;

23 October 2011      Lanikooo     Views 7554    
Category: Fun, Interesting

ენამახვილი გენიოსები

ტვინი ხარჯზე


სამი გირვანქით ვარ მსუბუქი ალექსანდრე ჰუმბლოტზე,-თავი მოიწონა ერთმა ვაჭარმა.
-ადვილი შესაძლებელია,-შენიშნა საფირმა,-ოღონდ ეს სამი გირვანწა ტვინის ხარჯზე მოდის.

ახალი აღმოჩენა


ბოტანიკოსმა ლინკმა სტუდენტს ჰკითხა:
-როგორ წარმოიშობა ჩრდილოეთის ნათება?
-ეგ კარგად ვიცოდი და ახლავე გავისხენებ,-მიუგო სტუდენტმა.
-გვიყავით სიკეთე,-გაეღიმა ლინკს,-თორემ ამის შეახებ, არამცთუ მე, აკადემიამაც კი ჯერ არაფერი იცის.

ხუმრობა


მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის გერმანელი მოქანდაკე და მხატვარი, ახალი ბოროკოს სტილის წარმომადგენელი რაინჰოლდ ბეგასი ცნობილი იყო თავისი ოხუნჯობით, თუმცა ზოგჯერ უტაქტო ხუმრობა გამოსდიოდა.
ერთხელ მეჯლისზე ჩია ტანის ადოლფ მენცელს მოჰკრა თვალი, მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მითხარით ერთი, პატივცემულო კოლეგა, დაბლა თქვენთანაც ასე ძალიან ცხელა?

ხელმომჭირნეობა


უდიდესი ფილოსოფოსი ემანუილ კანტი, მომჭირნეობითაც იყო ცნობილი. ერთხელ მან ნაცნობი დაპატიჟა ჭიქა ჱვინოზე. როდესაც ემანუელმა ცოტა ხნით მაგიდა დატოვა, სტუმარმა მიმტანს მოწონებით უთხრა:
- რა არაჩვეულებრივად კარგი ღვინოა!
- აბა ის ღვინო უნდა გაგესინჟათ, რომელსაც ბატონი პროფესორი მაშჳნ უკვეთავს ხოლმე, როდესაც მარტოა.-ღიმილით მიუგო მან.

ენამახვილი გენიოსები

სასამართლო პროცესზე

ცნობილი გერმანელი კომიკოსი კარლ ვალენტინი სასამართლოში მოწმედ გამოდიოდა.
-ბატონო ვალენტინ, სასამართლოს უნდა მოახსენოთ მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი და არა სხვისგან გადმოცემული ამბები.-განუმარტა მოსამართლემ.
მოწმემ თავი დაუქნია.
-მაშ ასე. როდის დაიბადეთ?
- მე ეგ მხოლოდ მშობლების გადმოცემით ვიცი, ბატონო მოსამართლევ.

გულწრფელი საუბარი


ერთხელ ჰაინრიჰ ჰაინეს ახალგაზრდა მკვლევარი ეწვია. სტუმარმა ცხადია, იცოდა, რომ ჰაინე ებრაელი იყო და სასხვათაშორისოდ უთხრა:
-იცით კუნძულ ტაიტზე მოგზაურობის დროს ჩემზე განსაკუთრებით რამ მოახდინა შთაბეჭდილება?
-რამ?
-იმან, რომ, იქ არც ებრაეებია და არც ვირები.
-მაგრამ მაგ მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია,-მიუგო მშვიდად ჰაინემ.-ხომშეიძება მე და თქვენ ერთად მოვხვდეთ ამ კუმძულზე?

შეხვედრა პარკში


გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
-მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
-მე კი პირიქით,-ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

რატომ ვარ ცოცხალი?


როდესაც გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი ბერლინში ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი იყო, რომელიღაც ავტორისგან ლექსი მიიღო. ლექსს სათაურად ჰქონდა: ,,ცოცხალი იმიტომ ხართ, რომ ლექსი პირადად არ მოგიტანიათ".

ენამახვილი გენიოსები

ბავშვობის შთაბეჭდილება


როდესაც სახელოვანმა ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბიზიემ კოშკის შენობისათვის მრგვალი ოთახები დააქროექტა, ჰკითხეს, ამგავრი არქიტეტურული გადაწყვეტილება რა გამოიწვიაო.
- ბავშვობაში ხშირად მაყენებდნენ კუთხეში,-გამოტყდა დიდი ხუროთმოძღვარი.

პაექრობა


ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორიც გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორ შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
-თქვენ, აბტონო საფირ, ფულისათვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისათვის.
-ყოველი ჩვენგანი წერს იმისათვის, რაც აკლია,-უთხრა საფირმა.

გულმავიწყობა

შინ დაბრუნებულმა ალბეტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:
-უკაცრავად,სად ცხოვრობს პროფესორი აინშტაინი?
-პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ ბრძანდებით.
-ეგ ვიცი, მაგრამ დამავიწყდა, რომელ სართულზე ვცხოვრობ.

ენამახვილი გენიოსები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top