;
29 იანვარი 2012      Medea♥     11 კომენტარი     ნანახია 18531-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ერიხ მარია რემარკი

ერიხ მარია რემარკი


ერიხ მარია (პაულ) რემარკი დაიბადა 1898 წლის 22 ივნისს ქალაქ ოსნაბურკში. მისი მშობლები მუშატა კლასს მიეკუთვნებოდნენ. 16 წლის ასაკში მან პირველად სცადა წერა: ესეების, პოემების და ასევე დაიწყო წერა პირველი რომანის „The dream room“, რომელიც გამოიცა 1920 წელს.

18 წლის ასაკში რემარკი გაიწვიეს ჯარში.1917 წლის 12 ივნისს ის გადაიყვანეს დასავლეთ ფრონტზე. 31 ივლისს ის დაიჭრა მარცხენა ფეხში, მარჯვენა მკლავში და კისრის არეში, ამირომ ის დააბრუნეს გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მან დარჩენილი დრო გაატარა.

როდესაც მან გამოაქვეყნა „დასავლეთ ფრონტი ისევ უცვლელია“, მაშინ მან დაიბრუნა თავისი ოჯახის ძველი გვარი, რომელიც მისმა ბაბუამ შეცვალა მე-19 საუკუნეში. მათი პირველი გვარი იყო Remarque. ერიხ მარია რემარკი მრავალი პრიფესიის იყო, მათ შორის ბიბლიოთეკარი, ბიზნესმენი, მასწავლებელი, ჟურნალისტი და რედაქტორი. მან პირველი გასამრჯელო მიიღო წერითი სამუშაოსთვის, როგორც ტექნიკურმა მწერალმა. 1927 წელს რემარკმა ახალი რომანი დაწერა „სადგური ჰორიზონტზე“, რომელიც სერიებად გამოუშვა შურნალში "Sport im Bild", სადაც თვითონ მუშაობდა. ეს რომანი წიგნად მხოლოდ 1998 წელს გამოიცა. მისი ყველა ცნობილი ნაწარმოები „დასავლეთ ფრონტი ისევ უცვლელია“ დაიწერა რამდენიმე თვეში 1927 წელს, მაგრამ რემარკმა მალე ვერ მოახერხა ეპოვნა გამომცემელი. რომანი 1929 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია ომის მიმდინარე და შემდგომი წლები. 1931 წელს, რომანის „გზა შინისაკენ“ დამთავრების შემდეგ, რემარკიმ დატოვა გერმანია. მან აგარაკი შეიძინა პორტი როკოში, შვეიცარიაში და ცხოვეობდა იქაც და საფრანგეთშიც ერთად 1939 წლამდე, შემდეგ მან დატოვა ევროპა და გაემგზავრა აშშ-ში ცოლთან ერთად. ისინი 1947 წელს ამერიკის მოქალაქეები გახდნენ.

1933 წლის 10 მაისს ნაცისტური პროპაგანტის მინისტრმა ჟოზეფ გოებელსმა საჯაროდ დაწვა რემარკის ნამუშევრები და განაცხადა, რომ რემარკი ფრანგი ებრაელი იყო და მისი ნამდვილი გვარი იყო კრამერი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა დამტკიცებული ზოგიერთ ბიოგრაფიაში შეხვდებით ამ ფაქტს. ნაცისტებმა ასევე განაცხადეს, რომ რემარკი აქტიურად არ მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში.


გამონათქვამები და ფრაზები წიგნებიდან:

„საშინელებაა, როცა არაფერი გაქვს რომ დაელოდო“
„ცხოვრება არ აპირებს, რომ გაგვხადოს სრულყოფილები, ვინც სრულყოფილია ის ეკუთვნის მუზეუმს“

„თქვენ შეიძლება იქცეთ მთავარანგელოზად, სულელად ან კრიმინალად-სულერთია,
ვერავინ შეამჩნევს ამას, მაგრამ როცა ღილი დაეკარგებათ-ყველა შეამჩნევს ამას“

"არაფერი არ მეორდება, ვმეორდებით ჩვენ"
"ძალაუფლება - ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე"
"ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხდება, იაფია"


1943 წელს ნაცისტებმა დააკავეს მისი და, რომელიც თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დარჩა გერმანიაში.
მისი შემდეგი რომანი „სამი მეგობარი“ მოიცავს წლებს ვაიმარის რესპუბლიკაში. რემარკის მეოთხე რომანი „Flotsam“ პირველად 1939 წელს გამოჩნდა ინგლისურად ნათარგმნი ჟურნალ Collier-ში. მისი კიდევ ერთი რომანი „ტრიუმფალური თაღი“ გამოქვეყნდა 1945 წელს ინგლისურ ენაზე, ეს წიგნი იყო კიდევ ერთი მესტსელერი, რომელიც წელიწადში თითქმის 5 მილიონი გაიყიდა.

1948 წელს რემარკი დაბრუნდა შვეიცარიაში, სადაც მან გაატარა დარჩენილი სიცოცხლე. აქ მან 7 წელი სიცარიელეში გაატარა, ეს იყო დრო ორ რომანს შორის, „ტრიუმფალური თაღის“ დაწერიდან 7 წლის შემდეგ მან დაწერა კიდევ ერთი შესანიშნავი რომანი „სიცოცხლის ნაპერწკალი“, რომელიც 1952 წელს გამოჩნდა, როგორც გერმანულად ასევე ინგლისურადაც. რემარკმა ასევე დაწერა რომანი სახელწოდებით „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“.
1955 წელს რემარკმა დაწერა სცენარი ავსტრიული ფილმის სახელწოდებით „უკანასკნელი აქტი“, ჰიტლერის უკანასკნელ დღეებზე, რომლებიც მან გაატარა ბერლინში, რაიხის კანცელარიის ბუნკერში, ეს ფილმი დაფუძნებულია წიგნზე „10 დღე სიკვდილამდე“, რომელიც დაწერა მაიკლ მუსმანომ.
1956 წელს რემარკმა დაწერა დრამა „სრული წრე“, რომელიც წარმატებით ითამაშეს, როგორც გერმანიაში ასევე ბროდვეიშიც. „ლისაბონის ღამე“ არის რემარკის ბოლო ნამუშევარი, გამოქვეყნდა 1962 წელს. ამ რომანის 900.000 ეგზემპლიარი გაიყიდა გერმანიაში.

ერიხ მარია რემარკი

გამონათქვამები და ფრაზები წიგნებიდან:
"ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებითა და ვალებით."
"ადამიანი დიადია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში.
ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც"

"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა."

"საოცარია,რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს."
"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს"
"ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა"
"ვერავინ გახდება ისე უცხო, როგორც ის ვინც გიყვარდა"
"გუშინდელი დღე დაკარგულია, ვერავითარი ცრემლი და ვედრება ვეღად დაგვიბრუნებს"



რემარკის პირველი ცოლი იყო მსახიობი Ilse Jutta Zambona, მათ 1925 წელს იქორწინეს. მათი ქორწინება მშფოთვარე და არასწორი იყო ორივე მათგანისთვის. განქორწინების შემდეგ, ისინი კვლავ დაქორწინდნენ 1938 წელს, ისინი კვლავ გაეყარნენ 1957 წლის 20 მაისს. რემარკმა მეუღლე მოიყვანა მომავალ წელს Paulette Goddard. მათი ქორწინება უშფოთველად მიდიოდა, მაგრამ რემარკი 1970 წლს 25 სექტემბერს 72 წლის ასაკში ლოკარნოსში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს შვეიცარიაში, რონკოს სასაფლაოზე. მისი მეუღლე გარდაიცვალა 1990 წელს, ისიც დაკრძალეს იმავე სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტს დაფინანსების სახით დაუტოვა 20 მილიონი დოლარი, ეს უნივერსიტეტი რემარკის საპატივსაცემოდ დაარსდა.

ერიხ მარია რემარკი

ერიხ მარია რემარკის შემოქმედება:

"სადგური ჰორიზონტზე" (Station am Horizont) (1927/28)
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Westen nichts Neues) (1929)
"გზა შინისაკენ" (Der Weg zurück) (1931)
"სამი მეგობარი" (Drei Kameraden) (1938)
"გიყვარდეს მოყვასი შენი" (Liebe Deinen Nächsten) (1940)
"ტრიუმფალური თაღი" (Arc de Triomphe) (1946)
"სიცოცხლის ნაპერწკალი" (Der Funke Leben) (1952)
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" (Zeit zu leben und Zeit zu sterben) (1954)
"უკანასკნელი სადგური" (Die letzte Station) (1956)
"შავი ობელისკი" (Der schwarze Obelisk) (1956)
"ზეცას არა ჰყავს ფავორიტები" (Geborgtes Leben) (1961)
"ლისაბონის ღამე" (Die Nacht von Lissabon) (1962)
"აჩრდილები სამოთხეში" (Schatten im Paradies) (1971)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • shmagi1 თქვა:
    11 ივნისი 2015 19:49 - ID: 11,
    სამი მეგობარი სად ვიშოვო? დამეხმარეთ

    ციტატა: nuciko
    უკვე რამდენი ხანია ვგიჟდები რემარკზე. თამამად შემიძია ვთქვა რომ მან კითხვა შემაყვარა. <33 "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" "3 მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი" მაქვს წაკითხული და ძალიან მინდა სხვების წაკითხვაც მაგრამ ქართუალდ ვერ მივაგენი ვერსად :/ დამეხმარეთ ამ სამის გარდა რომელია ნათარგმნიი მითხარით რაა :*

    სამი მეგობარ გაQვთ?

  • nuciko თქვა:
    28 ოქტომბერი 2014 22:18 - ID: 10,
    უკვე რამდენი ხანია ვგიჟდები რემარკზე. თამამად შემიძია ვთქვა რომ მან კითხვა შემაყვარა. <33 "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" "3 მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი" მაქვს წაკითხული და ძალიან მინდა სხვების წაკითხვაც მაგრამ ქართუალდ ვერ მივაგენი ვერსად :/ დამეხმარეთ ამ სამის გარდა რომელია ნათარგმნიი მითხარით რაა :*

  • Mari.♫ თქვა:
    11 დეკემბერი 2012 22:21 - ID: 9,
    სიტყვებით არ შემიძლია გამოვხატო ის სიყვარული,
    რასაც ამ კაცისა და მისი შემოქმედებისადმი ვგრძნობ.
    უბრალოდ ძალიან, ძალიან მიყვარს.

  • ნესი თქვა:
    6 ნოემბერი 2012 17:00 - ID: 8,
    მარი, ნასესხები სიცოცხლე სად იშოვე? ძალიან მინდა წავიკითხო და აცერთ ბიბლიოთეკაში არაა... იქნებ დამეხმაროთ ვინმე

  • Mari Glonti თქვა:
    14 აგვისტო 2012 16:44 - ID: 7,
    ნასესხარი სიცოცხლე,ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა მაქვს წაკითხულიდა ორივე ძალიან მომეწონა
    ახლა სამ მეგობარს ვკითხულუბ
    კარგი ნიუსია love

  • sharikaa თქვა:
    8 მაი 2012 18:59 - ID: 6,
    სამი მეგობარიი love

  • nanukaa თქვა:
    4 თებერვალი 2012 20:59 - ID: 5,
    ერიხ მარია რემარკი love love

  • kaki თქვა:
    1 თებერვალი 2012 00:05 - ID: 4,
    ვერავინ გახდება იმაზე უცხო ვინც გიყვარდა- ყველაზე მაგარი ფრაზაა ჩასაწვდომი

  • Medea♥ თქვა:
    31 იანვარი 2012 22:53 - ID: 3,
    Queen.M,
    სამიი მეგობარიი ჩემი საყვარელი წიგნია, ტრიუმფალურ თაღსაც მირჩევნია და საერთოდ ყველაფერს რაც კი წამიკითხავს. გირჩევ აუცილებლად წაიკითხო.

  • Ana-Rihanna თქვა:
    31 იანვარი 2012 19:21 - ID: 2,
    უმაგრესი მწერალია....ტრიუმფალურ თაღზე ვგიძდები უმაგრესი წიგნია და კიდევ სამი მეგობარი.......ძალიან შთამბეჭდავად წერს და მის ნაწარმოებეს შეუძლიათ ადამიანის სულში შეღწევა....... love love

  • maiko თქვა:
    31 იანვარი 2012 17:19 - ID: 1,
    Queen.M,
    უბრალოდ შოკი წიგნია შოოკიიი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top