;

2 November 2011      MaRihanna     Views 12532    
Category: Fun, Interesting

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს.
ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI
საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.

_________________

გიზას პირამიდები. ეგვიპტე. ძვ.წ XXVI ს. მსოფლიოს 7 საოცრებიდან
ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. პირამიდა ფარაონის
სამარხს წარმოადგენს, იგი ძველი ეგვიპტის დიდებასა და სიძლიერეს
განასახიერებს.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი. ბრინჯაოს ხანა. ამ გიგანტური
ლოდების - მეგალითებისგან შექმნილი კომპლექსის დანიშნულება
ბოლომდე გარკვეული არაა. სავარაუდოდ, იგი დაკავშირებული იყო
უძველეს რელიგიასთან - მზის კულტთან.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ძველი მსოფლიოს საოცრებებს ეკუთვნის აგრეთვე შუამდინარეთში
გავრცელებული უზარმაზარი საფეხურისებრი კოშკები, რომელთა
თავზე მოთავსებული იყო ტაძარი - ზიკურატი. მათ შორის ყველაზე
დიდი იყო ე.წ ბაბილონის გოდოლი. რომელიც, ბიბლიის თანახმათ,
განრისებულმა უფალმა დაანგრია. ბაბილონის გოდოლი ადამიანის
ცოდვების სიმბოლო გახდა. ამერიკელი რეჟისორის ჯ. ჰასტინის
ფილმმა 'ბიბლია'(1966) გოდოლის დანგრევის სცნებით მთელს
მსოფლიოში გაითვა სახელი.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ანტიკურ სამყაროში ასევე არაერთი არქიტექტურული შედევრი
შეიქმნა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათენის აკროპოლისის
კომპლექსი
და ძველ რომში აგებული კოლიზეუმი, რომელშიც
იმართებოდა სანახაობები.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა
და ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა ე.წ ომარის მეჩეთი
იერუსალიმში. იგი არაბთა სახელმწიფოს დიდებას განასახიერებდა.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

იცით თუ არა, რომ დედამიწაზე არსებობს არქიტექტურული
ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდანაც კარგად ჩანს ? ეს ჩინეთის
დიდი კედელია !
კედელი ქვეყნის მთელ ჩრდილოეთ საზღვარს
გასდევს. იგი უდიდესი თავდაცვითი ნაგებობაა მსოფლიოში.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

აია-სოფია არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია,
რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი
მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში
განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

თანამედროვე არქიტექტურაც მრავალ საოცრებას გვთავაზობს.
ახალი ტექნოლოგიები მეტ გასაქანს აძლევს არქიტექტორების
ფანტაზიას.


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top