;

20 February 2012      Ann_J     Views 6792    
Category: Fun, Interesting








21-ე საუკუნეში კოსმეტიკის გარეშე წარმოუდგენელია სილამაზის აღქმა. ის არის
ისეთი საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის გარეგნობას და ფარავს მის ნაკლს.
ის არის გარეგნობის გაუმჯობესების მეთოდი და ნივთიერება რომელიც სძენს სახესა
და სხეულს სილამაზეს.
ალბათ გაინტერესებთ რა საშუალებებს იყენებდნენ ადამიანები ძველად, რათა
დაეხვეწათ საკუთარი გარეგნობა.

ახლა კი მე გესაუბრებით კოსმეტიკის უცნაურ და საინტერესო ფაქტებზე, რომელსაც
ძველად იყენებდნენ.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

გაგიკვირდებათ და მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ქალთა ტუჩსაცხი, ქალბატონები ცხიმიან
ხოჭოებს იყენებდნენ..
სპეციალურ სითხეში ურევდნენ დაქუცმაცებულ ხოჭოებს, რომელიც სასარგებლო ცხიმოვან ზეთს შეიცავდა. პრინციპში სწორედ ასე კეთდებოდა ქალთა პირველი
პომადა.. სხვათაშორის სტატისტიკური მონაცემებით : ქალები, რომლებიც იყენებენ კაშკაშა-წითელ ტუჩსაცხს, სხვებზე გაცილებით ხშირად იღიმიან.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

ჩინელი, ვიეტნამელი და იაპონელი ქალბატონები მე ХХ-ის ნახევრამდე, იღებავდნენ კბილებს შავი ფერით. კბილის პასტა, რომელიც ამ მიზნისთვის გამოიყენებოდა, იყო ძალზედ საშიში. სწორედ ამიტომ, მათ შავი ფერის კბილები ჰქონდათ წლების განმავლობაში
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად


თვალის ჩრდილი თავდაპირველად გამოიყენებოდა პროფილაქტიკური მიზნებისათვის:
ძველი ეგვიპტელები მათ თვალთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად
იყენებდნენ. ისინი თვალის ჩრდილის დახმარებით თავს იცავდნენ თვალის ერთ-ერთი
დაავადების კონიუნქტივიტის გაჩენისგან.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

► ლაინერი– ეს არის ერთადერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ნებადართულია მუსლიმანებისთვის. ეს კოსმეტიკური საშუალება სულაც არ უშლის ხელს მათი ჩაცმის წესს.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

ცენტრალურ აზიაში, სილამაზის ერთ–ერთი ნიშვნელობანი ელემენტი – სქელი და გრძელი
წარბია
. ადრეული ასაკიდან გოგონები იხატავენ წარბებს მცენარეული საშუალების უსმის
წვენით. სწორედ ის აერთიანებს ორივე წარბს ერთ ხაზზე. ვინაიდან, უსმა ხელს უწყობს
თმის ზრდას, ის ასევე ხელს უწყობს თქვენი წარბის ფორმაში მოყვანას.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

ძველი ეგვიპტელი ქალბატონები ქონის ნაჭერს ატარებდნენ თმებზე. სითბოში ის დნებოდა
და ფარავდა თმას ერთიანი ფენით. თუმცა, მოდაში მალევე შემოვიდა მელოტი ქალები.

ვიკინგები თმის დასარბილებლად იყენებდნენ შეთბილებულ კარაქს. სხვათა შორის ისინი
სულაც არ იყვნენ ბინძური ბარბაროსები. ვიკინგ მამაკაცებს ძალიან უყვარდათ როცა ქალს
ეცვა ნათელი ფერის სამოსი და მას ძვირფასი სამკაულები და ბეწვი ამშვენებდა.
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

XVIII საუკუნეში მოდური, ელეგანტური და თანამედროვე ევროპელი ქალატონები
იპარსავდნენ თავიანთ წარბებს და მათ ადგილზე იკეთებდნენ თაგვის ხელოვნურ ბეწვს

ცნობილია რომ, 1562 წელს დედოფალი ელისაბედ I იფარავდა სახეს ძმრითა და ტყვიის
თეთრი საღებავით, რათა სახეზე დაემალა გამონაყარი.
ლოყებზე კი იყენებდა ხელოვნურ გადაჭიმულ ქსოვილებს, რათა შესამშნევი არ ყოფილიყო მისი სიბერის ნიშნები
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად

თავინთ გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩინელი მამაკაცები. ისინი
იხატავდნენ ან იწებებდნენ ყალბ ულვაშებს. ასევე იწელავდნენ შუბლს მაღლა, რათა, გამოჩენილიყვნენ ბევრად უდრო მაღლები. მაგრამ მაინც მთავარია - წარბები! ჩინელი ჯარისკაცების უმეტესობა იღებდა, ასქელებდა, და ტუშით იღებავდა მას, რათა ჰქონოდათ
უფრო "სასტიკის" იერი და დაეშინებინათ მტრები
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top