;

29 October 2011      Ancho.     Views 12293    
Category: Fun, Interesting

10 საინტერესო ფაქტი ტკბილეულის შესახებ
ტკბილეულის მოყვარულნო ეს პოსტი თქვენ გეკუთვნით.

10 საინტერესო ფაქტი ტკბილეულის შესახებ


1. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ტკბილეული საბჭოთა კავშირში იყო ჩიტის რძე. ის თავდაპირველად ტორტს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ ასეთი სახე მიიღო. ჩიტის რძის მთავარი ინგრედიენტი ზღვაში იყო მოპოვებული.




2. ყველაზე უცნაურ ტკბილეულად უნდა ჩაითვალოს ფინური კანფეტები. ისინი გემოთი განსხვავდებიან. არსებობს არაჟნით, მარილიანი(ლუდისათვის) და ნავთობის გემოთიც კი!



3. ჩუპა–ჩუპსი ეს კანფეტი–კოსმონავტია. 1995 წელს ასტრონავტებმა მოითხოვეს სადგურზე მიეღოთ რაიმე სახის კანფეტი კერძოდ კი ჩუპა–ჩუპსი. დადგინდა რომ სიტკბო ჯოხზე ყველაზე უსაფრთხოა. ვიდეომ, სადაც ასახულის კოსმონავტები ჩუპა–ჩუპსებით კომპანიას დიდი პოპულარობა მოუტანა.



4. ჟელიბონი – კანფეტის ფორმა და სახელწოდება მომდინარეობს დათვი Hagi-Boy–სგან. ის იყო 1,68 მეტრი და იწონიდა 633 კილოგრამს.




5. შოკოლადის ყუთის მაქსიმალური სიგრძე 2.5 მეტრია, სიგანე 1.5 მეტრი. ასეთ ყუთში ჩაეტია 800 კილოგრამი შოკოლადი. ის დამზადებულ იქნა ერთ–ერთი კომპანიის მიერ კულინარიული შოუსათვის.



6. ყველაზე ცნობილი კანფეტები დამზადდა 1663 წელს ფრანგი ელჩისათვის გერმანიაში. მისი სახელწოდებაა praline. ის ახლაც ძალიან პოპულარულია გერმანიასა და შვეიცარიაში. იქ მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად დააგემოვნეთ.



7. XIX საუკუნის დასაწყისში წვეულებებზე მდიდარი ქალბატონები ტკბილეულს მომცრო ჩანთაში მალავდნენ. ეს არ იყო კლეპტომანია (ქურდობა). ეს იმით აიხსნება რომ იმდროინდელ რუსეთში არ არსებობდა ტკბილეულის დამამზადებელი ფაბრიკები. სარამოს წვეულებებისთვის კი კონდიტერები სპეციალურად ამზადებდნენ საიდუმლო რეცეპტით.



8. გერმანელი ფსიქოლოგების გამოკვლევებით, ყველაზე რომანტიულ კანფეტებად ითვლება კანფეტები მარწყვის შიგთავსით. ძლიერი ადამიანები ირჩევენ ტკბილეულს ალუბლის შემცვლელობით, მორცხვები – კაკლის, თხილის; ხოლო შემოქმედებითნი – ტკბილეულში ქოქოსს ანიჭებენ უპირატესობას.




9. XVI ს.–ში ევროპაში შოკოლადს მიაწერდნენ მაგიურ და სამკურნალო თვისებებს. მაგრამ სასწაულები არ ხდებოდა და მას ახასიათებდნენ როგორც ავადმყოფობის გამომწვევს. ერთ–ერთი ძველი წერილი გვამცნობს: "ნუ შეჭამ შოკოლადს. ჩემი ნაცნობი ორსულობის დროს ბევრ შოკოლადს ჭამდა და მან შავი შვილი გააჩინა."




10. პირველი კანფეტი გაჩნდა ეგვიპტეში და მზადდებოდა თაფლისა და ფინიკისაგან. აღმოსავლეთში, შაქრის არარსებობის გამო მას ამზადებდნენ ლეღვისა და ნუშისაგან. ძველ რომში კი ტკბილეული შეიცავდა მოხარშულ კაკალს, თაფლსა და ყაყაჩოების თესლს.







































Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top