- ნანახია: 2976
- ავტორი: Sally ))
- თარიღი: 29 ოქტომბერი 2011
მოდური სვიტრები დაზარალებული პინგვინებისთვის
ავტორი: Sally )) კატეგორია: საინტერესოა

მაღაზია Ckeinz-ს აზრად მოუვიდა შემდეგ იდეა განეხორციელებინა:
ნაქსოვი სვიტრები დაზარალებული პინგვინებისთვის.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ფილიპ აილენდზე ზეთის გაჟონვის შემთხვევის გამო პინგვინებმა მათი სამყოფელის ¾ დაკარგეს, რაც ნიშნავს, რომ დაბინძურდა გარემო და მათთვის უსაფრთხო მხოლოდ კუნძულის ¼ დარჩა. მოხალისეები ამ სვიტერებში მოსავენ პატარა პინგვინებს, რომელიც მათ ათბობთ და იცავთ, რადგან დაბინძურებული წყლის გამო პინგვინების კანი ვეღარ გამოყოფს ბუნებრივ ცხიმს, რომელიც მათ იცავდა სიცივეში.

თუ პატარა პინგვინებს არ დავიცავთ და მათი კანზე მოხდება დაბინძურებული ზეთიანი წყლის ზემოქმედება ისინი დაკარგავენ თავიანთ ახლად ამოსულ ბეწვს, რომელიც შემდეგ ვეღარ განვითარდება - ანუ ვერ განივითარებს წყალმდგრადობას და პინგვინები სიცივით დაიხოცებიან. მუშაკები პინგვინებს სვიტერებს პერიოდულად უცვლიან - როგორც კი გაასუფთავებენ. ნაქსოვ სვიტერებში შემოსვა ყველაზე ეფექტური ტექნიკა აღმოჩნდა პატარა პინგვინების გადასარჩენად!

მოხალისეები ინტერნეტით უკავშირდებოდნენ ავსტრალიაში არსებულ პინგვინთა დაცვის ასოციაციას
და მათი პარამეტრების მიხედვით ქსოვენ პაწაწუნა სვიტერ-ჟილეტებს. ამ ეტაპისთვის პროექტი დასრულებულია. სულ გაიგზავნა 15,000 -ზე მეტი სვიტერი, რომლებიც ამჟამად შეინახეს და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებენ.





დაბრუნება
კომენტარები: 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება









