;
29 იანვარი 2012      MaRihanna     4 კომენტარი     ნანახია 10424-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

]ამსტერდამი ნიდერლანდების დედაქალაქია. მისი სახელწოდება ორი სიტყვისგან შედგება -- ამსტელი
და დამი.
ამსტელი იმ მდინარეს ქვია, რომელზეც ქალაქია გაშენებული, დამ კი ჰოლანდიურად დამბას
ნიშნავს. სიტყვასიტყვით ამსტერდამი ნიშნავს ''დამბა ამსტელზე''. [ დამბა - საგანგებო ნაგებობა, ჯებირი,
რომელიც წყალს აკავებს ]

ამსტერდამი/Amsterdam

არსებობს ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ორი მეთევზე ქალიშხალს ძლივს გადაურჩა და
ზღვამ ისინი სწორედ იმ ჭაობიან ადგილზე გამორიყა, სადაც მდინარე ამსტელი ზღვაში ჩაედინებოდა.
მათ ამ მდინარის ხეობაში პირველი დასახლება დააარსეს და ააგეს დამბა, რათა თავიანთი სახლები
წყალუცვი მდინარისა და ზღვის შემოტევისაგან დაეცვათ. ცნობილია, რომ XII ს-ში ამ ადგილას უკვე
მეთევზეთა საკმაოდ დიდი დასახლება არსებობდა. დროთა განმავლობაში კი ამსტერდამი დიდ
ქალაქად იქცა. XV ს-ში ის უკვე ნიდერლანდების დიდი სავაჭრო ქალაქია.
ამსტერდამი/Amsterdam

მდინარე ამსტელი ქალაქის ცენტრში მიედინება და მას არხებით ქსელავს, ამიტომაც ამსტერდამს
''ჩრდილოეთ ვენეციას'' უწოდებენ. არხებზე ულამაზესი ხიდებია გადებული, ხოლო არხების
გასწვრივ ჩამწკრივებულია უშვენიერესი სახლები, რომელთა ფასადები ამსტელის წყლებში
ირეკლება.
ამსტერდამი/Amsterdam

არსებობს ასეთი გამოთქმა -- ტიპიური ჰოლანდიური სახლი. დიახ, ამსტერდამში სწორედ
ასეთ სახლებს შეხვდებით. ესაა მაღალი სახლები, რომელთა ვიწრო ფასადებზე ბევრი ფანჯარაა
გაჭრილი. ფანჯრებს გარედან ხის დარაბები აქვთ, თუმცა ამ სახლების ბინადარნი პრაქტიკულად არ
ხურავენ მათ. თითქოს მაცხოვრებლებს სურთ, დარაბებზე არეკლილი მზის შუქი თავიანთ ბინებში
''შეიტყუონ''.
ამსტერდამი/Amsterdam

ჰოლანდიური სახლების ზედა ნაწილი კიბისებურად ვიწროვდება. ეს ნაწილი ხშირად შემკულია
რელიეფებით, ორნამენტებით, ქანდაკებებით. ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ ყვავილები. ისინი
თავიანთი სახლების ფასადებზე ფანჯრის რაფებზე ხშირად ბაღნარს აშენებენ.
ამსტერდამი/Amsterdam

ამსტერდამის დევიზი, დროშა და გერბი

ამსტერდამის დევიზია : ''ღირსება, სიმამაცე, თანაგრძნობა''. ეს სამი სიტყვა II მსოფლიო
ომში
ქალაქის მცხოვრებთა მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და სიმტკიცის აღსანიშნავად ამსტერდამის
დევიზად დაადგინეს ჰოლანდიელებმა. ამსტერდამის დროშასა და გერბზე გამოსახულია X-ის
ფორმის სამი ჯვარი, რომლებიც სიმბოლურად სწორედ ღირსებას, სიმამაცესა და თანაგრძნობას
განასახიერებს.
ამსტერდამი/Amsterdam

ჰოლანდია ცნობილია ქარის წისქვილებით. მათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენეს ქარის ძალა,
ააგეს კოშკურები, რომლებზეც უზარმაზარი ფრთები დაამაგრეს. ამ ფრთებს ქარი ამოძრავებდა და
ამით მიღებული ენერგიით იფქვებოდა ხორბალი, იხერხებოდა შეშა, ამ გზით ქაჩავდნენ წყალს,
დღვებდნენ კარაქს
და სხვ. ამსტერდამის ქარის წისქვილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ
1307 წლის დოკუმენტებში ვხვდებით. ცნობილია, რომ XVIII ს-ში ამსტერდამში 140 ქარის
წისქვილი იყო.
ამჟამად კი შემოგარენში მხოლოდ რამდენიმე ძველი ქარის წისქვილია
შემორჩენილი.

ამსტერდამი/Amsterdam

ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam

ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam
ამსტერდამი/Amsterdam

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

4


  • _KoLini_ თქვა:
    27 ივნისი 2013 11:54 - ID: 4,
    amsterdamiiiii rogor momwons request

  • yvelaze goimebi თქვა:
    2 ივნისი 2012 19:22 - ID: 3,
    მინდა ააქრა ლამაზია

  • Spain-Girl თქვა:
    31 იანვარი 2012 17:30 - ID: 2,
    მიყვარს ტიპიური ევროპული ქვეყნები,ჰოლანდია ამის ერთ-ერთი მაგალითია feel ძალიან ლამაზია,შენობები რომ ირეკლება წყალში..საინტერესო იყო,ძალიან მომეწონა !

  • mariamy_feria თქვა:
    31 იანვარი 2012 15:58 - ID: 1,
    ევროპა ძალიან მიყვარს,თითოეული ქვეტანა დახვეწილი და კულტურულად დატვირთულია love love ,პეტერბურგზე დადეთ რა,მე ძალიან მომწონს პეტერბურგი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top