;
30 იანვარი 2012      McMurphy     6 კომენტარი     ნანახია 22126-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


თუნდაც გალიაში ათასი სული ჩავსვათ, იგი მაინც გასართობ ადგილად ვერ გადაიქცევა.
ჰობსი

ღირსების მოპოვება საზოგადოებაში! ბატონებო, განა ეს არაფერია? ესაა უგუნურთა მოკრძალება, ბალღთა გაკვირვება, მდიდართა შური, ბრძენთა ზიზღი.
ბარნავი

დაყოვნება საქმეს შველის.
ენიუსი

მათ გულის შეხება სხვანაირად არ შეუძლიათ, თუ შეურაწყოფა არ მიაყენეს.
ერთი თამადროვე

ვნებათაღელვანი სხვადასხვაგავარი არიან; რამდენადაც უფრო ბნელია მათი სიღრმე, მით უფრო მიმზიდველნი არიან ისინი. პირქუში ცა ქარიშხალს გვაუწყებს.
ბაირონი, "დონ ჟუანი"

რომანი სარკეა, რომელშიც მთელი გზა ისახება.
სენ რეალი

სიყვარულს სათინურად ჰქვია "ამორ", სიყვარულიდან წარმოსდგეგა სიკვდილი, ხოლო უწინარეს ყოვლისა, გულისმღრღნელი კაეშანი, მწუხარება, ტირილი, ვერაგობა, სინდისის ქენჯნა.
სიყვარულის წიგნი

აჰ, როგორ ჰგავს სიყვარულის გაზაფხული აპრილის ცვალებად დღეს, რომელსაც ხან მზის ციმციმი აშუქებს, ხან მოულოდნელად ღრუბლები აბენელებს.
შექსპირი, "ორი ვერონელი"
ამონარიდები წიგნებიდან


ნუთუ გვამივით გადასაგდები გახდი, უსულო და უსისხლო ხალხო?
ეპისკოპოსის ქადაგებებიდან

ყოველდღიური წვრილმანი მოვლენები ვნებათღელვის ნამდვილ უბედურებას ფარავს.
ბარნავი

ზედმეტ თავისუფლებას ნუ მისცემთ სიყვარულს; უძლიერესი ფიცი ჩალას ჰგავს სისხლის ხანძარში.
შექსპირი, "ქარიშხალი"

ენა დამიანს იმისთვის მიეცა, რომ თავისი აზრი დამალოს.
ყოვლად ღირსეული მამა მალაგრიდა

მე მარტო ვარ დედამიწაზე, არავინ თავს არ იწუხებს ჩემთვის. ყველანი, ვინც ჩემს თვალწინ ბედნიერებას აღწევენ, ან ურცხვი ადამიანები არიან, ან კიდევ უგულონი. მე მათ არ ვგავარ. მათ მე ვძულვარ ჩემი გულკეთილობისთვის. მე მალე მოვკვდები ან შიმშლით, ან კიდევ იმით შეწუხებული, რომ ადამიანები ასეთი სასტიკნი არიან.
იუნგი

ღმერთო ჩემო, ჩვენუ=ი დრო რაღაც აღთქმის კიდობანია; უბედურება ეწვევა იმას, ვინც კიდობანს შეეხება.
დიდრო

ოდნავ ცოცხალ აზრს სიტლანქის ელფერი ადევს, იმდენად შეჩვეული ვართ გაცვეთილ გამოთქმებს. ვაი მას, ვინც რაიმე ახალ სიტყვას იტყვის.
ფობლასი
ამონარიდები წიგნებიდან

თვითკმაყოფილება საპატიებელია მხოლოდ სიჭაბუკის ასაკში, როცა იგი სასიამოვნო რამის გადაჭარბებას წარმოადგენს. მას უხედება სიყვარულის, მხიარულების, უზრუნველობის გამომეტყველება. მაგრამ თვითკმაყოფილება, შეერთებული გულდიდოდასა და სერიოზულობასთან, ისეთი უგუნერებაა, რომელიც მხოლოდ XIX საუკუნეშია შესაძლებელი. და ასეთ ადამიანებს რევოლუციათა ჰიდრის შებოჭვა სურთ.
"იოჰანისბერგი", პამფლეტი

სიყვარულო! რა სიგიჟეთა შორის არ ძალგიძს შენ სიამოვნების მონიჭება?
პორტუგალიელი მონაზვნის წერილები

აღტაცებული ვარ მისი სილამაზით, მაგრამ მისი ჭკუა მაშინებს.
პროსპერ მერიმე

განზრახული მაქვს, სერიოზული გავხდე. დროც არის, რაკი სიცილი დღეს სერიოზულ და ცოდვილ ხუმრობად ითვლება.
ბაირონი, "დონ ჟუანი"

და ეს ქალი გულახდილად მეუბნება იმას, ყოველივე წვრილმანს მიამბობს. მისი მშვენიერი, ჩემკენ მოპყრობილი თვალები გამოხატავს სიყვარულს, რომელსაც იგი სხვისდამი გრძნობს.
შილერი

ყოველი არსების პირველი კანონია თავის შენარჩუნება, ცხოვრების გაგრძელება. თქვენ ღვარძლს თესავთ და გგონიათ, პურის თავთავს მოვიმკითო.
მაკიაველი

თუ სიამოვნებაში გონიერებას და სიფრთხილეს შევიტან, ეს აღარ იქნება სიამოვნება.
ლოპე დე ვეგა

დამსახურება, ნიჭი, ღირსება არაფერს ნიშნავს! გახდით მხოლოდ რომელიმე წრის დამქაშები.
ტელემაკი

რაც უფრო პირქუშია ზეცა, მით უფრო ძლიერ ქარიშხალს გვიქადის იგი.
ბაირონი, "დონ ჟუანი"

აი, ჩვენი ცივილიზაციის მშვენიერი სასწაული! სიყვარული თქვენს ყოველდღიურ საქმიანობად აქციეთ.
ბარნავი

აბჟამად ბრძენი ვარ, ვიანიდან წინათ გიჟი ვიყავი. ოჰ, ფილოსოფოსო, რომელიც მხოლოდ მსწრაფლმავაკ მოცლენას ამჩნევ, რაოდენ ვიწროა შენი ჰორიზონტი! შენი თვალი იმისთვის არ გამოდგება, რომ ვნებათაღელვის ნიადაქვეში მუშაობა დაინახოს.
გოეთე
ამონარიდები წიგნებიდან


ამონარიდები სტენდალის შესანიშნავი რომანიდან " წითელი და შავი".

"... გლეხის ეშმაკობამ აჯობა მდიდარი კაციასას, რომელიც მას აგრერიგად როდი სჭირდება ცხოვრებაში."

" .. აი, როგორი ყოფილან ეს მდიდარი ადამიანები, ისინი ჯერ გამცირებენ და შემდეგ თქვენი გულის მონადირებას ცდილობენ რაღაც მაიმუნობით!"

" .. მღვდელმა ქალს სიყვარული ისეთ შემზარავ სურათად წარმოუდგინა, რომ ეს სიტყვა მას მხოლოდ გულისამრევ გარყვნილებად ეჩვენებოდა .. "

" .. თუ განზრახული გაქვთ ეპირფეროთ ამა ქვეყნის ძლიერთ, თქვენი საუკუნო დაღუპვა აუცილებელია... "

" ... საშინელი ბრძოლა ვალდებულობასა და მორცხვობას შორის იმდენად მტანჯავი იყო, რომ არაფრის შემჩნევა არ შეეძლო თავისი თავის მიღმა... "

" .. უნდა გამოვტყდე, მამაკაცები მეტად ტლანქები არიან. "

" .. უცებ თვალწინ საშინელი სიტყვა წარმოუდგა: მრუშობა. მისმა ფანტაზიამ ცოცხლად დახატა ყოველივე სისაძაგლე, რასაც უმდაბლესი გარყვნილება აჭდობს გრძნეულ სიყვარულს.."

" .. სულერი სიფაქიზე, ყოველი გაბოროტებული გრძნობის უქონლობა ხელს უწყობს ახალგაზრდული იერის შენარჩინებას. ლამაზ ქალებს ყველაზე ადრე სახე უბერდებათ. "

" .. ღმერთო ჩემო, ნუთუ ესაა ბედნიერება სიყბარული, და მეტი არაფერი?"
ამონარიდები წიგნებიდან


" .. – მაშ თქვენ მოდაში ყოფილხართ! .. "

" .. Optime ! - საუცხოაა. "

" .. შენ შურსა და ცილისწამებას გამოიწვევ. სადაც უნდა წაგიყვანოს განგებამ, შენს ამხანაგაებს მუდამ ეძულები, ხოლო თუ შენდამი ვითომდა სიყვარულს გამოიჩენენ, მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთ გიღალატონ. "

" .. ჭეშმარიტება ბავშვების პირით ღაღადებს. "

" .. როგორც ჩანს, განშორება უცილობლად ანადგურებს ყოველ ადამიანურ გრძნობას! "

" .. - შენ გეშინია! - უთხრა მას ქალმა, - მე კი წარბის შეუხრელად შევხდებოდი ყოველგვარ საფრთხეს ამქვეყნად. მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია მარტო დარჩენისა შენი წასვლის შემდეგ. "

" .. თქვენს ადგილას მე ცოტას ვილაპარაკებდი, უწინარეს ყოვლისა, არასოდეს ვილაპრაკებდი იმის შესახებ, რაც არ ვიცი. "

" .. ისინი იმდენად შეეჩვივნენ თავის გასართობად სხვების შეურაწყოფას, რომ ნამდვილი მეგობრები ვერ ეყოლებოდათ. "

" .. მდიდარი ადამიანები, რომელთაც კეთილშობილი გული შერჩენიათ, საქმეებში გართობას ეძებენ და არა შედეგებს, "


" .. თვით უგონიერსეი ინგლისელი ყოველდღე ჭკუაზე ცდება ერტი საათით: ამ ხნის განმავლობაში მას ქენჯნის თვითმკვლელობის დემონი, რომეიც ამ ქვეყნის ღმერთია. "

" .. ამრიგად, ბატონებო, ღქვენ მთელ სიცოცხლეს შიშში გაატარებთ, ხოლო ბოლოს გეტყვიან: ეს მგელი კი არა, მხოლოდ მისი აჩრდილი იყოო."

" .. დღეს ცივილიზაციამ შემთხვევა განდნდევნა, მოულოდნელობა აღარ არსებოსბს. რა უგუნურებაც უნდა ჩაგვადენინოს შიშმა, გვეპატიება. ესაა გადაგვარებული და მოსაწყენი საუკუნე! "

" .. არის ამბები, რომლიც არ იწერება .. "

" .. ის, ვისაც თავით უყვარს, უეჭველია, მეტ გონებას იჩენს, ვიდრე ის, ვისაც მთელი არსებით უყვარს, უეჭველია, მეტ გონებას იჩენს, ვიდრე ის, ვისაც მთელი არსებით უყვარს, მაგრამ პირველ შემთხვევაში აღფრთოვანების წუთები ნაკლბია; ასეთი ადამიანი თავის თავს კარგად იცნობს, თავის თავზე მსჯელობს განუწყვეტლივ; იგი არათუ თავგზას არ უკარგავს აზრს, იგი არსებობს აზრის შემწეობით. "
ამონარიდები წიგნებიდან

" .. ეჰ, ბატონო, რომანი სარკეა, რომელსაც შარაგზაზე ატარებენ. ის ხან ზეცის ლაჟვარდს ასახავს, ხან გზის ტალახს და ჭაობს. "

" ... – დაიხსომეთ, რო მ ადამიანი თავის გულს იშველიებს, როცა რაიმე სისულელეს სჩადის. "

" .. გახსოვდეთ თქვენი საუკუნის დიდი პრინციპი: იყავით იმის საწინააღმდეგო, რასაც თქვენგან ელიან. "

" .. ხომ არ მოსწყინდა მას სათნო ქალის როლის თამაში და იმიტომ ხომ არ არის ბოროტი, რომ უბედურია? "


" .. –მაშ თქვენ არა მარტო თავს აწონებს იმ ქალს, არამედ კიდეც გეზიზღებათ იგი. "

" .. ვინც თავს იმართლებს იგი მტყუანია. "

" .. მაშნ ბედნიერი ვიყავი ... თვით არ მესმოდა ჩემი ბედნიერება!"

" .. მან სიკვილი დაინხა მთელი მისი სიმახინჯით. სულგრძელობისა და კეთილშობილების ყველა ილუზია გაქრა, როგორც ღრუბელი ქარიშხლის წინ."

" .. მართლაც, მე თავს უფრო ბედნიერად მაშინ ვგრძნობ, როცა მარტო ვრჩები, ვიდრე მაშინ, როცა ეს ლამაზი ქალი ჩემს მარტოობას ინაწილებს. "

" .. შენი მოდგმის სასახელოდ ზეცას მამაკაც უნდა გაეჩინე. "


" .. როცა შენ გხედავ, ყველა ვალდებულება ქრება, მე მხოლოდ შენს სიყვარულად ვიქცევი. არა, სიტყვა სიყვარული მეტად სუსტია; მე შენ მიმართ იმას ვგრძნობ, რასაც მხოლოდ ღვთისადმი უნდა ვგრძნობდე: მოკრძალებას, სიყვარულს, მორჩილების შეზავებას... მართალი გითხრა, არ მესმის რა შთაგონებას იწვევ ჩემშ... "

" .. ზიზღს ჩვეულებრივ გააფთრებული სიძულვილი მოსდევს. "

" .. ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემენ, მხოლოდ ოინბაზები არიან. "

" .. მე მიყვარს ჭეშმარიტება... სად არის იგი? ყველგან ფარისევლობა, ან საუკეთესო შემთქვევაში თაღლითობაა გამეფებული, თვით სათნო, თვით დიდი ადამიანების წრეში! არა, ადამიანს არ შეუძლია ადმიანს ენდოს! "

" .. მე რაღა დამრჩება, თუ საკუთარი თავი შემზიზღდება? "

" .. თუმცა საზოგადოებრივი აზრის ბატონობა თავისუფლებას ქმნის, მაგრამ ნაკლი ის არის, რომ ის ყველაფერში ერევა; მაგალითად კერძო ცხოვრებაში... "

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • Mari Glonti თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:38 - ID: 6,
    good job love

  • ivi თქვა:
    5 ივლისი 2012 20:24 - ID: 5,
    15 წუთის წინ დავამთავრე წითელი და შავის კითხვა. ისე ცუდად ვარ არ ვიცი მგონი მოვკვდები!!! გაბრუებული ვარ, შთაბეჭდილებების ქვეშ!!!! ღმერთო ღმერთო ღმერთო!!!

  • ivi თქვა:
    12 მაი 2012 21:54 - ID: 4,
    წითელ და შავში ყველა თავს წინ პატარა ამონარიდი უძღვის სხვადასხვა წიგნიდან და თავიდან სულ ის ფრაზები იყო ვიცანი love კარგი იყო <3

  • მარი ) თქვა:
    1 თებერვალი 2012 22:25 - ID: 3,
    ხშირად დადე ასეთი აზრიანი სიახლეები .. ძალიან მომეწონა ამონარიდებიც, ფრაზებიც, სურათებიც .. სიმღერაც სწორად გქონდა შერჩეული .. ბოლომდე ჩაწვდა ხასიათს ... მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ... love

  • anano = ) თქვა:
    1 თებერვალი 2012 18:32 - ID: 2,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top