;

7 February 2012      ნუციკო     0 Comments     Views 8038    
Category: Fun, Interesting

გაბრიელ კოკო შანელი - მსოფლიო მოდის ლეგენდა

მხოლოდ ერთი სიტყვა - Chanel, ეს არის სინონიმი ელეგანტურობის, ფუფუნების და უნიკალურობისა.
გარდა ამისა, ეს სიტყვა საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია. ბევრისთვის Chanel ითვლება, როგორც მოდის კულტურა. ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის "L'Expansion" გამოკითხვით შანელი ფრანგების ყველაზე საყვარელი ბრენდია. მაგრამ როგორ მოახერხა კოკომ მწვერვალების დაპყრობა, მოდის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა, როგორ იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდარულ პიროვნებად, საკუთარი კომპანიისგან კი შექმნა ნამდვილი მოდის იმპერია - ეს ყველაფერი ნიჭის, დაუღალავი შრომის და სწორი ინტუიციის შედეგია.

"თქვენ კარგად იცით, რომ ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს, თუ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ გაზრდაში" - ასეთი იყო კოკოს ცხოვრებისეული ფილოსოფია.

გაბრიელი დაიბადა საფრანგეთის პატარა ქალაქ - სამურში 1883 წლის 19 აგვისტოს. 6 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა მამამ კი მიატოვა ბავშვები რის გამოც მოხვდნენ ბავშვთა სახლში. როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა ტანსაცმლის მაღაზიაში მოეწყო სამუშაოდ, თავისუფალ დროს კი უყვარდა კაბარეში სიმღერა. მისი საყვარელი სიმღერები იყო - "Ko Ko Ri Ko" და "Qui qua vu Coco",

სწორედ აქედან მოდის მისი ზედმეტსახელი Coco.
Gabrielle Coco Chanel
ერთ-ერთი გამოსვლის დროს კოკომ გაიცნო ოფიცერი Étienne Balsan ვისთან ერთადაც გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. მაგრამ რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგად ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა კოკომ მალევე გაიჩინა ახალი კავალერი ინგლისელი მეწარმე Arthur Capel
Gabrielle Coco Chanel
მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების წყალობით, მან შეძლო პირველი მაღაზიის გახსნა პარიზში 1910 წელს. შანელი თავად ქმნიდა და ყიდდა ქალის ქუდებს. ერთ წლის შემდეგ მან მოდის სახლი გადაიტანა 31 Rue Cambon ქუჩაზე, რომელიც დღემდე იქ არის. კოკომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მაღალ მოდაზე და მოხვდა 20-იანი წლების ყველაზე გავლენიანი ადამიანების ტოპ ასეულში გაზეთში - "TIME MAGAZINE"
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
1919 წელს შანელს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა კლიენტები. მის მიერ შექმნილმა სამოსმა რევოლუცია მოახდინა მსოფლიო მოდაში და მთლიანობაში ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების ცხოვრების სტილის შეცვლაში. მან შეცვალა ქალების ურთიერთობა საკუთარ გარდირობთან. შანელის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერდა - "მან შექმნა ისეთი ქალი, რომელსაც მსოფლიო აქამდე არ იცნობდა. მან შექმნა ქალის ახალი ქმნილება - ყოვლისშემძლე, მიუხედავად ლეგენდალური ქალური სისუსტეებისა"
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel


ძალიან ბევრი იცმევდა მის ფლანელის ბლეიზერებს, თავისუფალი სტილის ქვედატანებს, გრძელ სვიტრებს ჯერსიდან (იაფიანი ქსოვილის რითაც ადრე მამაკაცების შიდა საცვლები იკერებოდა), ასევე მეზღვაურის ზედატანებს და ყველასათვის ცნობილი კოსტიუმი (ჟაკეტი და ქვედატანი). მისი სამოსი იყო მართივი და ბუნებრივი.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
ის არასოდეს არ ხატავდა საკუთარ მოდელებს, პირდაპირ მანეკენებზე ჩხვლეტით ქმნიდა სამოსს ან კიდევ ზედვე კლიენტებზე კერავდა, რათა ენახა, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს თუ ის სამოსი მოძრაობაში.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel


1921 წელს პირველად გამოჩნდა ცნობილი სუნამო "Chanel № 5", პირველი სინთეზური პარფიუმი, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტულად ყვავილის სუნი - "ეს არის ქალის სუნამო, რომესაც აქვს ქალის სურნელი". მას შემდეგ თითქმის 80 წელი გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ პოპულარობის მწვერვალზეა.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
1926 წელს შანელმა წარუდგინა მსოფლიოს თავისი Little Black Dress (მოკლე შავი კაბა) - ერთი მარტივი ნახევრადწრიულად გამოჭრილი მუხლის სიგრძის კაბა (კოკო ყოველთვის თვლიდა, რომ მუხლები, ქალის სხეულის ყველაზე არამიმზიდველი ნაწილია), გრძელი ან მოკლე სახელოებით, საყელოს და ყოველგვარი ღილების, მაქმანების, ნაკეცების, მანჟეტების და ფოჩების გარეშე, თუმცა კაბა გამოირჩეოდა მისი სივიწროვით. იმ დროს ამერიკულმა ჟურნალმა Vogue პატარა შავი კაბის უნივერსალურობა და პოპულარობა მიამსგავსა ავტომანქანა Ford-ის დონეს.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
1939 წელს შანელმა დახურა ყველა მისი მაღაზია და მოდის სახლი, მეორე მსოფლიო ომის გამო. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერების უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა, კოკო დარჩა პარიზში და ომის დასრულების შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
1954 წელს 71 წლის ასაკში შანელი დაუბრუნდა მსოფლიო მოდას. მან გააუმჯობესა მისი კლასიკური მოდელები და შედეგად ყველაზე მდიდარი და ცნობილი ქალბატონები გახდნენ მისი ჩვენებების რეგულარული დამსწრენი. შანელის კოსტიუმები იქცა ახალი თაობის სიმბოლოდ, რომელიც დამზადებულია ტვიდის ქსოვილისაგან, ვიწრო ქვედატანთან ერთად, ქურთუკი საყელოს გარეშე, ოქროს ღილებით და ზემოდან მიკერებული ჯიბეებით. ასევე კოკომ ახლიდან წარმოადგინა ჩანთები, სამკაულები და ფეხსაცმელები, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდათ პოდიუმზე.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Barbra Streisand, Elsa Martinelli, და Marlene Deitrich შანელის ერთ-ერთ ჩვენებაზე 1976 წელი
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
1950-1960 წლებში კოკო თანამშრომლობდა ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიებთან. აცმევდა ისეთ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ Audrey Hepburn & Elizabeth Taylor
Gabrielle Coco Chanel
1969 წელს ლეგენდარულმა მსახიობმა Katharine Hepburn ბროდუეის მუზიკლში შეასრულა კოკოს როლი. რაც შეეხება შანელის პირად ცხოვრებას, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა თუმცა ის არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული და არ ყავდა შვილი.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel

კოკო სალვადორ დალისთან ერთად
Gabrielle Coco Chanel
1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში Coco Chanel გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქ. ლოზანაში - შვეიცარია.
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
კოკო შანელი მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დევიზით - " თუ გინდა გქონდეს ის რაც არასოდეს არ გაგაჩნდა, მაშინ უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს არ გაგიკეთებია"
Gabrielle Coco Chanel
Coco Chanel-ის მოდის სახლი
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel

დღეს კი ასე გამოიყურება, ინტერიერი თითქმის არ შეცვლილა
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel


Quotes
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel
Gabrielle Coco Chanel


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top