;

4 November 2011      Sally ))     Views 5117    
Category: Fun, Interesting



ამ წლის დასაწყისსში არნახული ქურდობა მოხდა: შოტლანდიის ერთ-ერთი უმალაზესი კუნძულის პლიაჟიდან რამდენიმე ტონა თეთრი ქვიშა მოიპარეს. იგი ბეტონისთვის სჭირდებოდათ... ამგვარი ქურდობა შესაძლოა გახშირდეს, რადგან უკვე რამდენიმე წელია რაც ქვიშა დეფიციტურ პროდუქტად იქცა მთელ ევროპაში. ეს მასალა, რომელზეც დაწოლილები ტკბილად ეფიცხებიან მზეს, მხოლოდ დამსვენებლებს როდი იზიდავს. როგორც აღმოჩნდა იგი ასფალტისა და ბეტონის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. წლების განმავლობაში ქვიშას მიწისქვეშეთიდან მოიპოვებდნენ, მაგრამ ამგვარი კარიერები თითქმის დაცარიელდა, ახალი კარიერების გახსნა კი შეუძლებელია: ქვიშიანი ადგილების უმეტესობა ქალაქებში, დაცულ ტერიტორიებზე ან გრუნტის წყლებთან ახლოს მდებარეობს. მაშ, სად შეიძლება მისი მოპოვება? ერთ-ერთი გამოსავალია ბეტონის ხელმეორედ გადამუშავება, მაგრამ ამგვარად მიღებული მასალა მშენებლობისთვის რეკომენდირებული არ არის. ბეტონის გადამუშავებაც საკმაოდ ძვირი ჯდება. სხვა გამოსავალიც არსებობს: ქვიშის ზღვის ნაპირებზე მოძიება, ოღონდ ამაში პლაჟების მოსუფთავება არ იგულისხმება. ქვიშას ზღვის სანაპიროებიდან რამდენიმე კილომეტრით შორს, წყლის სიღრმეებიდან მოიპოვებენ. უკვე ოციოდე წელია, ასე ხდება ატლანტის ოკეანეზა და ჩრდილოეთის ზღვაში. დღეისათვის მოპოვებული ქვიშის რაოდენობამინიმალურია. ჩვენი მომავალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უფრო მეტია საჭირო. ოკეანის სიღრმეებიდან დიდი რაოდენობით ქვიშის ამოღება პრობლემას ქმნის და სახიფათოა. სანაპიროებთან ახლოს ღრმულების გაკეთება ნაპირების ჩამოშლად და დინების დარღვევას გამოიწვევს, რაც ზღვისპირა რეგიონებში ეროზიის მიზეზი გახდება, განმარტავს კლოდ ოგრისი. უფრო მეტიც გარდა ამისა , რომ ზღვის სიღრმეები განადგურდება , რაზეც ყველა სახეობის თევზისა და მცენარის სიცოცხლეა დამოკიდებული , იმ გემების ხმაური და გუგუნი, რომლებიც ქვიშის მოსაპოვებლად გაემართებიან, ასევე მოსპობს ცხოველებს.
ვინაიდან ბეტონის გადამუშავება შედეგს არ იძლევა, სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ ოკეანეების ქვიშის გამოყენება დავიწყოთ ისე, რომ ეკოლოგიური საფრთხე არ შევქმნათ.



მარადიორობის შედეგები

ზღვის ქვიშიანი მასივის განადგურებამ უკვე მთელ მსოფლიოში
გამოიწვია სტიქიური უბედურებები:

* ინდოეზიის 24 კუნძულის ჩაძირვა.
* სენეგალის რამდენიმე ტურისტული პლაჟის ყოველწრიულად 15 მეტრით შემცირება.
* მაროკოში ათამდე პლაჟის გაუჩინარება.
* კამბოჯის სამხრეთ-დასავლეთით მდება ზოგიერთ სოფელში თევზჭერის 60 % -ით შემცირება.
* კარიბის ზღვის ორ კუნძულზე დიუნების 2/3-ის განადგურება.[/color][/i]








Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top