;
3 თებერვალი 2012      marypickford     4 კომენტარი     ნანახია 4488-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

"American Beauty"


კევინ სპეისის გმირის სახელი ლესტერ ბარნჰემი ნაბოკოვის რომანის „ლოლიტას“ მთავარი პერსონაჟის
ჰუმბერტის ანაგრამაა
(Lester Burnham = Humbert Learns.)

ხოლო მინა სუვარის გმირის გვარი "ჰეისი" კი ლოლიტას გვარის – ჰეიზის.

ფილმის პოსტერზე გამოსახული გოგონას ხელი და მუცელი სულაც არ არის მინა სუვარის,
სინამდვილეში ეს მსახიობი და მოდელი ქლოე ჰანტერია.

"American Beauty"


ანჯელა ჰეისის როლი შესთავაზეს კირსტენ დანტს, თუმცა მან როლზე უარი თქვა.

ლესტერ ბარნჰემის როლზე მოსინჯული იყო ჯეფ დანიელსი.

ჯეიკ ჯილენჰოლი მოსინჯული იყო რიკი ფიტზის როლზე.

ფილმში ლესტერის სამუშაო მაგიდასთან ჩანს წარწერა „შეხედე უფრო ახლოდან’ (look closer), რომელიც უბრალოდ დეკორაციის ნაწილი იყო, ფილმის რედაქტირებისას რეჟისორმა სემ მენდესმა ეს წარწერა შეამჩნია და იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა ეს სიტყვები ფილმის პოსტერზეც ყოფილიყო, რაც შემდგომ ფილმის ქვესათაურადაც იქცა.

"American Beauty"


ფილმის პოსტერზე გამოსახული ვარდი და ქვესათაური "look closer" გულისხმობს ვარდის იმ სახეობას, რომელიც სილამაზისა და სასიამოვნო შესახედაობის მიუხედავად მიდრეკილია ფესვებისა და ღეროების ლპობისაკენ. ამგვარად, ქვესათაური „look closer“ მაყურებელს იმაზე მიუთითებს, რომ ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრების მიღმა შეიძლება სიყალბე და სიბინძურე იმალებოდეს.

ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა პირადად გაუწია რეკომენდაცია სემ მენდესს, რომ ეს ფილმი გადაეღო.

"American Beauty"


სცენა, რომელშიც ლესტერი აპლიკაციას ავსებს Smiley Burger –ში გამყიდველის პოზიციაზე, სინამდვილეში ღამით არის გადაღებული, ამის გამოა, რომ ლესტერსა და ბურგერის თანამშრომელს სახეზე ჩრდილები არ ეცემათ.

სემ მენდესმა შექმნა გოგონების ორი სახე, რათა ფილმის კურსი შეეცვალა, ფილმის მსვლელობისას თორა ბირჩის გმირი (ჯეინი) უფრო და უფრო მცირე მაკიაჟს იყენებს, ხოლო ანჯელას (მინა სუვარი) მაკიაჟი კი თანდათანობით მკვეთრდება. ამით რეჟისორს უნდოდა გამოეხატა, თუ როგორ ეცვლებათ ფილმის მსვლელობისას გოგონებს საკუთარ თავზე წარმოდგენა.

უშუალოდ სემ მენდესმა გადაიღო სცენა, როდესაც რიკი თავის სამოყვარულო კამერას
მოაახლოვებს, რათა სარკის ანარეკლში ჯეინის ღიმილი დაინახოს.

"American Beauty"


უეს ბენტლი პირველი მსახიობი იყო, რომელიც რიკის როლზე მოისინჯა, მას სთხოვეს ეთამაშა სცენა, როდესაც რიკი თავის რეაქციას ხსნის ცელოფნის პარკის დანახვისას. იმის მიუხედავად, რომ კასტინგის დირექტორს სცენარი უამრავჯერ ჰქოდა წაკითხული, მან მხოლოდ ბენტლის მოსმენისას იგრძნო, რომ ამ სიტყვების ნამდვილ არსს ჩასწვდა.

ფილმის სცენარისტი ალან ბოლი ნიუ იორკში სავაჭრო ცენტრთან იჯდა, როდესაც დაინახა თუ როგორ დააქროლებდა ქარი ქაღალდის პარკს, რამაც შთააგონა, რომ დაეწერა სცენარი, რომელშიც მსგავსი სცენა იქნებოდა.




სცენა როდესაც ანეტ ბენინგის გმირი ყვირილს იწყებს, მაშინ როდესაც სახლის გაქირავებას
ვერ მოახერხებს, მხოლოდ ერთი დუბლით გადაიღეს.



სემ მენდესმა მთავარი როლებისთვის თავიდანვე აარჩია ანეტ ბენინგი და კევინ სპეისი,
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ლესტერის როლი ტომ ჰენკს შესთავაზეს.

ჯეინის როლი უნდა ეთამაშა ჯესიკა ბილს, მაგრამ იმის გამოს, რომ „მე–7 ცის"
პროდიუსერთან კონფლიქტი ჰქონდა, როლზე უარის თქმა მოუწია.

ანჯელას როლი შესთავაზეს სარა მიშელ გელარს, ბრიტანი მერფის და კეიტი ჰოლმსს,
მაგრამ სამივე მათგანმა როლზე უარი თქვა.

სცენა, როდესაც კევინ სპეისი მარიხუანას ეწევა და მღერის სიმღერაზე „American woman ” მთლიანად მისი იმპროვიზაციაა.




სცენაში, სადაც ლესტერი სატაცურს კედელზე მიანარცხებს, ანეტ ბენინგისა და თორა ბირჩის რეაქციები სრულიად ბუნებრივია, რადგან სცენარის მიხედვით კევინ სპეისს ის იატაკზე უნდა დაენარცხებინა



იმის გამო, რომ თორა ბირჩი (ჯეინი) ფილმის გადაღებისას 17 წლისაც კი არ იყო, სცენა, სადაც ის ნახევრად შიშვლდება, მის მშობლებთან შეათანხმეს. ამ სცენის გადაღებებს ბაშვთა შრომის უფლებების დამცველთა წარმოამდგენლებიც კი ესწრებოდნენ.

"American Beauty"


ასევე გადაიღეს მინა სუვარის სცენები, სადაც ანჯელა ვარდის ფურცლებშია გახვეული. ამ სცენის გადაღებებს მისი მშობლებიც ესწრებოდნენ.


კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

4


  • Trigger თქვა:
    3 თებერვალი 2012 20:15 - ID: 4,
    ლეგენდარული ფილმია

  • natianatia თქვა:
    3 თებერვალი 2012 14:23 - ID: 3,
    amas winat vuyure kargi filmia

  • mcaree თქვა:
    3 თებერვალი 2012 12:09 - ID: 2,
    სპეისი უძლიერესი მსახიობია ამის იუჟუალ სასპექთს მაგრად მევასება.აი უძაანმაგრესია

  • ANGEL თქვა:
    3 თებერვალი 2012 04:57 - ID: 1,
    მართლაც ერთერთი დასამახსოვრებელი ფილმია.. მომეწონა ეს სიახლე მართლაც საინტერესო იყო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top