;
29 ოქტომბერი 2011      McMurphy     0 კომენტარი     ნანახია 9839-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Charlotte Gainsbourg - L'un part L'autre Reste


რამდენიმე ამონარიდი
შტეფან ცვაიგის მოთხრობებიდან :


"ამოკით შეპყრობილი"

"... მთელი დღე მოუსვენრობითა და მოუთმენლობით ვიყავი შეპყრობილი, საღამოს ვუცდიდი, იქნებ ხელახლა შევხვდე-მეთქი. გამოცანად ქცეული ფსიქოლოგიური აზრები ლამის შემაშფოთებლად მიზიდავენ, სისხლს მიღვრიან და სიგიჟემდე მახელებენ. მანამდე ვერ ვისვენებ, ვიდრე იმათ საიდუმლოებას არ ჩავწვდები. უცნაურ ადამიანებთან უბრალო შეხვედრამაც კი შეიძლება მათ სულში ჩახედვის ისეთი სურვილი მოგგვაროს, რომელიც ბევრად როდი ჩამოუვარდება ქალის დაუფლების ვნებიან ლტოლვას .. "


შტეფან ცვაიგი (II)


" ... მთლად ვშიშვლდები თქვენს წინაშე და ვამბობ: სირცხვილი დავკარგე ამ ძაღლურ სიმარტოვეში, ამ წყეულ ქვეყანაში, რომელიც სულს უჭამს ადამიანს და ძვლებიდან ტვინს უწოვს .."


,, ... არ ვიცი, ოდესმე ვიყავი თუ არა ისეთი, კარგ კაცს რომ ეძახიან .. მაგრამ, მე მგონი, დახმარება ყოველთვის ვიცოდი ... ჩემს ძაღლურ ცხოვრებაში ეს ხომ ერთადერთი სიხარული იყო: გონებაში ჩაჭდეული ერთი ციცქნა ცოდნის წყალობით სიცოცხლეს ვუნარჩუნებდი ცოცხალ არსებას ... ჩემი თავი მაშინ მამა ღმერთად მიმაჩნდა .. "


,, ... და სწორედ ეს სჭირდება თვითონ დახმარებასაც: შეგნება იმისა, რომ სხვას სჭირდები .. "


შტეფან ცვაიგი (II)


,, ... თუმცა მოითმინეთ ... მაინც შევეცდები როგორმე აგიხსნათ ... თქვენ იცით, რა არის ამოკი?
- ამოკი? მგონი, გაგონილი უნდა მქონდეს ... ეს სიმთვრალის მსგავსი რაღაცაა მალაელებში ...
- არა, ეს სიმთვრალეზე მეტია , ეს გაცოფებაა, ძაღლის გაცოფების მსგავსი... მომაკვდინებელი, შლეგური მონომანიის შემოტევა, რომელსაც ალკოჰოლით მოწამვლის ვერც ერთი ფორმა ვერ შეედრება ... "


შტეფან ცვაიგი (II)


,, ... ეს იმას ჰგავდა, როცა ერთი მეორეს მისდევს, რათა აცნობოს, მოკვლას გიპირებენო, მას კი თვითონ მდევარი მიაჩნია მკვლელად და უფრო სწრაფად მიქრის აღსასრულისკენ .. "


შტეფან ცვაიგი (II)


,, ... - თქვენ ადამიანებს გადაეჩვიეთ და ეს თავისებული ავადმყოფობაა ... "


,, ... მე, სრულიად უცხო კაცი, ისე ძლიერ გამვიცდი მის განსაცდელს, საფრთხეს, რომელიც ემუქრება ... ის კი მეჯლისზე მობრძანდა და იღიმება, იღიმება და იღიმება ... "

შტეფან ცვაიგი (II)


,, ... ოჰ, მთლად ჩავიძირე შლეგურ ოცნებებსა და იმედებში.. "


,, ... - იცით თუ არა თქვენ, უცნობო ადამიანო, აქ სავარძელში, რომ არხეინად ზიხართ და ქვეყნად მოგზაურობთ, იცით თუ არა, რა არის ეს, როცა ადამიანი კვდება? ერთხელ მაინც მოსწრებიხართ, ერთხელ მაინც გინახავთ, რანაირად იკრუნჩხება სხეული, როგორ ჩარჭობიან სიცარიელეს გალურჯებული ფრჩხილები, რარიგ ხრიალებს ხორხი, რა შეუპოვრად იბრძვის სხეულის ყოველი ნაწილი, როგორ უძალიანდება ყოველი თითი საზარელ მოჩვენებას, როგორ გადმოცვენაზე აქვს თვალები მომაკვდავს იმ საშინელებისგან, რომელსაც ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს? ... "

შტეფან ცვაიგი (II)


,, ... ქმარი ვერ შეიტყობს და არც უნდა შეიტყოს .. ამ არამზადისგან, ვის გამოც სასიკვდილოდ გაწირა თავი ... ვერაფერს, ვერაფერს ვერ გაიგებს იგი ... მისი საიდუმლო მე მეკუთვნის, მარტოოდენ მე .. "


,, ... ბოლოს ერთადერთი ადამიანური უფლება მაინც ხომ ყველას რჩება: ისე ჩაძაღლდეს, როგორც თვითონ მოეპრიანება ... და თანაც გარეშეთა დაუხმარებლად ... "


შტეფან ცვაიგი (II)


" ლეპორელა "


,, ... გაცინებულს ხომ ვერავინ ნახავდა; ამითაც ჰგავდა პირუტყვს, რადგან ეს ღვთის უგუნური ქმნილებანიც ხომ მოკლებულნი არიან წყალობას, ლაღად გამოხატონ სიცილით თავიანთი გუნებ-განწყობილება - ეს კი ალბათ უენობაზე მძიმე დანაკლისია ... "

შტეფან ცვაიგი (II)


,, ... ჯერ ბუნდოვნად, მერე კი სულ უფრო და უფრო ნათლად არ გამოკრთა რაღაც ახალი და უჩვეულო გრძნობა, ისევე როგორც უპატრონო ძაღლი თავის გარშემო მყოფ ორფეხ არსებათა შორის ერთმშვენიერ დღეს ერთ-ერთ მათგანს ამოირჩევს და ბატონ-პატრონად აღიარებს ხოლმე: ამ
წუთიდან მას ერთს დასვდევს ფეხდაფერ, ესალმება კუდის ქიცინით და ყეფით, თავის ნებით ემორჩილება იმას, ვინც ბედმა ბატონად დაუყენა, უგონებს და მორჩილად მიჰყვება ფეხდაფეხ ... "


შტეფან ცვაიგი (II)


,, ... მის დღემდე დახშულ სამყაროშიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხუთი ცნებით იყო შემოსაზღვრული - ფული, ბაზარი, კერა, ეკლესია და ლოგინი - ახალი ელემნტი შეიჭრა, იგი ადგილს ითხოვდა და ყოველივე ადრინდელს უხეშად ლაგმავდა .. "

,, ... მაგრამ ბუნებას ნახტომები არ უყვარს ... "
შტეფან ცვაიგი (II)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top