;
13 იანვარი 2012      Anch_Bey     0 კომენტარი     ნანახია 7669-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბერლინი

ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი ბერლინი მდინარე შპრეზზე მდებარეობს და მასში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ძველი გერმანული ტომები ამ ადგილას ძვ.წ. VIII-VII საუკუნეში დასახლდნენ. ამ ქალაქის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები კი XIII-საუკუნეში გვხვდება. ,,Bear'' გერმანულად დათვს ნიშნავს და ვარაუდობენ, რომ ამ სიტყვიდან წარმოსდგება ბერლინის სახელწოდება. სწორედ ამიტომ ბერლინის სიმბოლოს დათვი წარმოადგენს.
ბერლინი


ბერლინმა მრავალი აღმავლობა თუ განსაცდელი გამოიარა. ეს იყო პრუსიის, შემდეგ კი გერმანიის იმპერიის დედაქალაქი. 1920 წელს გამოვიდა კანონი, რომლის ძალითაც შეიქმნა ე.წ. ,,დიდი ბერლინი'' და მის შემადგენლობაში ირგვლივ არსებული მრავალი დასახლება შევიდა. ასე იქცა ბერლინი დიდ მეგაპოლისად.
ბერლინის ცენტრში დგას რაიხსტაგის შენობა, რომელიც 1884-1894 წლებში აიგო გერმანელი არქიტექტორის პაულ ვალოს პროექტით. ეს იყო იმ დროისთვის ტრადიციული, მკაცრი ევროპული არქიტექტურის ნიმუში. ამ შენობაში გერმანიის პარლამენტი იყო განლაგებული.

ბერლინი


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ რაიხსტანგი დანგრეული და გადამწვარი იყო. მის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი ლორდი ნორმან ფოსტერი. მან შენობის ძირითადი კორპუსი პირვანდელი სახით აღადგინა, გუმბათი კი სრულიად თანამედროვე ფორმით გადაწყვიტა.
ბერლინი

ბერლინის სიმბოლოდ ითვლება ბრანდენბურგის კარიბჭე, რომელიც 1789-1791 წლებში გოტარდ ლონგარსომის მიერ იყო დაპრიექტებული. ნიმუშად არქიტექტორმა ათენის აკროპოლისის პროპილეები აიღო.
ბერლინი

ბრანდბურის კარიბჭეს თავზე ედგა ქანდაკება - ოთხცხენიანი ეტლი ანუ კვადრიგა, რომელსაც გამარჯვების რომაული ქალღმერთი ვიქტორია მართავდა. 1871 წელს ნაპოლეონმა დაიპყრო ბერლინი და კვადრიგა პარიზში გადაიტანა. მაგრამ მისი ამარცხების შემდგომ გამარჯვების ქალღმერთი თავისი ეტლით კვავ დაუბრუნდა ბერლინს. სიახლე კი ამ ქანდაკებაში ის იყო, რომ ქანდაკებას დაემატა რკინის ჯვარი, რომელიც ქალღმერთს ხელში უჭირავს.
ბერლინი

ბერლინი


ბერლინი მუზეუმების ქალაქია. აქ ერთ ადგილას რამდენიმე დიდი მუზეუმია თავმოყრილი. ამ ადგილას ბერლინელები მუზეუმების კუნძულს ეძახიან. ამ მუზეუმებში დახულია სხვდასხვა დროისა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები. ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებაში შედის: ბოდეს მუზეუმი, პერგამონის მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ნაციონალური გალერეა და ძველი მუზეუმი.
ბერლინი

ბერლინი

ბერლინი

ბერლინი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top