;
10 იანვარი 2012      MaRihanna     0 კომენტარი     ნანახია 4225-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როგორ ფიქრობთ, ადამიანს სამოსი მხოლოდ სიცივისგან თავის დასაცავად სჭირდება ? უძველესი ხანიდან მოყოლებული ადამიანები ზრუნავენ სამოსის იერზე, შეძლებისდაგვარად ამკობენ, რთავენ და ალამაზებენ მას. ქსოვილი სამოსისთვის, მისი თარგი, მასალა და დეკორი ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით იცვლება. ამ მუდმივ ცვლას ყველასთვის კარგად ცნობილი სახელი - მოდა ეწოდება ..
მოდის ინდუსტრია
მოდის ინდუსტრია

დიდი ხანია სამოსის შექმნა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად - სამოსის ანუ მოდის დიზაინად იქცა. თანამედროვე სამყაროში ამ ხელოვნების ანუ როგორც მას უწოდებენ, მაღალი მოდის დედაქალაქად პარიზი იქცა. სახელგანთქმულმა ფრანგმა მოდელიორებმა კოკო შანელმა, კრისტიან დიორმა, ივ სენ ლორანმა, იუბერ ჟივანშიმ და მრავალმა სხვამ თავიანთი სტილი მოდების საკუთარ სახლებში შექმნეს. ათწლეულების განმავლობაში ეს სახლები ინარჩუნებენ ორიგინალურ სტილს, თუმცა ყოველი ჩვენებისთვის ცდილობენ, ახალი დეტალებითა და უჩვეულო იდეებით გაამრავალფეროვნონ საკუთარი კოლექციები. ხოლო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის უკვე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები დიზაინერები მიისწრაფვიან პარიზის პოდიუმებისაკენ, რადგან სწორედ აქ ჩატარებული ჩვენებები კარნახობს მსოფლიო მოდის სიახლეებს.
მოდის ინდუსტრია
მოდის ინდუსტრია

სამოსის დიზაინი ჩანაფიქრიდან მზა პროდუქციის მიღებამდე ხანგრძლივ გზას გადის. შემოქმედებითი იდეის საფუძველზე გაკეთებული ესკიზი, შემდეგ ზუსტ კონსტრუქციად - თარგად უნდა იქცეს, რომ სამოსი სხეულს იდეალურად მოერგოს. უნდა შეირჩეს შესაფერისი ფაქტურის და ფერის ქსოვილი. თარგი გამოიჭრას და აიკინძოს. როგორც წესი, მაღალი მოდის ჩვენებისთვის სამოსის დეკორატიული ელემენტები მთლიანად ხელით სრულდება - მაქმანები, ფერადი თვლებით გაწყობა, ბეწვით ან ბუმბულებით მორთვა ძალზე შრომატევადი პროცესია, მაგრამ ამ შრომის შედეგად შექმნილი უზადო ტანსაცმელი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. მაღალი მოდის პოდიუმზე ნაჩვენები კოლექციების მიხედვით ყალიბდება მოდის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც შემდეგ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ყოველდღიურ სამოსშიც იმკვიდრებს ადგილს.
მოდის ინდუსტრია
მოდის ინდუსტრია

მოდის დიზაინერის პროფესია, გარდა შემოქმედებითი უნარებისა, მრავალი სხვა სფეროს ცოდნას, გემოვნებასა და საერთოდ, განათლებას მოითხოვს. ამ პროფესიის არჩევამდე, ალბათ, სასარგებლო იქნება საკუთარი ძალების მოსინჯვა სამოსის დიზაინის ასპარეზზე. ამისთვის შესაძლებელია ტრადიციული ესკიზების შექმნა და შემდეგ მათ საფუძველზე, მაგალითად სპექტაკლის პერსონაჟების კოსტიუმების დამზადება. მაგრამ შესაძლებელია უფრო სწრაფი მეთოდის გამოყენებაც. ძველი ჟურნალებიდან ან ბუკლეტებიდან ამოჭრილ ფიგურებს ფერადი ქაღალდების ან ქსოვილის ნარჩენებისგან ახალი სამოსი შეუქმნათ.
მოდის ინდუსტრია
მოდის ინდუსტრია

ფერადი თასმებით, მაქმანებით, ღილებით ან მძივის ბურთულებით მზა სამოსი დეკორატიულად გააფორმეთ, ხოლო შთაბეჭდილების გასაძლიერებლად თქვენს მიერ შექმნილ მოდელებს შესაბამისი გარემო მოუწყვეთ. შეიძლება, მიზანი დაისახოთ გარკვეული ეპოქის კოსტიუმის შექმნა, ან მისთვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენება თანამედროვე სამოსში. შესაძლებელია, აგრეთვე, თემატური, მსგალითად, საღამოს კაბების კოლექციის შექმნა. ამ მეთოდით სარგებლობა საშუალებას მოგცემთ სწრაფად იმუშაოთ და, ამავე დროს, გამოავლინოთ საკუთარი ფანტაზია და გემოვნება. ვინ იცის, იქნებ ბევრი თქვენგანისთვის ეს საქმიანობა მომავალში პროფესიად იქცეს.
მოდის ინდუსტრია

თავად თუ ისურვებდით მოგერგოთ დიზაინერის პროფესია

კი, ვფიქრობ კარგად ვუკარნახებდი მსოფლიოს მოდის ტენდენციებს.
არა, ეს საჩემო საქმე არ არის.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top