;

3 March 2012      Ann_J     Views 7435    
Category: Fun, Interesting

სარკეში დიდ ხანს ყურება სახიფათოა ფსიქიკისთვის!

ადამიანები თავიანთ ანარეკლს სხვადასხვა მიზეზების გამო
უყურებენ: ზოგი ესიყვარულება თავის თავს, ზოგი ერთობა თავისი თავმომწონეობით. ხოლო, ზოგი ცდილობს საკუთარ თავში ახალ-ახალი ხარვეზი და ნაკლი აღმოაჩინოს. მაგრამ საბოლოოდ ადამიანს "თავის თავში" ჩაძიება ყოველთვის აშინებდა და როგორც აღმოჩნდა არა უსაფუძვლოდ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩვევამ - სარკეში დიდი ხნით ყურებამ, შეიძლება დააზიანოს და დიდი ზეგავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე.

აქედან გამომდინარე, ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ - ცდის მოხალისეები, რომლებიც იყვნენ სრულიად კმაყოფილნი თავიანთი გარეგნობით, სარკეში 10 წუთით ყურებამ, მათი შეშფოთება და აღელვება გამოიწვია. სწრაფად განვითარდა მათი უკმაყოფილება თავიანთი გარეგნობის გამო.
სარკეში დიდ ხანს ყურება სახიფათოა ფსიქიკისთვის!

ჯანსაღ მონაწილეთა ამგვარმა შედეგმა გააკვირვა ექსპერიმენტის მკვლევარები. რომლებიც არ ელოდნენ მონაწილეთა ასეთ რეაქციებს. მანამდე ითვლებოდა რომ სარკეში საკუთარი ანარეკლის ხანგრძლივმა მედიტაციამ შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მხოლოდ მათზე, ვინც იტანჯება დისმორფობიით.- (ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც ადამიანი შეშფოთებული და
დანაღვლიანებულია მცირე დეფექტის გამო.)
სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე წუთის შემდეგ ჯანმრთელმა მონაწილეებმა გამოამჟღავნეს თავიანთი უკმაყოფილება და გულისტკივილი მათი სხეულის, გამოსახულებისა და გარეგნობის შესახებ.
სარკეში დიდ ხანს ყურება სახიფათოა ფსიქიკისთვის!

ასევე ბრიტანელმა მკლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები სარკეში იხედებიან თითქმის 2 -ჯერ უფრო ხშირად ვიდრე მამაკაცები. სწორედ ამიტომ ქალბატონები უფრო კრიტიკულად აფასებენ თავიანთ გარეგნობას. ამ ვითარბაში არც არის გასაკვირი, რომ 10 ქალიდან 8 უკმაყოფილოა თავისი შეხედულებით.

სარკეში დიდ ხანს ყურებით ყველაზე მეტად იტანჯებიან დისმორფობიით დაავადებულნი. ამ ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გაუგებარი და დაუდგენელია, მაგრამ შეინიშნება რომ ეს დაავადება უნვითარდება ისეთ ადამიანებს რომლებიც ჩავარდნილნი არიან დეპრესიაში.
ბევრი მათგანი მიმართავს მაკიაჟს, იცვამს მრავალი ფენის ტანსაცმელს და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს სარკეში ჩახედვას. ნუგეშის საცემად ყველა ეძებს თავის გამოგონილ სტილს.
სარკეში დიდ ხანს ყურება სახიფათოა ფსიქიკისთვის!

კვლევებმა აჩვენა რომ დისმორფობიკები იხედებიან სარკეში ხშირად და უმეტეს ჩვეულებრივ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ 25 წამში იწყებენ შეშფოთების გამოვლენას, ამ დროს ისინი სხეულის იმ ნაწილებს უყურებენ, რომლითაც უკმაყოფილოები არიან. ჯანმრთელმა მოხალისეებმა თავიანთი გარეგნობის კრიტიკულად აღქმა 10 წუთში დაიწყეს, ხოლო ნორმალურ პირობებში ადამიანზე პირველ აქცენტსა და ზეგავლენას სხეულის ის ნაწილი ახდენს რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს.

სარკეში დიდ ხანს ყურება სახიფათოა ფსიქიკისთვის!

თქვენ დიდი დროის განმავლობაში იხედებით სარკეში?

არ მიყვარს საკუთარი ანარეკლის ყურება
კი, ძალიან მიყვარს საკუთარი ანარეკლის ყურება
არა, მაგრამ ხშირად

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top