;
13 იანვარი 2012      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 7847-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



ფეისბუქზე წამოწყებული კამპანია Beautiful and Bald Barbie იმ ბავშვთა მშობლების მიერ წარმოებული კამპანიაა, რომელთა 'პატარა პრინცესებმა' მძიმე დაავადებებთან საბრძოლველად ქიმიური დასხივების გამო დაკარგეს თმა. გვერდის მოთხოვნაა მიაწოდოს ხმა ცნობილი თოჯინა ბარბის მწარმოებელ ფირმა Mattel-ს, რომ გამოუშვან და მასიურად აწარმოონ ბარბის ახალი მოდელი - თავხოტორა ბარბი (თმის გარეშე) სიმსივნეთი დაავადებული ბავშვების გასამხნევებლად!



იდეა წარმოიშვა მაშინ, როდესაც ავთვისებიან სიმსივნესთან საბრძოლველად ჩატარებული დასხივების შედეგად 4 წლის თმა დაცვენილმა ხენესის როდგირესმა მხოლოდ ერთ რამეზე დაიწუწუნა, რომ თავს ვეღარ გრძნობდა პრინცესად თმის გარეშე!

დიახ, სწორედ ეს გახლდათ პატარა ხენესისის სადარდელი, რომელიც ლონგ აილენდის საავადმყოფოს მძიმედ დაავადებულ ბავშვა ბლოკში თავის პატარა განუყრელ მეგობარ ბარბისთან ერთად მკურნალობდა.



აქიდან წარმოიშვა იდეა წამოეწყოთ კამპანია Beautiful and Bald barbie, მათი მიზანია გაამხნევონ ის პატარა პრინცესები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან! დაარწმუნონ, რომ მთავარია ცხოვრების თითოეული ლამაზი წამის დაჭერა და ბარბის გრძელი ქერა თმა არ განსაზღვრავს მშვენიერებას.


Bald Barbie - კამპანიამ უკვე საკმაო ყურადღება მიიქცია, ამ დროისათვის ის #1 ტრენდია,
კამპანიის მწაროებლებს იმედი აქვთ, რომ Mattel ყურად იღებს მათ თხოვნას და 2012 წელს განახლებული ბარბის მოდელი რეალურად გაახალისებს პატარა პაციენტების რთულ ცხოვრებას.



პატარა გოგონა ემილი - Brooke's Blossoms

ფეისბუქის გვერდი ამ კამპანიას უკვე 50,000-მდე მხარდამჭერი ყავს:
www.facebook.com/BeautifulandBaldBarbie

ფანების მიერ გაკეთებული პროტოტიპი, რომელიც იმედის ბარბად მოიხსენიეს.


ბარბის წარმოებაში არსებული მოდელები

Mattel-ის წარმოებულ ბოლო მოდელებს შეადგენენ ბარბები ტელე-შოუ Dancing with the Stars-ის შთაგონებით



და მოდელები საცურაო კოსტუმების დემონსტრირებისას, რომლებიც ითვალისწინებენ და
არ ჩაგრავენ არცერთი რასის წარმომადგენელ ქალბატონს







სპეციალური სერიები ეთნიკური ტიპაჟებით და ნაციონალური სამოსებით,
ასევე სხვადასხვა ეპოქისთვის დამახასიათებელი სამოსით.

ბარბის მოდელები საოცარი სიხშირით ახლდება, რატომ არ უნდა ვიხილოთ ასეთ მრავალფეროვან ასორტიმენტში უთმო ბარბები, რომლებიც რეალურად მეტ სარგებელს მოუტანენ თავიანთ პატარა მფლობელებს, ვიდრე რენესანსის ეპოქის და Dancing with the Stars-ის ტელეშოუს გმირების იდენტური ბარბები?











მხარს უჭერთ თუ არა ამ კამპანიას?

რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ!
არა, ვერ წარმომიდგენია ბარბი უთმოდ და რა საჭიროა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • Deka-) თქვა:
    6 იანვარი 2013 13:21 - ID: 1,
    :((((((((

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top