;

11 January 2012      Anch_Bey     Views 5958    
Category: Fun, Interesting

მარაო საჭირო ნივთია ზაფხულის ცხელ დღეებში. ქალბატონები მარაოს ინიავებენ და ასე იგრილებენ თავს. თუმცა, მარაოს ოდესრაც სხვა მრავალი დანიშნულებაც ჰქონდა. მოდით დავიწყოთ თავიდან. სად გაჩნდა მარაო?
მარაო


უძველეს http://angel.ge/index.php?do=addnewsდროში ჩინეთში ხმარობდნენ მრგვალ, სახელურიან მარაოს, რომელსაც უტივას ეძახდნენ. ბამბუკის მრგვალ ჩარჩოში ჩაწებებული იყო ქაღალდის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც ნახატით იყო შემკული. გასაშლელი მარაო ძალიან დიდი ხნის წინათ იაპონიაში წარმოიშვა. მას - სენსუს ეძახიან. ერთი სიტყვით მარაოს სამშობლო აღმოსავლეთია.
მარაო
მარაო


შუა საუკუნეების იაპონიაში ქალები მარაოთი სახეს იფარავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მარაო მათ ავი სულებისგან იცავდა. ასევე ითვლებოდა, რომ მარაოს დაქნევა დააფრთხობდა ავ სულებს. მარაოებით ცეკვა მთელი ხელოვნება იყო და მას იაპონიაში საგანგებოდ ასწავლიდნენ გოგონებს. იაპონიაში მარაოს მხოლოდ ქალები როდი იყენებდნენ,მას კაცებიც ხმარობდნენ. მაგალითად, ის სამურაებიწ წინამძღოლის ატრიბუტი იყო. ერთ-ერთ იაპონურ თეატრში კი ყველა მსახიობს, ქალსა თუ კაცს, სცენაზე გამოსვლისას აუცილებლად ხელში მარაო უნდა სჭეროდა. ამ საგანს იაპონელი ქურუმებიც იყენებდნენ რიტუალების დროს. დიდი ზომის მოხატული მარაოებით იაპონელები ოთახის კედლებსაც რთავდნენ.
მარაო

მარაო


ევროპაში მარაო XVI საუკუნეში ჩინეთიდან პორტუგალიელმა ვაჭრებმა შემოიტანეს. ის ფართოდ გავრცელდა ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში. იგლისში აკადემიაც კი შეიქმნა, სადაც მარაოს ხმარებას ასწავლიდნენ. ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა წესად შემოიღო, რომ ერთადერთი საჩუქარი, რომელიც ქვეშევრფომებს შეეძლობთ დედოფლისთვის მიემართად იყო მარაო. ამიტომ დედოფალ ელისაბედ ,,მარაოთა მფარველიც'' უწოდეს.
მარაო


მარაო განსაკუთრებით პოპულარული იყო ესპანეთში. ესპნაელი ქალი სახლიდან მარაოს გარესე არ გამოვიდოდა. აქ XVII-XVIII-სს-ში გაჩნდა ეგრედწოდებული ,, მარაოს ენა''. ქალები მარაოს მოძრაობით '''ესაუბრებოდნენ'' თავიანთ თაყვანლისმცემლებს. მარაოს თითოეული მოძრაობა რაღაცას აღნიშნავდა, მაგ., უკანა პიტრით მოსაუბრისკენ მიბრუნებული მარაო ,,არას'' ნიშნავდა.

მარაო სხვადასხვა ,ასალისგან მზადდებოდა. გასაშლელი მარაოს ,,ჩონჩხს'' ბამბუკის, კუს ბაკნის, სპილოს ძვლის და სხვა მასალებსგან ამზადებდნენ. ზედ აკრავდნენ აბრეშუმს, ქაღალდს, აფორმებდნენ ნახატით, მაქმანებით, ნაქარგობით, ბუმბულებით. ჩინელები და იაპონიელები ზედ წარწერებსაც ათავსებდნენ.
მარაო


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top