;
24 ოქტომბერი 2011      ნუციკო     1 კომენტარი     ნანახია 7602-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Walt Disney არის დამფუძნებელი ეპონიმური (პირი, როელიც საკუთარ სახელს არქმევს რაიმეს) კორპორაციისა. მისი სტუდიის მიერ არის წარმოებული ყველაზე პოპულარული საბავშვო მულტიპლიკაციური ფილმები მთელ მსოფლიოში. 1940-იანი წლებში ჩიკაგოში მგზავრობისას დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დრო და დრო დასვენებას. ოუკლენდში (კალიფორნია) საბავშვო პარკის ვიზიტისას მას საკუთარი პარკის იდეა ეწვია. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში, ეს კონცეფცია იქცა Disneyland -ად. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფოტოს ავტორი და წელი უცნობია
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Bob Dylan - 1960 წლებში ამერიკაში არსებულ სოციალურ არეულობას მიუძღვნა საუნდტრეკი. მიღებული აქვს დიდი რაოდენობით მუსიკალური ჯილდოები, დილანმა გამოიწვია დიდი დებატები მის გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ რაც აკუსტიკური გიტარიდან გადავიდა ელექტრო გიტარაზე. ასევე უცნობია ფოტოს ავტორი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Amelia Earhart - იყო პირველი ქალი პილოტი, რომელმაც მარტომ გადაუფრინა ატლანტიკის ოკეანეს. 1937 წელს მორიგი ფრენის დროს იგი დაიკარგა უგზოუკვლოდ წყნარ ოკეანის მახლობლად Howland კუნძულზე
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Dwight David Eisenhower - იყო ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური II მსოფლიო ომის დროს. ხოლო მოგვიანებით გახდა აშშ-ს პრეზიდენტი. ეს ფოტო გადაღებულია 1 წლის შემდეგ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ - ფოტოგრაფი Yousuf Karsh, 1946 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Elizabeth I - მისი მმართველობის წლებს ისტორიკოსები უწოდებენ ინგლისის "ოქროს ხანას" რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე. რამოდენიმე წარუმატებელი და ზოგიც პოლიტიკიდან გამომდინარე საჭირო ურთიერთობების გამო ქორწინების გარეშე მეტსახელად ქალწული-დედოფალი შეარქვეს - The Virgin Queen. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა. ეს პორტრეტი "Darnley Portrait" სახელით არის ცნობილი -1575 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Queen Elisabeth II - Annie Leibovitz-ის ფოტო, რომელმაც ფურორი მოახდინა ბრიტანულ პრესაში განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სთხოვა დედოფალს გვირგვინის მოხსნა - 2007 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Federico Fellini - XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი კინორეჟისორი. ცნობილი იყო მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Anne Frank - ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ოჯახთან ერთად თავს ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში - სამალავში აფარებდა. იგი ამ ყველაფრის შესახებ წერდა დღიურში, რომელიც დღეს განთქმულია, როგორც "ანა ფრანკის დღიურები" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ანა დაიღუპა 15 წლის ასაკში.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Benjamin Franklin – ერთ-ერთია აშშ ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია: აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია,
აშშ-ის კონსტიტუცია და 1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის. ფრანკლინის ეს ფოტო უკვდავყოფილია აშშ–ს 100$ კუპიურაზე. შემსრულებელი Siffred Duplessis
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Sigmund Freud – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ზიგმუნდ ფროიდი იყო ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ფოტო გადაღებულია 1920 წელს
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Clark Gable – ამერიკელი მსახიობი, რომელსაც თავის დროზე ეძახდნენ "ჰოლივუდის მეფეს". მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი იყო Rhett Butler ფილმში Gone with the Wind (ქარწაღებულნი). პოსტერი ფილმიდან – It Happened One Night, 1938 წელი.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Юрий Гагарин – რუსი კოსმონავტი მფრინავი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. 1968 წელს საწვრთნელი ფრენის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Galileo Galilei – იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი. მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესებამხარი დაუჭირა ნიკოლოზ კოპერნიკის (ასტრონომი) მიერ წამოყენებულ თეორიას, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით. მხატვარი Domenico Robusti, 1605 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
მაჰათმა განდი – ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინამძღოლობით ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. მისმა ბრძოლამ ძალადობის და ტერორიზმის წინააღმდეგ დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით დღემდე.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Greta Garbo – შვედი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც არა ერთ ფილმში ითამაშა, დაწყებული შავ–თეთრი ფიმებიდან დამთავრებული "ჰოლივუდის ოქროს ხანის" პერიოდით. მისი მონაწილეობით ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ფილმებია Camille და Ninotchka
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Jerry Garcia – ჯგუფ Grateful Dead ლიდერი. ჯერი იყო ჰიპის საკულტო ფიგურა. ჯგუფი უკრავდა 1990 წლამდე ხოლო 1995 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ინფაქტით.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Judy Garland – ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში The Wizard of Oz (ოზის ჯადოქარი). 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია MGM–თან (Metro-Goldwyn-Mayer). 1945 წელს ცოლად გაჰყვა რეჟისორ ვინსენტ მინელის ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი - ლაიზა მინელი. პოსტერი ფილმიდან The Wizard of Oz
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Bill Gates - კომპანია ”Microsoft” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ბილ გეითსი და მისი მეუღლე ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Betty Grable - ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ძალიან პოპულარული გახდა ამ ფოტოსურათით. ბეტის ფეხები დაზღვეული ქონდა მილიონ დოლარად. 20th Century Fox სტუდიის ფოტო, 1942 წელი.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Cary Grant - ანგლო ამერიკელი, რომელიც რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობი იყო
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Ernesto Che Guevara - საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. ჩე გევარა ფიდელ კასტროს მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ეს პორტრეტი 1960 წლიდან არსებობს La Coubre Memorial Service მემორიალზე ფოტოგრაფი - Alberto Korda
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Stephen Hawking - ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის. მან თავისი თეორიები გააცნო საზოგადოებას წიგნის სახით სახელწოდებით "დროის მოკლე ისტორია"
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Ernest Hemingway - ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის "მოხუცი და ზღვა". 1961 წელს, 61 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფოტოგრაფი Yousuf Karsh, 1957 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Jimi Hendrix - ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ის იყო პირველი მუსიკოსი, რომელმაც მის სიმღერას დაურთო სტუდიური მუსიკა. ფოტოგრაფი უცნობია
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
ინგლისს არსოდეს არ ჰყოლია ისეთი სამარცხვინო მეფე, როგორიც იყო Henry VIII. მან შექმნა ე.წ. ინგლისური ეკლესია, მხოლოდ იმისათვის, რომ განქორწინებულიყო პირველ მეუღლესთან, რადგან რომის პაპი არ აძლევდა კურთხევას. სულ ჰყავდა 6 ცოლი. Hans Holbein იყო მისი სამეფო კარის პირადი მხატვარი,ეს სურათი ერთ-ერთია მისი ნამუშევრებიდან, 1536 წელს შესრულებული
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Audrey Hepburn - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო ფილმიდან Breakfast at Tiffany’s. 1951 წელს ოდრიმ გაიმარჯვა კონკურსში პროფესიონალ მოცეკვავეთა შორის, და მიიღო Gigi-ს როლი ბროდუეის სპექტაკლში. ის იყო მესამე ქალი მსახიობი, რომელმაც My Fair Lady შესრულებული როლისთვის - ჰონორარი მილიონი დოლარი აიღო. ფოტოგრაფი John Kobal, 1961 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Alfred Hitchcock - უაღრესად გავლენიანი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან; ხშირად იყენებდა უდანაშაულოდ დევნილების თემას. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Rear Window და Vertigo სადაც რეჟისორი ცდილობდა უჩვეულო ხერხით აუიდიტორიის დაშინებას. ეს ფოტო გადაღებულია მისი ერთ-ერთი ფილიმის Psycho-ს გადაღებებზე, რომელიც ყველაზე საშინელებათა ჟანრის ფილმად ითვლება. 1960 წელი
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Adolf Hitler - მას შემდეგ რაც ჰიტლერი გახდა უდავო პოლიტიკური ლიდერი, მრავალი სამხედრო მოქმედებების ჩატარების შედეგად იქცა გერმანიის ფიურერად Führer. მისმა შეხედულებებმა გერმანიის გაერთიანების შესახებ თითქმის მთელი გერმანიის ელექტორატი მოიცვა, თუმვა ბნელი მხარე მისი ფარული განზრახვებისა, რომელსაც მოჰყვა II მსოფლიო ომი გერმანია მიიყვანა განადგურებამდე თავად ჰიტლერმა კი აბსოლიტური კრახი განიცადა . ფოტო გადაღებულია 1932 წელს.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Harry Houdini - ამერიკელი ილუზიონისტი და ასევე სკეპტიკური სპირიტუალისტი, მსოფლიოში იმით გახდა ცნობილი, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ხრიკებით ახერხებდა ნივთების გაქრობას.
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)
Edgar Cayce - ამერიკელი წინასწარმეტყველი და მკურნალი. მას ჰქონდა 26 ათასზე მეტი წინასწარი პროგნოზი სხვადასხვა საკითხებზე. იმის გამო რომ უმრავლესობა პროგნოზი ნათქვამი აქვს ტრანსის ქვეშ მყოფს, მას ეძახდნენ "მძინარე წინასწარმეტყველს".
ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 2)


ადამიანები,რომლებმაც დატოვეს თავიანთი კვალი ისტორიაში (ნაწ. 1)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • Chuck Bass თქვა:
    17 ნოემბერი 2012 22:34 - ID: 1,
    ძალიან მაგარი სიახხელაა :)))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top