;
2 იანვარი 2012      Queen♥S     1 კომენტარი     ნანახია 8849-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა




"ვამპირის დღიურები" ეს არის ნოველების სერია, რომელიც ლიზა ჯეინ სმიტის მიერაა დაწერილი. 2009 წელს წიგნის მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყეს და ეს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ წიგნი და სერიალი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

გაგაცნობთ წიგნის პერსონაჟებს სანამ 6 იანვარს სერიალი მე-3 სეზონის მე-10 სერიით დაგვიბრუნდება.




ელენა გილბერტი - ელენა ლამაზი, 17 წლის გოგონაა ქალაქ ფელს ჩარჩიდან. ის წიგნის მთავარი პერსონაჟია. მას "ანგელოზად" მოიხსენიებენ. ყველა გოგოს უნდა მას გავდეს, ბიჭებს კი ელენასთან ყოფნა სურთ. გოგონას გრძელი, სწორი ოქროსფერი თმები და ღრმა, მუქი ლურჯი თვალები აქვს. (რაც საკმაოდ განსხვავდება ნინა დობრევის გარეგნობისგან ეკრანიზაციიდან)







სტეფან სალვატორი - სტეფანი 500 წლის კეთილი ვამპირია, მაგრამ ისე გამოიყურება როგორც 17 წლის ბიჭი. მან უარი თქვა ადამიანის სისხლზე. სტეფანი აღწერილია, როგორც ძალიან სიმპათიური.

დეიმონ სალვატორი - დეიმონი სტეფანის უფროსი, სექსუალური ძმაა. ის ბოროტია და ხშირად ატარებს შავ, ძვირფას ტანისამოსს.



ბონი მაკკოლაჰი - ბონი 17 წლის გოგონაა ფელს ჩარჩიდან, რომელიც ამავდროულად ჯადოქარიცაა. ის ელენა გილბერტის საუკეთესო მეგობარია.

მერედიტ სულეზი - მერედიტი სერიალში საერთოდ არ გვხვდება. ისიც ელენას მეგობარია, გრძელი შავი წამწამებით, ლამაზი ყავისფერი თმებითა და თვალებით. ის არასდროს ატარებს მაკიაჟს, რადგან არ სჭირდება. მერედიტი ელეგანტური და მშვენიერია.

მეთიუ "მეთ" ჰანიქათი - მეთი ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი შეყვარებულია. ის 18 წლის ტიპიური ამერიკელი და სკოლის პოპულარული ბიჭია.

კეროლაინ ფორბსი - კეროლაინი მაღალი და ულამაზესი გოგონაა. ის თითქოს ვოგის გარეკანიდანაა გადმოსული და სუპერმოდელია. აქვს ხვეული თმები და ღია მწვანე თვალები. მას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს ელენასთან და ძნელად გასაგები ადამიანია. ჰყავს პატარა ძმა დენიელ ფორბსი.

ალარიკ ზალცმენი - ალარიკი არის ახალი ახალგაზრდა და მიმზიდველი ისტორიის მასწავლებელი რობერტ ლის საშუალო სკოლაში. ის ასევე ვამპირებზე მონადირეა, მას შემდეგ რაც დაამტკიცა, რომ ისინი არსებობენ.

კეტრინ ვონ სვარტსჩაილდი - კეტრინ ვონ სვარტსჩაილდი არის ახალგაზრდა ვამპირი, 500 წლის წინ დეიმონსა და სტეფანს რომ შეუყვარდათ. ის ელენას ასლია. დაიბადა გერმანიაში, ბარონ ვონ სვარტსჩაილდის ოჯახში. პატარაობაში ხშირად ავადმყოფობდა. კლაუსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა კეტრინი ვამპირად გადააქცია და გოგონა ძალიან ძლიერი გახდა, მაგრამ ამასთან ერთად ბოროტი და ეგოისტიც

კლაუსი - კლაუსი სუფთა სისხლის ვამპირია, ერთ-ერთი ორიგინალებიდან. ის არასდროს ყოფილა ადამიანი. არის ძალიან ძლიერი და ბოროტი.

სეიჯი - სეიჯი კიდევ ერთი ორიგინალია, მაგრამ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჯუდიტ გილბერტი - ჯუდიტი ელენას დეიდა და მეურვეა, მას შემდეგ რაც გოგონას მშობლები გარდაიცვალნენ.

მარგარეტ გილბერტი - ელენას პატარა, 4 წლის და. დაახლოებით 1 წლის იყო მშობლები რომ გარდაეცვალა.

ვიკი ბენეტი - ვიკი ბენეტი არის გოგონა ფელს ჩარჩიდან, რომელიც ყოველთვის თავისთვის იყო და არ შედიოდა ელენასა და მისი მეგობრების წრეში.

ტაილერ სმოლვუდი - ტაილერი არის 18 წლის მაქცია ფელს ჩარჩიდან. მაღალი და დაკუნთული. აქვს დიდი კბილები.

მისის თეოფილია ფლაუერსი - მისის თეოფილია არის იმ სახლის მფოლბელი, სადაც სტეფანი ცხოვრობს. ზოგჯერ იძახდნენ, რომ ის უბრალოდ გიჟი მოხუცი ქალია. თეოფილია ჯადოქარია და ამბობენ, რომ 100 წელზე მეტისაა.

შინიჩინი - შინიჩინი არის მაგიური მელიის სული ანუ "კიცუნე" იაპონიიდან, რომელსაც შეუძლია სხეულებში ჩასახლება. იგი ეუბნებოდა დეიმონს გაენადგურებიდან ფელს ჩარჩი.

მისაო - მისაო შინიჩინის ტყუპისცალია და ზუსტად იგივე ძალებს ფლობს.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • georgios თქვა:
    31 იანვარი 2014 23:30 - ID: 1,
    drunk

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top