;
10 იანვარი 2012      Anch_Bey     0 კომენტარი     ნანახია 12892-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მსოფლიოს ცნობილი არქტიტექტურული ნაგებობები საკუთარი ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლებია, თუმცა მათი მშენებლობა ყოველთვის მშვიდად როდი მიმდინარეობდა. არაერთი მათგანის ისტორია სავსეა დრამატული ეპიზოდებით. შუასაუკუნეებში ქრისტიანული ტაძრების გვერდით ხშირად საგანგებო კოშკებს- სამრეკლოებს აგებდნენ. სამრეკლოს ზარები სალოცავად უხმობდა ხალხს. იტალიაში თითქმის ყოველ ღირსშესანიშნავ ტაძართან დგას სამრეკლო, მაგრამ ყველაზე ცნობილი მათ შორის პიზას კამპანილეა.
მსოფლიოს ცნობილი კოშკები

სინამდვილეში პიზას კოშკის სიმაღლე 100მ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობის მიმდინარეობისას საძრკველმა ვერ გაუძლო კოშკის სიმძიმეს და მშენებარე კოშკი სამხრეთისკენ გადაიხარა. ამითომ კოშკის მშენებლობა 55 მეტრის სიმაღლზე შეწყდა. ამ უჩვეულო თავისებურებამ პიზას საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. კოშკს ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი ნახულობს. მთელი მსოფლიოს არქიტექტორები და ინჟინრები დღეს ტავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეაჩერონ კოშკის გადახრა, მაგრამ არ გაასწორონ ის.

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები


ლონდონში, ვენსტმინსტერის სასახლის კომპლექსში, იქ, სადაც ახლა დიდი ბრიტანეთის პარლამენტია განთავსებული, მდებარეობს ცნობილი ბიგ ბენი. წმინდა სტეფანეს სახელობის კოშკი 1858 წელს ააგეს. მისი სიმაღლე 96 მეტრია. მიწიდან 55 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ოთხივე მხარეს გიგანტური საათის ციფერბლატებია ჩაშენებული. მათი დიამეტრი 7 მეტრია, ისარი 4 მეტრის სიგრძისაა, პატარა კი 2ნახევარ მეტრზე მერი. ციფერბლატის უკან 13 ტონიანი ზარია მოთავსებული, რომლის სახელიც გახლავთ ბიგ-ბენი. სწორედ მისი ხმა ისმის ყოველ საათში ლონდონის ყველა კუთხე-კუნჭულში ბიგ ბენის საათის მექანიზმი 5 ტონას იწონის და დღესაც მსოფლიოში ყველაზე ზუსტ დროს აჩვენებს. ადამიანი, რომელმაც საათი კოშკზე აიტანა და დაამაგრა ძალიან დიდი აღნაგობის იყო და მას ბენი ერქვა. სწორედ ამ ადამიანის გამო შეერქვა კოშკს ბიგ ბენი. ლონდონის ეს სიმბოლო იმდენად პოპულარულია, რომ ქალაქის თითქმის ყველა გზაჯვარედინზე დგას მისი პატარა ორეული.
მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები


ფრანგმა ინჟინერმა გუსტავ ეიფლმა XIX საუკუნის დასასრულს განიზრახა, რომ პარიზში აეგო რკინის უჩვეულო კოშკი. პარიზელები აღაშფოთა ამ პროექტმა, გაზეთები საპროტესტო წერილებით აჭრელდა. ეიფელს პარიზის ხედის გაფუჭებას, მახინჯი და უსარგებლო კონსტრუქციის აგებას აბრალებდნენ. ეიფელმა დიდი მშნებლობა რეკორდულ დროში- 18 თვეში დაასრულა. 300 მეტრის სიმაღლის კოშკი მთლიანად რკინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. ის შედგება 180 000 რკინის დეტალისგან, რომელიც ერთმანეთს უზადოდაა მორგებული. უზარმაზარი კონსტრუქცია 7 000 ტონას იწონის, მაგრამ სიმძიმის ნაცვლად ჰაეროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ის თითქოს რკინის აჟურული მაქმანებით არის ნაგები. კოშკის დახრილ ''ფეხებში'' დამონტაჟებულ ლიფტებს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი აჰყავს ზედა გადმოსახედ ბაქანზე. ოდესღაც არსებული დიდი პროტესტის მიუხედავად, ეიფელის კოშკი პარიზის მთავარ სიმბოლოდ იქცა.
მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

მსოფლიოს ცნობილი კოშკები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top