;

6 February 2012      anano-anano     Views 3577    
Category: Fun, Interesting

მომღერალმა ადამ ლამბერტმა,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პროექტით «American Idol»-ის მეშვეობით გახდა ცნობილი,სიამაყით განაცხადა,რომ იგი ლეგენდარული Queen-ის ახალი სოლისტი იქნება.

საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს განცხადება,ზოგს კი არც გაჰკვირვებია,რადგან აქამდეც ხშირად გამოსულა ადამი ჯგუფთან ერთად სხავდასხვა კონცერტებზე.

Adam Lambert-Queen's new singer

ყველაფერი დაიწყო იმით,რომ არსებობდა ჯგუფი ,,smile'',რომლის შემადგენლობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ეს ხდებოდა იქამდე,სანამ გამოჩნდა ჯგუფის ნამდვილი ლიდერი ფრედი მერკური. მან ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა ,,Queen''. ამის შემდეგ ,დაიწყო მათი ოქროს ხანა. ჯგუფი ნამდვილ ლეგენდად იქცა,რასაც ბევრი ფრედი მერკურს და მის ვოკალს უმადლის. ამ ჯგუფს ჰქონდა გამორჩეული ენერგეტიკა.

როდესაც ფრედი გარდაიცვალა,ჯგუფი დატოვა ჯონ დიკონმა.-,,რა აზრი აქვს გაგრძელებას.ფრედის შეცვლა შეუძლებელია''

Adam Lambert-Queen's new singer

ჯგუფში დარჩენილი წევრები კი ცდილობდნენ ,არ გაჩერებულიყვნენ. თუმცა მალევე გამოჩნდა ,რომ ფრედი ნამდვილად აკლდა ჯგუფს.
ფრედის მიერ შესრულებულა ჰიტებმა «The Show Must Go On», «We Will Rock You», «We Are the Champions» , «Radio Ga Ga» მთელი მსოფლიო გააოცა.


Adam Lambert-Queen's new singer

ეს იყო 70-იანებში,დღეს კი გამოჩნდა ადამ ლამბერტი.

Adam Lambert-Queen's new singer

როგორც მომღერალი ამბობს,ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა. თუმცა იგი თვლის რომ,ვერასდროს გახდება საზოგადოებისთვის ფრედის შემცვლელი.თუმცა მისი ფანები ასე არ თვლიან. მათი აზრით ადამსა და ფრედის შორის ნამდვილად არის მსგავსება.

1.ორივეს შესანიშნავი ვოკალი აქვთ
2.ორივე ეპატაჟურია
3.ორივე ბისექსუალია


Adam Lambert-Queen's new singer

შეცვლის თუარა ადამი ფრედის და შესძენს თუ არა ახალ სიცოცხლეს იგი ჯგუფს,გამოჩნდება 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტურნეში,რომელსაც ჯგუფი ქვინი გამართავს მსოფლიოს გარშემო

ზოგისთვის ეს პატივია,ფრედის ფანებისთვის კი ერთი რამს ცხადია - ,,ფრედის გარეშე ეს უკვე ქვინი არაა ''

ადამი ასრულებს The Show Must Go On, We Will Rock You, We Are the Champions



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top