;
9 იანვარი 2012      MaRihanna     0 კომენტარი     ნანახია 12078-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბათ, ყველა ადამიანს აქვს საოცნებო ქალაქი და იქ მოხვედრაზე ოცნებობს. ამჯერად, რომის ისტორიას გავეცნოთ და გავიგოთ უფრო მეტი ამ ულამაზეს ქალაქზე. იტალიის დედაქალაქი რომი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია. რას აღარ უწოდებენ მას: ''მარადიული ქალაქი'', ''ცივილიზაციის შუქურა'', ''ქალაქი შვიდ ბორცვზე'', ''წმინდა ქალაქი'', ''კაცობრიობის ისტორიის სიმბოლო'' და სხვ.
რომი

რომის დაარსების ისტორია
რომული და რემი - ტყუპი ძმები საკუთარმა ბიძამ მდინარე ტიბროსს გაატანა და ასე ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. ძმები მდინარემ ნაპირზე გამორიყა. აქ ის ძუ მგელმა იპოვა და ძუძუ აწოვა. შემდეგ გადარჩენილი ტყუპები მწყემსმა წამოიყვანა და გაზარდა. წამოზრდილმა რომულმა მდინარე ტიპროსის ნაპირებზე ქალაქის მშენებლობა გადაწყვიტა. ერთ-ერთ ბორცვზე მან ხნული გაავლო და მომავალი ქალაქის საზღვარი მონიშნა. მისი ძმა რემი კი ამ დროს ხნულზე ხტოდა და ძმის ჩანაფიქრს დასცინოდა. განრისხებულმა რომულმა ძმა მოკლა და თქვა : ,,ასე დაემართება ყველას, ვინც ამ ქალაქის საზღვარს გადაკვეთს''. რომის დაარსების დარიღად ითვლება ძვ.წ 753 წლის 21 აპრილი. ძუ ლომის ქანდაკება დღესაც დგას პალატინის ბორცვზე.
რომი

არ არსებობს ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის კვალი რომში არ მოიპოვებოდეს. მაგრამ რომი მაინც ანტიკური სამყაროსა და ქრისტიანული ეპოქის პირმშოა.
რომულის დაარსებული ქალაქი პალატინის ბორცვზე მდებარეობდა. გადმოცემის მიხედვით, რომულმა პალატინიც ბორცვი აკროპოლისისათვის შეარჩია და სწორედ აქ აიგო ქალაქის მფარველი ღვთაება - იუპიტერის ტაძარი. რომი ნელ-ნელა იზრდებოდა. ბორცვებს შორის მოსწორებულ ადგილზე გაჩნდა რომის ფორუმი. ფორუმი იტალიურად შემოსაზღვრულს ნიშნავს. ეს იყო ქალაქის მთავარი მოედანი, მისი ცენტრი, სადა მრავალი ნაგებობა იდგა. დღეს ფორუმი ნანგრევებადაა ქცეული, მაგრამ იტალიელები მას ამ სახით ინახავენ ძველი რომის დიდების ნიშნად.
რომი

რომის მთავარი მშვენებაა წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც მთელი კათოლიკური სამყაროს მთავარ ტაძრად ითვლება და სადაც რომის პაპი წირავს.
1506 წელს პაპმა იულიუს ll-მ არქიტექტორ ბრამანტეს ამ ადგილას მდებარე ტაძრის და მის გარშემო არსებული ნაგებობების დანგრევა და ახალი გრანდიოზული ტაძრის აგება დაავალა. ბრამანტემ მხოლოდ ტაძრის გეგმის შედგენა მოასწრო. 1546 წელს ეს სამუშაო პაპმა გამოჩენილ იტალიელ მოქანდაკეს მიქელანჯელოს დაავალა. მიქელანჯელოს პროექტის მთავარი სიახლე ტაძრის გუმბათი იყო. მან ტაძარი მაღალი და განიერი გუმბათით დააგვირგვინა. გუმბათის ყელში 16 მძლავრი საყრდენი გააკეთა, რომლებიც შეწყვილებული სვეტების უკან ''დამალა'' ; სვეტებს შორის ფართო სარკმლები გაჭრა, რითიც გუმბათქვეშა სივრცე უხვად განათდა. გუმბათის ზედა სფერულ ნაწილში კიდევ სამ რიგად განლაგებული პატარა სარმკლებია დატანებული.
რომი
რომი

მოგვიანებით ტაძარს კიდევ ორი, მცირე ზომის გუმბათი დაადგეს, ხოლო წინიდან მდიდრული ფასადი მიაშენეს.
სწორედ აქ არის ე.წ კურთხევის ლოჯია. საბოლოდ ტაძარი 1626 წლის 18 ნოემბერს აკურთხეს.
რომი
რომი

სადღესასწაულო პერიოდში, 23–დან 6 იანვრამდე, რომის აეროპორტ Fiumicino–ში ბოლო წლების განმავლობაში სატრანზიტო მგზავრების რეკორდული რაოდენობა – 1,2 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა. რომში გასამგზავრებელი საგზურების ფასი - 570 ევროდან იწყება. გისურვებთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ქალაქი სულ მალე გენახოთ :)

რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი
რომი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top