;
19 თებერვალი 2012      MaRihanna     3 კომენტარი     ნანახია 7553-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ოლივიე მესიანი

ოლივიე მესიანი / Olivier Messiaen (1908-1992)

ოლივიე მესიანი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კომპოზიტორი, ნოვატორი ხელოვანი და უაღრესად განათლებული ადამიანია. იგი ხელოვნებაში გაკვალულ გზებს არ მისდევდა და მუდამ ახლის ძიებაში იყო, ცდილობდა განეახლებინა მუსიკალური ენა. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა უჩვეულო რიტმებით, ფერებითა და სხვადასხვა
საკრავთა ტემბრის შეხამებით. ხშირად იყენებდა ეგზოტიკურ დასარტყამ საკრავებს, ასევე ელექტრო საკრავებსაც.
ოლივიე მესიანი

ახალგაზრდობიდან კომპოზიტორის შთაგონების წყარო რელიგია, ძველინდური ფილოსოფია, მუსიკა, ინდური
რიტმები, ეგზოტიკური ქვეყნების კულტურა, ჩიტების გალობა და თანამედროვე პოეზია იყო. სწავლობდა ჩიტების გალობას და მათ ''პლანეტის უდიდეს მუსიკოსებად'' მიიჩნევდა. ჩიტები მესიანისთვის ბუნების სულის
ასახვა იყო.
ოლივიე მესიანი

მესიანი დაუღალავად სწავლობდა ჯერ საფრანგეთის, შემდეგ - აფრიკის, აზიის, ამერიკის ფრინველებს. აკვირდებოდა
მათ ქცევას, ფირზე იწერდა ხმებს, შემოქმედებითად ამუშავებდა. მათ საფუძველზე შეიქმნა მისი არაერთი ნაწარმოები. პირველი პიესა იყო ''შავი შაშვი'' ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1952), შემდეგ ''ჩიტების გაღვიძება'' ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის ''ეგზოტიკური ფრინველები'' ფორტეპიანოსა და 18 საკრავისთვის, 13 საფორტეპიანო პიესისგან შემდგარი ციკლი ''ფრინველების კატალოგი''. აქ შევხვდებით კლდის ლურჯ შაშვს, რუხ ბუს, ტყის ტოროლას და სხვ.
ოლივიე მესიანი

Messiaen: "Oiseaux exotiques" / ოლივიე მესიანი: ეგზოტიკური ფრინველები
ოლივიე მესიანი




ოლივიე მესიანი

მესიამი ამბობდა: ''მძიმე და სევდიან ფიქრთა მოძალების ჟამს სხვა რა გზა და გამოსავალი არსებობს,
თუ არა მიახლოება ფრინველთა გალობასთან ტყეში, მინდვრებში, მთებსა თუ ზღვის სანაპიროზე ? ჩემთვის სწორედ აქ ცოცხლობს მუსიკა''.

ოლივიე მესიანი

ოლივიე მესიანი: შავი შაშვი




ოლივიე მესიანი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

3


  • mari.nini თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 20:24 - ID: 3,
    უგუ

  • AMADEUS თქვა:
    20 თებერვალი 2012 12:04 - ID: 2,
    მესიანს იმ დიდი კომპოზიტორების გვერძე ვერ დავაყენებ. რიგითი ადამიანისთვის მისი მუსიკა ძალიან რთული მოსასმენია. თუმცა, თავის ჭიას ახარებს. wink

  • MaRihanna თქვა:
    19 თებერვალი 2012 21:02 - ID: 1,
    ძალიან ვაფასებ კომპოზიტორებს, მათ შორის ოლივიესაც. ნამდვილად კარგი ნაწარმოებები აქვს, ვეთანხმები ამ ადამიანს, ბუნებაში ცოცხლობს მუსიკა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top