;
10 იანვარი 2012      LedgerFever.     2 კომენტარი     ნანახია 7517-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

ძალიან იშვიათად ხდება, რომ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი საინტერესო გამოვიდეს და უფრო იშვიათია, რომ ის იმდენად კარგი იყოს როგორიც წიგნია, თუმცა რეჟისორის თუ მსახიობების საოცარი ნიჭის დამსახურებით დღეს-დღეობით მოიპოვება რამდენიმე ასეთი ფილმი და მინდა სამი მათგანი წარმოგიდგინოთ.

შესანიშნავი ფილმები, რომლებიც წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენენ

მარიო პიუზო-ნათლია The Godfather

Great Movies Based On Books

გასული საუკუნის 60-იანი წლების საუკეთესო ბესტსელერი. წიგნი მოგვითხრობს ვიტო კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. კაცი რომელიც სოფელ კორლეონეს ერთ ჩვეულებრივ,ღარიბ ოჯახში დაიბადა და შეძლო ქცეულიყო ისეთ დიდ ადამიანად რომელსაც ხალხი არამარტო პატივს არამედ თაყვანსაც კი სცემდა. ის იყო სიცილიელი მაფიოზი რომელსაც ხალხი ნათლიას ეძახდა და გასაჭირის დროს დახმარების სათხოვნელად მაშინვე მასთან გარბოდა,რადგან იცოდა ვიტო უარით არ გაისტუმრებდა, წიგნში დეტალურად არის აღწერილი მაფიოზების ცხოვრება. გაგიკვირდებათ და პიუზო დონ კორლეონეში ყოველთვის საკუთარ დედას ხედავდა და მისი გმირიც სწორედ დედაზე ფიქრით შექმნა, წიგნის გამოსვლიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო ფილმი რომელიც რატომღაც ყველამ ნათლიმამად მონათლა,ალბათ იმიტომ რომ ფილმის მთავარი გმირი ვიტო კორლეონე ერთდროულად დაუკავშირეს ნათლიასაც და მამასაც. პიუზოს წიგნის პოპულარიზაციას ხელი ლეგენდარულმა რეჟისორმა კოპოლამ და მსახიობ მარლონ ბრანდოს შეუდარებელმა თამაშმა შეუწყო. ფილმი სენსაციად იქცა და ბევრი იმასაც ამბობს რომ წიგნსაც კი აჯობა. ის დღემდე ითვლება ამერიკის კინო ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე რეიტინგულ ფილმად და პირველ ადგილზეა IMDb-ის მიხედვით.

Great Movies Based On Books

Great Movies Based On Books

ფილმს აღებული აქვს სამი ოსკარი:

საუკეთესო მსახიობი - მარლონ ბრანდო
საუკეთესო სურათი - ალბერტ ს. რუდი
საუკეთესო სცენარი - მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა

ფილმის საუნდთრექმა კი ორი ჯილდო მიიღო:

ოქროს გლობუსი:
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა - ნინო როტა

BAFTA:
საუკეთესო მუსიკა - ნინო როტა


Great Movies Based On Books

Great Movies Based On Books

Great Movies Based On Books

გადაღებულია ფილმის მეორე და მესამე ნაწილებიც. მეორე ნაწილში ახალგაზრდა ვიტოს არანაკლებ ცნობილი და შეუდარებელი მსახიობი რობერტ დენირო თამაშობს.

Great Movies Based On Books

რამოდენიმე დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან თუ წიგნიდან:

სიცილიაში ქალები ბევრად უფრო საშიშები არიან ვიდრე იარაღები

მე საკმაოდ იშვიათად ვთავაზობ ხალხს წინადადებას,მაგრამ თუ ეს გავაკეთე ისინი უარს ვერ მეტყვიან

დიდებული ადამიანები არ იბადებიან,ისინი ხდებიან ასეთები

მაიკლი: მამაჩემი არ განსხვავდება არც ერთი ძლიერი ადამიანისგან,ისეთივე კაცია,ძალით როგორებიც არიან სენატორები და პრეზიდენტები.
ქეი: ო რა გულუბრყვილო ხარ მაიკლ. სენატორები და პრეზიდენტები ხალხს არ კლავენ.
მაიკლი: ისევ მე ვარ გულუბრყვილო,ქეი?

დონ კორლეონე: შენ შურისძიებაზე მელაპარაკები,ნუთუ შურისძიება დაგიბრუნებს შენ შვილს უკან? ან მე დამიბრუნებს ჩემ ბიჭს?

სოლოცო: მე არ მიყვარს ძალადობა ტომ,მე ბიზნესმენი ვარ,სისხლი კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული

სოლოცო: დონი ისევ ცოცხალია,ხუთჯერ ესროლეს,არც ერთი არ აუცილებიათ და მაინც ცოცხალია!

საინტერესო ფაქტი ფილმთან დაკავშირებით:

Great Movies Based On Books

ვიტოს ერთერთი ნათლული მომღერალი ჯონი ფონტეინი იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მომღერალია,მასზე გიჟდებიან ქალები და ისიც არცერთ შანნს არ უშვებს ხელიდან,როდესაც ბედს კინომატოგრაფიაში ცდის იღებს ოსკარს,მას ახლო კავშირი აქვს მაფიასთან რაც არ უნდა იყოს მისი ნათლია ხომ თვით დონ კორლეონეა. ქალი რომლის გამოც მიატოვა ცოლი და შვილები ჯონის მსგავსად იყო მომღერალიც და მსახიობიც. ქალი ჯონის ღალატობდა,აეჭვიანებდა და აგიჟებდა. ჯონი ამდენი სმისა და მოწევისგან ნელ-ნელა თავის საოცარ ხმას კარგავდა. რომელ ცნობილ მომღერალს გაგონებთ ჯონი ფონტეინი თუ არა ფრენკ სინატრას? ამ ორი ადამიანის უფრო სწორედ,ერთი ადამიანის და მეორე გამოგონილი პერსონაჟის ცხოვრება საოცრად ჰგავს ერთმანეთს და იქნებ სწორედ ფრენკი იყო პიუზოს შთაგონების წყარო.

Great Movies Based On Books

Great Movies Based On Books


კენ კიზი-გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა One Flew Over The Cuckoo's Nest

ვიკ ლოველს.
ვინც მითხრა,ურჩხულები არ არსებობენო
და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.


...one flew east,one flew west,
One flew over the cuckoo's nest

-CHILDREN'S FOLK RHYME

...ერთი მოფრინდა,ერთი გაფრინდა,
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.

-ხალხური საბავშვო ლექსიდან

Great Movies Based On Books

მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელი ნახევრად ინდიელი გოლიათის სიმაღლის კაცი ბრომდენია რომელიც თავს ყრუ-მუნჯად ასაღებს. წიგნის მთავარი გმირი პაციენტი მაკმერფი იგონებს ფსიქიკურ აშლილობას,თავიდან კატორღული სამუშაოს ასაცილებლად. ის თავისუფლებას ეტრფის და ყველანაირად ცდილობს პაციენტები გაახალისოს. ებრძვის მთავარ ექთანს რომლისაც ყველას ეშინია. ცდილობს შეცვალოს საავადმყოფოს შინაგანა წესი და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. გული ერევა როდესაც პაციენტების შეშინებულ სახეებს უყურებს და ვერ იტანს მათ უმწეო და უსუსურ გამომეტყველებას. ის ცდილობს ყველასგან გარიყული ადამიანები ისევ დაუბრუნოს ამქვეყნიურ ცხოვრებას. საბოლოოს ჯამში ის ამას ახერხებს თუმცა საკმაოდ დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ. წიგნის პოპულარიზაციას ამ შემთხვევაშიც მილოშ ფორმანის მიერ ეკრანიზაციად ქცეული წიგნი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" უწყობს ხელს ჯეკ ნიკოლსონის მიერ შესრულებული მაკმერფი ყველა კრიტიკოსმა დადებითად შეაფასა,ისინი წერდნენ რომ ეს იყო უმაღლესი კლასის თამაში. ფილმის გამოსვლამდე ბროდვეის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი სადაც მთავარ როლს კირკ დუგლასი თამაშობდა,მანვე იყიდე კენ კიზისგან უფლება რომ გადაეღო ფილმი,რომელიც შემდგომში თავის შვილს მაიკლ დუგლასს გადასცა,კირკი ფიქრობდა რომ მაიკლი ამ როლს მამამისს მისცემდა მაგრამ მაიკლმა ჩათვალა რომ კირკი საკმაოდ ხანში შესული იყო მაკმერფის როლისთვის,ამ მიზეზით მამა-შვილი საკმაოდ დიდხანს არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ფილმი გახდა ოქროს გლობუსის ექვსივე ნომინაციის მფლობელი. ოსკარის ისტორიაში კი ეს იყო მეორე ფილმი რომელმაც ხუთივე მთავარი ჯილდო მიიღო:

საუკეთესო ფილმი: მაიკლ დუგლასი
საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: ჯეკ ნიკოლსონი
საუკეთესო მსახიობი ქალი: ლუიზ ფლეთჩერი
საუკეთესო ადაპრიტებული სცენარი: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი

Great Movies Based On Books

ფილმის ერთადერთი ნაკლი ის არის რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს ბრომდენს ნაკლები ყურადღება ექცევა,თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.

Great Movies Based On Books

თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამჯერადაც ჯეკ ნიკოლსონის გიჟური სახე უფრო მოსწონს ვიდრე,კიზის მიერ აღწერილი წითური,ვეება მაკმერფი.

Great Movies Based On Books

წიგნშიც და ფილმშიც საუკეთესო სცენად დღემდე რჩება ბეისბოლის სცენა როდესაც მთავარი ექთანი მაკმერფის არ აძლევს უფლებას ტელევიზორი ჩართოს და ბეისბოლის მატჩს უყუროს:

Great Movies Based On Books

ზის ასე,კეფაზე ხელებშემოჭდობილი,სავარძელში გადათხლაშული-სახე არც უჩანს,მარტო ანთებულ სიგარეტს და ტელევიზორის ჩამქრალ ეკრანს უყურებს. მთავარი ექთანი დიდხანს ვერ უძლებს ამ სანახაობას; ექთნების სამორიგეოს კართან მიდის და გამოსძახის-მაკმერფი,უკეთესი იქნება,სხვებს მიეხმაროთ განყოფილების დალაგებაშიო. მაკმერფი ყურადღებას არ აქცევს.
ყველამ მიანება საქმეს თავი. ჰარდინგი იატაკის საპრიალებელს აჩუმებს,დერეფანში ტოვებს,პალატაში შედის,სკამს ირჩევს,მაკმერფის გვერდით დგამს, ჯდება და ისიც სიგარეტს უკიდებს.მერე ჩესვიკიც ითრევს სკამს,მერე ბილი ბიბიტიც,მერე სქალონი,მერე ფრედრიქსონი და სეფელტი,მერე უკვე ყველა ვყრით ჩვენ-ჩვენ ჩვრებს,ცოცხებს,ჯაგრისებს და ტელევიზორის წინ ვამწკრივებთ სკამებს. გამორთული ტელევიზორის წინ ვსხედვართ და ნაცრისფერ ეკრანს არ ვაშორებთ თვალს,თითქოს მართლა დაძაბულ თამაშს ვუყურებდეთ,ის კი,სადღაც ჩვენ ზურგს უკან თუხთუხებს და კივის. ვინმეს ცალი თვალით რომ შემოეჭყიდა და დაენახა როგორ მიშტერებოდა ამდენი ხალხი გამოთიშულ ტელევიზორს,ან რა ხმით კიოდა იმათ ზურგს უკან ორმოცდაათი წლის დარბაისელი ქალი რაღაც აბდაუბდას დისციპლინაზე,წესრიგსა და სასჯელზე,ჩვენს სიგიჟეში ნაღდად არ შეეპარებოდა ეჭვი.


One Flew Over the Cuckoo's Nest - Baseball Scene ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ტექსტს

Great Movies Based On Books

დასამახსოვრებელი ფრაზები:

თუ თვალები დახუჭული გაქვს, სულში ვერ ჩაგიძვრებიან

რატომ არ მოკეტავ და რამე კარგ სიმღერას არ ჩართავ?

მაგრამ მე ხომ ვცადე,ამის დედაც. მე ვცადე მაინც!

ექთანმა ყველა უნიტაზი სათითაოდ შეამოწმა,თან უკმაყოფილოდ აქნევდა თავს და ყოველ უნიტაზთან იმეორებდა-კი მაგრამ,ეს ხომ უმსგავსობაა...უმსგავსობაო. მაკმერფი საწყლად თავჩაღუნული დასდევდა და -არა,ქალბატონო,ეს უნიტაზია,უნიტაზიო-უხსნიდა

როგორ წყვეტს საზოგადოება,და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება,ვინ ნორმალურია და ვინ არა

ცცცცცცცცცცცცოლის დედაც!

მაკ ისინი მატყუებდნენ რომ შენ გაიქეცი,ვიცოდი რომ არ დამტოვებდი,გელოდებოდი.ახლა შეგვიძლია გავიქცეთ მაკ! თავს ისე ვგრძნობ როგორც მთა![მაკმერფის ანჯღრევს] არ წავალ უშენოდ მაკ![ამჩნევს ლობოტომიისგან დარჩენილ შრამებს] არა!ასე ვერ დაგტოვებ.შენ მოდიხარ ჩემთან ერთად[ცდილობს ააყენოს] წავედით.

Great Movies Based On Books


ბრომდენი მაკმერფის შესახებ:

Great Movies Based On Books

იცინის.ვერავინ იტყვის,რა აცინებს,სასაცილო მართლა
არაფერი არ ხდება. არადა,ამის სიცილი საზოგადოებასთან
მოჟღურტულე ქლიავის სიცილსაც არ გავს,ლაღია,თამამი,თავისუფლად მოდის ღონიერი ყელიდან და
ფართოდ მომღიმარი პირიდან,ტალღა-ტალღა ვრცელდება მთელ ოთახში,სულ უფრო და უფრო შორს,სანამ რიგრიგობით ოთხივე კედელს არ მიეხლება.ჩვენი ჭკუის კოლოფივით არ იცინის.მაგდენი კი ესმის. უცებ ვხვდები,
ამდენი წელია სიცილი პირველად გავიგონე მეთქი.


Great Movies Based On Books



ენტონი ბერჯესი-მექანიკური ფორთოხალი A Clockwork Orange

"ჰა,ვშვებით რამეს?"

Great Movies Based On Books

წიგნის საშუალებით ენტონი ბერჯესმა ტიპიური ნაძირალა დაგვიხატა,რომელიც კლავს,აუპატიურებს,ძარცვავს,ამცირებს,აწამებს და ამ ყველაფრის შემდეგ სინანულის მსგავსიც არაფერი აწუხებს. 16 ალექსი თავის ბანდასთან ერთად დაყიალობს ქუჩებში და თავს ხალხის გაუბედურებით ირთობს. უსმენს ბეთხოვენის სიმფონიას,მეცხრეს,დიდებულ მეცხრეს და არაფერი ანაჭებს ამაზე დიდ სიამოვნებას რაც "საყვარელი ლუდვიგ ვანის" მოსმენაა. თუმცა ალექსი ციხეში ხვდება,მას ზურგს აქცევენ მეგობრები ჯორჯი ბიჭი,პიტი და ბნელო ალექსს პოლიციას შეატოვებენ და გარბიან,აქედან იწყება წიგნის ძირითადი ნაწილი. ალექი თანხმდება "ლუდივიკოს მეთოდით" მკურნალობაზე ოღონდ კი ციხიდან დააღწიოს თავი. მკურნალობის შემდეგ მას გულს ურევს ნებისმიერ ბოროტებაზე გაფიქრება,გულს ურევს თვით ის მუსიკაც კი რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა,ალექსი ქვეყნად ყველაზე სპეტაკი ბიჭი ხდება მაგრამ ეს რათქმაუნდა დიდხანს არ გრძელდება.. წიგნის მიხედვით ლეგენდარულმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი რომელშიც ღირსეულად წარმოაჩინა ალექსის სახე მალკოლმ მაკდაუელის დახმარებით. მსახიობდა შექმნა დაუვიწყარი გმირი. მიუხედავად მცირედი ცვლილებებისა კრიტიკოსები ერთხმად შეთანხმდნენ რომ ფილმი მართლაც შეუდარებელია. მალკოლმი კი ზუსტად შეეფერებოდა ალექსის გმირს. ფილმი ოსკარზე ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და არის სამგზის ოქროს გლობუსის მფლობელი.

Great Movies Based On Books

Great Movies Based On Books

რამოდენიმე გამონათქვამი ფილმიდან:

ხალხი ყიდის თავისუფლებას წყნარი ცხოვრების სანაცვლოდ

რა არის იმაზე უარესი როცა გვაქვს იმის უტყუარი მტკიცებულება რომ ჯოჯოხეთი არსებობს

ის ახალგაზრდაა,თამამი მაგრამ ბროდსკი მას ხვალ დაამუშავებს,შენ შეგიძლია უბრალოდ დაჯდე და უყურო. არ იდარდო. ეს პატარა განგსტერი ხვალ ისეთ ტრანსფორმაცია განიცდის ყველა გაოცდება.

ალექსი: სადარის ჩემი გველი?
მამა: იცი.. სამწუხარო რაღაც მოხდა,, ის გარდაიცვალა.

Great Movies Based On Books

კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

2


  • DeaDicaprio თქვა:
    15 ივნისი 2012 00:12 - ID: 2,
    აქ რა უნდათ ამ გენიალურ ფილმებს :/

    Nii♥,
    რატომ ნოუთბუქი ... რატომ :(

  • sharikaa თქვა:
    1 ივნისი 2012 12:25 - ID: 1,
    სამივეე შედევრია : )

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top