე თითქოს მოდაში შემოვდა საკუთარი თავის უარყოფითძე ლაპარაკი,
სხეულის "გალამაზება" პლასტიკური ოპერაციებით, გამუდმებით დიეტაზე ყოფნა...
საინტერესოა, რატომ არიან ადამიანები საკუთარი თავით უკმაყოფილონი?
ეს საკმაოდ საკამათო და საინტერესო თემაა და მოდით ერთად განვიხილოთ.


არასრულფასოვნების კომპლექსი


როგორც წესი რაიმე სახის კომპლექსის წარმოშობის მიზეზებს - ადამიანის ბავშვობაში იძიებენ.
ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარდაა, ამ კომპლექსით დაავადაებულთა ნაწილს ,
სრულებით უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. მაგრამ კომპლექსები გარდატეხის ასაკში გაჩნდა.
ორივე შემთხვევაში - ადამიანი როგორც ფიზიკურად ისე სულიერად ჯერ ჩამოყალიბებული არაა
და აუცილებელია მისი სწორი კუთხით/მიმართულებით განვითარება.

არასრულფასოვნების კომპლექსი


თუნდაც ერთი უსიამოვნო შემთხვევა ან უხეში მოპყრობა ამ სენით დაავადებულთათვის
ნამდვილი წამებაა რომელიც შემდეგ და შემდეგ მოსვენებას არ აძლევთ.
ასეთ შემთხვევაში ისმის ფრაზები: "რა საშინელებაა, ეს როგორ დამემართა? "
"ოოოხ, მე მეტის ღირსი ვარ... ", "რა სირცხვილია, როგორი იდიოტი ვარ"... და ა.შ.
ბევრი, ჩვეულებრივ უსიამოვნებას (მაგალითად ქუჩაში შემთხვევით ვიღაცასთან დაჯახება)
გამძაფრებულად და იღებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

არასრულფასოვნების კომპლექსი


გარდა ამისა, არასრულფასოვნების კომპლექსის გამოხატვა ძირითადად
საკუთარი თავით უკმაყოფილებაშია. ზოგ მათგანს, საკმარისიაა უთხრა რომ,
კაბა რომელიც აცვია არც თუ ისე უხდება, ჩათვლის რომ მას საერთოდ კაბები
არ უხდება ან უარესი, ჩათვლის რომ საშინელი ფეხები აქვს და ჯობია
კაბა საერთოდ აღარასდროს ჩაიცვას.
თითქმის ყველა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილს
გართულება აქვს საკუთარ ცხვირზე, მიუხედავად იმისა რომ
სრულებით ნორმალური ცხვირი აქვს. მას უბრალოდ ჩაყოლილი აქვს
ის აზრი რომ უშნო ცხვირი აქვს და მორჩა.

არასრულფასოვნების კომპლექსი


ჩვენ კვალავაც ამ ყოველივეს დასაბამამდე მივდივართ.
საიდან მოდის ეს ყველაფერი?ცუდი ბავშვობიდან,
ცინიკოსი ახლობლებისგან თუ მშობლებისგან?
ყველაზე რეალური პასუხი ისაა რომ, ყოველ მათგანს მიუძღვის თავისი წვლილი.
თუ ბავშვობიდან ადამიანს შთააგონე რომ ის მახინჯია ცხოვრების ბოლომდე ასე იფიქრებს.
თუ თინეიჯერობის ასაკში მას მეგობრები ჩაგრავენ ან ამცირებენ,
ის ბუნებრივია დაიბოღმება ყველაზე და საკუთარ თავში ჩაიკეტება.
ასეთ დროს ადამიანი ყველას ერთნაირად აღიქვამს .
(გაიხსენედ ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ"
ამ მოთხრობაშიც ყმაწვილები ყველას ერთად საშინელ ადამიანებად აღიქვამენ)

არასრულფასოვნების კომპლექსი


ყოველ შემთხვევაში ეს დაავადება მაინც გამოსწორებადად რჩება.
ასეთ ადამიანებს ხშირად მათ ყველაზე დიდ ღირსებებზე უნდა მივუთითოთ,
უნდა ავუკრძალოთ საკუთარ ნაკლებზე საუბარი, უკიდურეს შემთხევვევაში
კი ფსიქოლოგთან სიარული უნდა ვურჩიოთ.
მაგრამ, არის მეორე გარემოება, ასეთმა სიტყვებმა და დამოკიდებულებამ
ადამიანი შეიძლება ამპარტავანი გახადოს და მისი
არასრულფასოვნების კომპლექსი შესაძლოა განიდედის მანიამ ჩაანაცვლოს.
ასე რომ დიდი სიფრთხილე გვმართებს.

არასრულფასოვნების კომპლექსი


დაიცავით საავტორო უფლებები.

რა არის არასრულფასოვნების კომპლექსის მთავარი მიზეზი?

1) მშობლები/ არასწორი აღზრდა
2) ცინიკოსი ახლობლები/კლასელები
3) ცუდი ბავშვობისგან

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top