;
5 თებერვალი 2012      Medea♥     7 კომენტარი     ნანახია 3478-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სნოუბორდი / Snowboarding

სნოუბორდი/Snowboarding

1929 წელს ავსტრალიელმა ჯეკ ბერშეტმა ფანერისაგან გამოჭრა დაფა და მასზე სპეციალური სარტყელები დაამაგრა ფეხის დასაჭერად. დაეშვა თუ არა ის მთიდან, უცნობია.

ყველაფერი 1963 წელს დაიწყო, როცა ტომ სიმსმა თავისი პირველი სნოუბორდი გააკეთა. თავიდან ის სკეიდბორდის დაფის გამოყენებას ცდილობდა. მაშინ ხალხი სნოუბორდს სერიოზულად არ უყურებდა და ვერც კი წარმოდგენდნენ, რომ მალე ძალიან პოპულარული გახდებოდა. ამის მიუხედავად ტომმა სნოუბორდის დაფების დამზადება და განვითარება მაინც გააგრძელა, მალე კი მათი გამოშვება და გაყიდვაც კი შეეძლო. ამის შემდეგ სნოუბორდი ნელ-ნელა დაიხვეწა, შეიცვალა დაფის ფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სნოუბორდი / Snowboarding
თანამედროვე სნოუბორდი 1965 წელს შეიქმნა. ახალგაზრდა სერფერმა შერვინ პოპენმა ავადმყოფობის გამო ზაფხულის სეზონის თამაშები გამოტოვა და გადაწყვიტა, ზამთარში გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ასე შეზლო მან სერფინგი ზამთარში გადაეტანა, მაგრამ ამჯერად ტალღების მაგივრად, თოვლზე სრიალი აჩვენა ხალხს.
სნოუბორდი / Snowboarding
1987 წელს სნოუბორდისტების ჯგუფმა და დეივ ელდენმა გამოუშვეს პირველი წიგნი სნოუბორდის ინსტრუქტორებისთვის.
1994 წელს სნოუბორდი ოლიმპიურ თამაშებში შევიდა.
2000 წელს ამ სპორტის მიმდევართა რაოდენობამ მხოლოდ ამერიკაში 7 მილიონს გადააჭარა.
სნოუბორდი / Snowboarding
ეს უნდა გაითვალისწინოთ!
თუ სნოუბორდის დაფის ყიდვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა გაფრთხილდეთ და სწორად შეარჩიოთ ის. მის საყიდლად კომპეტენტური ადამიანი წაიყვანეთ. აუცილებლად შეიძინეთ დამცავი საშუალებები, რათა სხეულის სერიოზული დაზიანება აიცილოთ თავიდან, რადგან ტრამვები ამ სპორტს ხშირად ახლავს თან. ასევე სპეციალური ფეხსაცმელი უნდა შეიძინოთ, შეამოწმეთ, ის კარგად უნდა იჯდეს თქვენს ფეხზე.
თუ დამწყები ხართ, ისეთი დაფა იყიდეთ, რომელიც ფრისტაილისთვისაა განკუთვნილი, მისი ფასი საშუალოდდ 300-დან 150-დოლარამდეა.
სნოუბორდი / Snowboarding
სტილი

ფრისაიდი- ეს ყველაზე თავისუფალი სტილის სნოუბორდში, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ილეთი გააკეთო. ის ყველაზე პოპულარულია და ბევრი დაფა სპეციალურად მხოლოდ ამ სტილისთვისაა შექმნილი.
ფრისტაილი- ეს კი ექსტრემალების საყვარელი სტილია. აქ ყველაზე მიმზიდველი ილეთები ჰაერში კეთდება.
ფრიკარვი-ამ სტილში ყველაზე მთავარი სისწრაფეა.
10 საუკეთესო ადგილი სნოუბორდის მოყვარულთათვის
1. უისპლერი-კანადა
2. რე-არკი- საფრანგეთი
3. მამოტის მთა- კალიფორნია
4. შამონი-საფრანგეთი
5. ლეიკ ლოჯი- კანადა
6. მორზინი- საფრანგეთი
7. მაირჰოფენი- ავსტრია
8. ლივინო- იტალია
9.ტინი- საფრანგეთი
10. ნისეკო- იაპონია

სნოუბორდი / Snowboarding

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • demuka თქვა:
    6 თებერვალი 2012 21:48 - ID: 7,
    კაი რო ვიცოე სრიალი:D

  • dobi_do თქვა:
    6 თებერვალი 2012 20:11 - ID: 6,
    წელს დავდექი სნოუბორდზე, ჩემით, ტრენერის გარეშე და რავი სამდგიანი პრაკტიკის კვალობაზე, მგონი ნორმალურად ვსრიალებ: ))) request love

  • DKatsarava თქვა:
    6 თებერვალი 2012 13:28 - ID: 5,
    მაგარია სნოუბორდი:)

  • sun თქვა:
    6 თებერვალი 2012 12:28 - ID: 4,
    ოდესმე აუცილებლად უნდა დავდგე სნოუბორდზე love

  • ninikoo თქვა:
    5 თებერვალი 2012 22:13 - ID: 3,
    love

  • sallyq. თქვა:
    5 თებერვალი 2012 21:52 - ID: 2,
    ლიჟებზეც დადეთ რაა .. love love love

    Skiing :////////////////

  • queen spears თქვა:
    5 თებერვალი 2012 21:35 - ID: 1,
    მაგარია მე მომწონს ეს სპორტი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top