;
11 იანვარი 2012      Ann_J     1 კომენტარი     ნანახია 7374-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი
__________________________________________________________________

სიკვდილი კანალიზაციის მილისგან

2008 წელს ერთმა კანადელმა მამაკაცმა იპოვა თავისი მოპარული საფულე, რომელიც კანალიზაციის მილში იყო ჩავარდნილი. რა არ სცადა რომ საფულე ამოეღო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როდესაც პოლიციელმა დაინახა მამაკაცის მოქმედება გააფრთხილა, რომ ეს შესაძლოა ძალიან სახიფათო ყოფილიყო. კანადელი სახლში წავიდა მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა, მას ახალი გეგმა ჰქონდა შემუშავებული. ყველაფერი იმით დამთავრდა რომ მისი თავი საკანალიზაციო მილში აღმოჩნდა... გვამი ცოტა ხნის შემდეგ იპოვეს.
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი


სიკვდილი დეზოდორანტისგან

1998 წელს ჰიგიენისადმი გადაჭარბებულმა სიყვარულმა დაღუპა 16 წლის ამერიკელი მოზარდი. იგი იმდენად იყო ამ სიყვარულით შეპყრობილი, რომ დღეში მინიმუმ 2 დეზოდორანტს მაინც ისხამდა. მაშინაც კი, როდესაც მისი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, იგი არ წყვეტდა დეზოდორანტის მოხმარებას. მოზარდის მშობლები სულაც არ ფიქრობდნენ რომ ეს თავიანთი შვილისთვის მავნებელი იყო, მათი აზრით, სიწმინდე-ჯანმრთელობის გარანტია იყო.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდის სისხლი შეიცავდა 10 ჯერ მეტ მომწამლავ და მომაკვდინებელ ნივთიერებებს, ვიდრე ნორმაზე დასაშვებია.
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი


სიკვდილი დიდი წვერისგან

მე-16 საუკუნის ნახევარში იყო დაფიქსირებული გარდაცვალების ყველაზე აბსურდული შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო დიდი წვერისგან.
ავსტრიელ მამაკაცს სახელად განსს მოშვებული ჰქონდა თითქმის ნახევარი მეტრის წვერი. ის ძალზედ ამაყობდა ამით, მანამ სანამ მისი წვერი არ გახდა მისი შემთხვევითი სიკვდილის მიზეზი.
სოფელში სადაც ის ცხოვრობდა, გაჩნდა ხანძარი. სოფლის მცხოვრებნი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ რათა თავი გადაერჩინათ. სირბილის დროს განსმა ფეხი წამოკრა თავის წვერს, კისერი გადატყდა და გარდაიცვალა
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი


სიკვდილი მშიერი ცხვრებისგან

ფაქტობრივად ცხვრები ძალიან ნაზი და წყნარი არსებები არიან. მაგრარმ ეს მხოლოდ მაშინ როცა საუბარია, დანაყრებულ ცხვრებზე.
1999 წელს ამერიკელ ქალბატონს ბეტი სტობსს არ გაუმართლა. ბეტი გახლდათ ფერმერის ცოლი და 67 წლის ხანდაზმული ქალბატონი.
ერთ დღეს ბეტი თივის შესანახი მისაბმელიანი მანქანით ფერმიდან წამოვიდა, რათა მშიერი ცხვრის ფარა გამოეკვება. ღრმა ორმოსთან ახლოს ბეტი იძულებული გახლდა დაემუხრუჭებინა, სწორედ ამ დროს ცხვრებიც გამოჩდნენ და პირდაპირ მანქანაში დაიწყეს თივის ჭამა. მანქანამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და პირდაპირ ორმოში გადავარდა
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი

სიკვდილი ლითონის მავთულისგან

1999 წელი ფატალური აღმოჩნდა კიდევ ორი ინგლისელისთვის, რომლებიც ლითონის მავთულმა შეიწირა. ქალთა ბიუსტჰალტერი იყო დამზადებული ლითონის მავთულისგან. ახალგაზრდები სეირნობდნენ ლონდონის პარკში, სწორედ ამ დროს ცა მოიღრუბლა და დაიწყო ძლიერი ჭექა- ქუხილი. გოგონებმა თავი შეაფარეს დიდ ხეს, უეცრად იქუხა და ელვა პირდაპირ ლითონის მავთულს მოხვდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. მათი გვამები 15 საათის შემდეგ იპოვეს.
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი


სიკვდილი ვიდეო თამაშებისგან

ვიდეო თამაში ყოველთვის გასართობი საშუალება არ არის. მასზე დამოკიდებულებამ შეიძლება უამრავი თვალსაჩინო პრობლემა შეგიქმნათ. ამ ფაქტს 2005 წელს მომხდარი სამწუხარო ამბავი ადასტურებს.
ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ კორეადან ისე იყო გატაცებული ვიდეო თამაშით «Starcraft», რომ ინტერნეტ კაფეში ზედიზედ 50 საათი ითამაშა. (რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით მცირე შესვენებებს)
როდესაც მან თავი ცუდად იგრძნო. იგი სასწრაფო სამედიცინო მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. 28 წლის მამაკაცი გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი

7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი


სიკვდილი ნაგვისგან


ძმები ლენგლი და გომერ კოლაირები ნიუ იორკში საცხოვრებლად 1909 წელს გადმოვიდნენ ისინი დაახლოებით 20 წლისები იქნებოდნენ. დაზუსტებით ცნობილი არ არის ძმები ფსიქიკურად დაავადებულნი იყვნენ თუ უბრალოდ საშინლად ბინძური, მოუწესრიგებლები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მრავალი წლის განმავლობაში ისინი თავიანთ ბინაში აგროვებდნენ ნაგავს. ესენი იყო: გატეხილი ჭაღები, საბავშვო ეტლები, ძველი ფორტეპიანო და კიდევ ათასგვარი გამოუყებელი ხლამი. ბინის გასუფთავება მხოლოდ 180 ტონა ნაგვის გატანის შემდეგ მოხერხდა.

1930 წელს გომერ კოლაირი რევმატიზმის გამო ლოგინს მიეჯაჭვა. მისი უმცროსი ძმა ზრუნავდა მასზე, მანამ სანამ ერთ დღეს არ დაეცა ნაგვით სავსე უზარმაზარი კარადა.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ გომერს თავისი ძმის დახმარება არ შეეძლო, ის ვერც კი მოძრაობდა. გომერი შიმშილით გარდაიცვალა. პოლიციამ ისინი თავიანთ ბინაში რამოდენიმე კვირის შემდეგ, ნაგავში დამარხულნი იპოვეს

7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი
7 ყველაზე უგუნური და სულელური სიკვდილი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • m_a_n_ch_o თქვა:
    23 მარტი 2012 16:33 - ID: 1,
    სირბილის დროს განსმა ფეხი წამოკრა თავის წვერს, კისერი გადატყდა და გარდაიცვალა lol wink wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top