;

1 February 2012      NiNi_N     Views 1440    
Category: Fun, Interesting

როკის აღორძინება ნაწ. 2
იხ. ნაწ. 1

როკ მუსიკის კლასიკოსები

ადრეული როკენროლის ვარსკვლავი ლითელ რიჩარდი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ბილ ჰეილისთან ერთად შესრულებული "Rock Around The Clock"- ის შემდეგ. რითმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავმა ფეთს დომინომ თავისი კარიერა, როგორც პიანისტმა, დაიწყო ნიუ-ორლეანის იაფფასიან ღამის კლუბში, სადაც მას კვირაში 3 დოლარს უხდიდნენ.

ასევე აღსანიშნავია ჯერი ლი ლიუსი, რომლის მშობლებმაც 1949 წელს საკუთარი სახლი დაანგრიეს იმის გამო, რომ 16 წლის ნიჭიერი შვილისთვის ფორტეპიანო ეყიდათ. შვიდი წლის შემდეგ ჯერი და მისი მამა კვერცხებით ვაჭრობდნენ, რათა შეეგროვებინათ მემფისში წასასვლელი ფული, სადაც მან ჩაწერა "whole Lotta Shakin 'Goin' On". დღეისთვის როკის კლასიკად აღიარებული სიმღერა, იმ დროისთვის ბევრ ამერიკულ რადიოზე აკრძალული იყო მისი ვულგარული ხასიათის გამო.




"ვულგარობა" - ამ სიტყვას ხშირად იყენებდნენ, როდესაც მოიხსენიებდნენ ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ბილ ჰეილის "Rock Around The Clock" - ამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე მემფისში საკუთარი ფირფიტა ჩაწერა. სამი წლის შემდეგ, კერძოდ კი 1956 წლის მარტში მისმა ჰიტმა "Heartbreak Hotel" დაიპყრო ყველა ჩარტი. ერთ თვეში 40 მილიონი ამერიკელი ტელევიზორიდან უსმენდა მის სიმღერას. ახალგაზრდა ამერიკელები ეთაყვანებოდნენ მას, ხოლო უფროსი თაობა "ეშმაკად", "სოფლელად" და "ცხიმიანი თმის მქონე მანიაკად" მოიხსენიებდა. ეს ახალგაზრდა ელვის პრესლი გახლდათ. ელვისი როკენროლის უდავო მეფედ იქცა. მისი ჰიტები: "Jailhouse Rock", "Hound Dog", "All Shook Up" და ბალადები "Love me Tender", აგრეთვე "Can't Help Falling in Love" დღეს როკენროლის კლასიკადაა აღიარებული. მისი ფილმების სანახავად კინოთეატრებში ათასობით ადამიანი დადიოდა. 1977 წელს, ელვის პრესლის გარდაცვალების შემდეგ, მილიონობით ადამიანს ეგონა, რომ როკენროლის უდიდესი ერა დასასრულს მიუახლოვდა.



ბრიტანული როკი

წამყვანი მუსიკალური გაზეთის "Rolling Stone"- ის სიტყვებით "The Beatless"- ის ჟღერადობაში თავს იყრიდა ჩაკ ბერის, ლითელ რიჩარდისა და ელვისის როკის რითმი,"The Beach Boys"- სა და "The Everly Brothers"- ის ვოკალური ჰარმონია და ბადი პოლის რომანტიკა.

"The Beatles"- მა გზა გაუხსნა ისეთ ლივერპულელ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ ბილი ჯეი კრამერი, სალა ბლეიქი, ჯგუფებს "Gerry And The Peacemakers", "Freddy And The Dreamers"- ს. ბრიტანული როკ-მუსიკის წამყვანი ჯგუფები გახდნენ, ასევე: "The rolling Stones", "The Yardbirds" "The Hollies", "The Searchers", "The Kinks" და სხვები.

როკის აღორძინება ნაწ. 2
პროგრესული როკი

ოსტატურად დამუშავებულ როკის aმ სახეობას პროგრესული როკი ჰქვია რომელიც მიმართულია მოსასმენად და სანახავად და არა საცეკვაოდ. ისეთი ჯგუფები როგორიცაა "Pink Floyd" და "Genesis" ქმნიან ძლიერ, საუკეთესოდ შესრულებულ და ზოგჯერ დრამატულ მუსიკას. მათი ცოცხალი კონცერტები, ოსტატურად დამუშავებული ხმისა და განათების სისტემის გამოყენებით, ეფექტურ შოუებს წარმოადგენენ. სხვა ჯგუფები მაგალითად: "Cream" კომპლექსური მუსიკის ნაცვლად, ამჯობინებს თავიანთი ინსტრუმენტალისტების ხმამაღალ და გახანგრძლივებულ იმპროვიზაციებს. როკის ამ სტილს მძიმე მეტალი ეწოდება და მისთვის დამახასიათებელია ელექტროგიტარის ძლიერი ჟღერადობა, ასეთი სტილის როკს ქმნის ჯგუფი "Led Zeppelin".




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top