;

24 October 2011      Lanikooo     0 Comments     Views 5739    
Category: Fun, Interesting

ენამახვილი გენიოსები (ნაწ.2)

საინტერესო გაცნობა

გერმანელი დირიჟორი ჰანს ფონ ბიულოვი კონცერტზე მიიჩქაროდა. ერთ ახალგაზრდას შემთხვევით ფეხი დააბიჯა.
- აქლემი! – წამოიძახა გაღიზიანებულმა ახალგაზრდამ.
- მე კი დირიჟორი ბიულოვი გახლავართ, წარუდგინა თავი ცნობილმა მუსიკოსმა.

საპატიო მიზეზი

ერთხელ ცნობილი ფილოლოგ-გერმანისტს, მეზღაპრე ვილჰელმ გრიმს ფრანგი სტუდენტი ესტუმრა. უკვე სამი წელი გასულიყო, რაც სტუდენტი ბერლინში ცხოვრობდა, მაგრამ არც ერთი გერმანული სიტყვა არ იცოდა. გრიმს ეს გაუკვირდა და გკითხა:
-როგორ მოხდა, რომ ამდენ ხანს ჩვენი ენა ვერ შეისწავლეთ? თქვენი თანამემამულენი ამაზე უფრო მცირე ხნის განმავლობაში სწავლობენ გერმანულ ენას!
-მეზიზღება და იმიტომ ვერ ვისწავლე,-მიუგო ახალგაზრდამ,-ცხენების ენაა!
-ახლა კი მივხვდი, რატომ უჭირთ ვირებს ამ ენის შესწავლა!

გამომგონებელი

ცნობილ ამერიკელ გამომგონებელ თომას ალვა ედისონთან ბევრი სტუმარი დადიოდა და უკვირდათ, რომ ბაღის ჭიშკარი ძალიან მძიმედ იღებოდა.
ბოლოს ერთმა მეგობარმა უთხრა დიდ გამომგონებელს:
-ტექნიკის დარგში შენისთანა გენიოსს უკეთესი ჭიშკარი უნდა გაგეკეთებინა, უფრო ადვილად რომ მოძრაობდეს.
-რას ერჩი, შესანიშნავად არის მოწყობილი,-მიუგო ღიმილით ედისონმა,-ჭიშკარს საქაჩი აქვს მიბმული და ყოველი აქ მომსვლელი ავტომატურად ოც ლიტრ წყალს ქაჩავს.

მადიანი პოეტი

-საღამო მშვიდობისა, ბატონო ბარონო,-მიესამა ქუჩაში პოეტ ლილიენკორნს ნაცნობი,-საიდან მობრძანდებით?
-რესტორნიდან.
-რა მიირთვით?
-ინდაური.
-რამდენი იყავით?
-ორნი.
-მეორე ვინ იყო?
-ინდაური.

პაემანი

ერთხელ ბერნარდ შოუს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა ბარათი გამოუგზავნა:
,,მსურს თქვენი გაცნობა. იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდ საათამდე შინ ვიქნები.“
შოუმ შეიტყო რომ იგი იმ მრავალრიცხოვან აბეზარ ქალთა სიას მიეკუთვნებოდა, ვინც გამოჩენილ ადამიანებთან ნაცნობობის ,,კოლექციას“ აგროვებდა და პასუხად მისწერა:
-საოცარი დამთხვევაა, მოწყალეო ქალბატონო, სწორედ იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდამდე მეც შინ ვიქნები.

ენამახვილი გენიოსები (ნაწ.2)

„ხელოვნების საგანძური“

ერთ დღეს მაქს ლიბერმანთან მივიდა მდიდარი მეწარმე, რომელიც სურათების დიდ კოლექციას ფლობდა და ხელოვანს პროფესიული რჩევა სთხოვა რომელ საქველმოქმედი დაწესებულებისათვის გადაეცა თავისი ხელოვნების საგანძური.
ლიბერმანმა დაათვალიერა კოლექცია და განუმარტა:
-ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი იქნება უსინათლოთა სახლს გადასცეთ!

გაუგებრობა

ერთი მდიდარი ვაჭარი ამერიკელ მხატვარ ვისტლერს ეწვია ატელიეში. ხელოვანის ნაწარმოებთა დათვალიერების დროს ერთი სურატის წინ დადგა და მოინდომა შეემოწმებინა საღებავი ახალი წასმული იყო თუ არა.
მხატვარმა თვალი მოჰკრა და შეძრწუნებით შესძახა:
-ღვთის გულისთვის ხელი არ მოკიდოთ! საღებავი ხომ ჯერ არ გამშრალა.
-ჩემთვის გაუგებარია თქვენი აღელვება,-უთხრა ვაჭარმა,-ხომ ხედავთ, ხელთათმანი მიკეთია!

დიდოსტატობა

ცნობილ მსახიობს მაქს პალენბერგს გკითხეს:
-მხატვარ მაქს ლიბერმანზე როგორი წარმოდგენის ხართ?
-ამ ცოტა ხნის წინ ჩემი სიდედრი დახატა და ლამის სადღაც გადავიკარგო,-მიუგო მსახიობმა.
-ასე ცუდად, ბატონო პალენბერგ?
-პირიქით, ძალიან მიმსაგვსებულად!

პირუთვნელობა


ერთ დღეს საფრანგეთის იმპერატორი და გამოჩენილი მხედართმთავარი ნაპოლეონ ბონაპარტე ავად გახდა და, რადგან მისი პირადი მკურნალი ავად იყო, სრულიად უცნობი ექიმი მოუყვანეს, რომელსაც იმპერატპრი უნდობლად შეხვდა და ირონიულად ჰკითხა:
-რამდენი სასაფლაო გაქვთ შევსებული ექიმო?
-ყოველ შემთხვევაში იმდენი არა, რამდენიც თქვენს აღმატებულებას. სწორედ ამიტომახ ჯერ ისეთი ცნობილი არ ვარ, როგორც თქვენი აღმატებულება.-დინჯად მიუგო ექიმმა.

ენამახვილი გენიოსები (ნაწ.2)

საწინააღმდეგო არგუმენტი

მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი პოეტი სამუელ-ჯონსონი ერთ სოვდრაგთან სადილად იყომიწვეული.
-ოჰ,-სულ სხვაგვარად მყავდით წარმოდგენილი. თქვენ კი ისე გამოიყურებით, რომ ალბათ „ბეე“-საც კი ვერ იტყვით.
ჯონონმა დიდ ვაჭარს დაკვირვებით შეხედა, მერე თავაზიანი თავის დაკვრით უთხრა „ბეეო“ და უკანვე გამოტრიალდა.

თავაზიანი შენიშვნა


გერმანელმა მწერალმა თეოდორ ფონსტანემ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ აფთიაქარი იყო, ოთახი დაიქირავა.
პირველ დღეს საუზმის შემდეგ დიასახლისს თავაზიანი ღიმილით მიმართა:
-ქალაბოტო შულცე, დღეს დილით რომ გამიმასპინძლდით თუ ის ყავაა, მაშინ ხვალ ჩაი მომიტანეთ, ხოლო თუ ის ჩაი იყო, მაშინ ხვალ ყავას მოვითხოვ.


მარკ ტვენის პირველი ლექცია

შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი პირველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ მან პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა:
"იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად კარგად".

საინტერესო საჩუქარი

ერთხელ იოჰან შტრაუსს თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე სირაქლემა აჩუქა.
კომპოზიტორმა ის ზოოპარკს ჩაბარა და შენიშნა:
- კიდევ კარგი ჩემი გვარი ლომს არ ნიშნავსო (შტრაუს – გერმანულად სირაქლემაა).


მცირე ძღვენი


ჰაინრიჰ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
- მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
- სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.

ენამახვილი გენიოსები (ნაწ.2)

თემატური ნიუსი:ენამახვილი გენიოსები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top