;
29 იანვარი 2012      Sofia ϟ ♥     1 კომენტარი     ნანახია 4566-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

იოგა ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში.


იოგა ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში.


იოგას ხსენებაზე ადამიანთა უმრავლესობას თვალწინ შუშის ნამტვრევებზე მოსიარულე, ლურსმნებზე მძინარე ან მარყუჟად გამოკვანძული ადამიანი წარმოუდგება.სიმართლე გითხრათ, მეც, როცა შევიტყობდი, რომ ვინმე იოგით იყო დაკავებული, მყისვე შემახსენბდა თავს ის მოგონება, როცა ცირკში შუშებზე მოსიარულე, წარმოუდგენლად პლასტიკურ იოგებს პირდაღებული ვუყურებდი. თუმცა იოგა მხოლოდ მოქნილი სხეული როდია; სპეციალისტების მტკიცებით, ამ სისტემას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და უამრავი ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებისგან განკურნებაც შეუძია. ადამიანებიც, რომლებიც იოგას მისდევენ , ირწმუნებიან, რომ მისი წყალობით ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუმჯობესდათ.

რა არის იოგა ?

იოგა სათავეს ინდოეთიდან იღებს. ეს არის ერთგვარი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის - ბრაჰმანიზმის წიაღში ჩამოყალიბდა. სიტყვა ” იოგა ” ერთიანობას ნიშნავს და სულის, ხორცისა და გონების ჰარმონიულ ერთიანობას გულისხმობს. იოგები მიიჩნევენ , რომ ადამიანის სხეული, ისევე როგორც სული და გონება, არის ტაძარი , რომელიც სუფთად უნდა იყოს შენახული. იოგა არ არის მხოლოდ ვარჯიშების კომპლექსი . ეს ცხოვრების წესია, რომელიც უწინარეს ყოვლისა საკუთარ თავზე მუშაობას გულისხმობს. იოგას სისტემა რვა საფეხურისგან შედგება :

1) იამა - საერთო მოთხოვნები
2) ნიამა - თვითკონტროლი და დისციპლინა
3) ასანა - პოზა
4) პრანიამა - სუნთქვის კონტროლი
5) გონების გათავისუფლება გრძნობათა ზემოქმედებისგან.
6) კონცენტრაცია
7) მედიტაცია
8) ღრმა მედიტაციის შედეგად მიღწეული სრული ჰარმონია

იოგა ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში.


ადამიანმა, რომელიც იოგას მიჰყოფს ხელს, ყველა საფეხური თანმიმდევრობით უნდა გაიაროს . პირველ რიგში , უნდა უნდა გაეცნოს იოგას საერთო მოთხოვნებს , რომლებიც უმთავრესად მოყვასის სიყვარულსა და სიკეთის ქმნას ეფუძნება, მერე კი დისციპლინისა და თვითკონტროლის მეშვეობით შეეცადოს ამ მოთხოვნების შესრულება . მხოლოდ ამ ორი საფეხურის გავლის შემდეგ ეძლევა უფლება, გადავიდეს მესამე საფეხურზე ანუ ასანების შესრულებაზე. ეს არის ვარჯიშთა სისტემა , რომელიც , ტანვარჯიშისა და სხვა ფიხიკური აქტივობებისგან განსხვავებით, მოქმედებს არა მხოლოდ გარეგან კუნთოვან სისტემაზე, არამედ მთელ ორგანიზმზე. ამ ვარჯიშების შესრულებაში ადამიანის ყველა ორგანო მონაწილეობს, მათ შორის - თირკმელები, ღვიძლი , საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი , შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ტვინიც კი.

ასანების შესრულებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრანიამას - სუნთქვის კონტროლს. გამოცდილი იოგები ისე არიან დახელოვნებულნი, რომ შეუძიათ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის, აღელვებისა და დაძაბული ემოციური მდგომარეობის დროს თანაბარი , რიტმული სუნთქვა შეინარჩუნონ.

მეხუთე, მეექვსე, მეშივიდე და მერევე საფეხურები იოგის უმაღლესი საფეხურებია. როდესაც ადამიანი ზედმიწევნით ასრულებს პირველი ოთხი საფეხურის მოთხოვნებს, თავისთავად გადადის უმაღლეს საფეხურებზე - მდგომარეობაზე, როცა შესაძლებელია გრძნობებისა და აზრების მართვა, როცა ჩვენი გონება, სურვილები, ემოციები და ძალები ჩვენ გვემორჩილება.

იოგა ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • ninogogo თქვა:
    1 თებერვალი 2012 21:54 - ID: 1,
    მე დავდივარ იოგას სახლში და ძალიან მომწონს თან ძალიან ძვირიც არაა :) თუ ვინმეს გინდათ დაგეხმარებით სად უნდა მიხვიდეთ და თან ფასდაკლებებიც არის ხოლმე :) იოგას სახლი მოძებნეთ ფეისბუკზე და მოიწონეთ :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top