;
5 მარტი 2012      ნუციკო     15 კომენტარი     ნანახია 4383-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Harry Winston
ეს ყველაფერი დაიწყო 1890 წელს, როდესაც უკრაინელმა ემიგრანტმა Jacob Winston-მა დასავლეთ მანჰეტენზე გახსნა მოკრძალებული საიუველირო მაღაზია. 6 წლის შემდეგ კი ოჯახში გაჩნდა ვაჟი Harry, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ავლენდა ძვირფასი ქვებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს, ბავშვობიდანვე შეეძლო შორი მანძილიდან შეეფასებინა ძვირფასი ქვა, ამასთან ერთად ამ ყველაფერს აკეთებდა საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად. ჰარის ამ ტალანტმა 1908 წელს მფლობელებს პირველი შემოსავალი მოუტანა, როსესაც 12 წლის ბიჭმა ლომბარდში უამრავ უხარისხო ბიჟუტერიაში ამოიცნო 2 კარატიანი ზურმუხტის ბეჭედი, შეიძინა 25 ცენტად, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ გაყიდა 800$.

როდესაც ჰარის 15 წელი შეუსრულდა, სკოლა მიატოვა და დაიწყო მუშაობა მაღაზიაში მამის ასისტენტად (იმ დროისთვის მამა და შვილი ნიუ იორკიდან გადავიდნენ ლოს ანჯელესში). მის მოვალეობაში შედიოდა ევლო სამკაულებით სავსე ჩემოდნით ხელში ქალაქის გარშემო და იმ დროისთვის ნავთობით გამდიდრებულ ხალხისთვის შეეთავაზებინა პროდუქტი.

1914 წელს ისინი დაბრუნდნენ უკან ნიუ იორკში და ჰარიმ, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში, შეუდგა თავისი ერთადერთი ოცნების განხორციელებას - შექმნას საკუთარი საიუველირო კომპანია. ახალგაზრდა ბიჭუნამ, რომელმაც 2000$ მოაგროვა დასავლეთ სანაპიროზე მთლიანად ჩადო ბიზნესში, რათა კაპიტალი გაეზარდა. უინსტონ უმცროსმა მე-5 ავენიუზე დაარეგისტრირა კომპანია The Premier Diamond Company. და შეუდგა ნიუ იორკის ბრილიანტის ბირჟაზე თამაშს.
Harry Winston
1918 წლისთვის ჰარი უინსტონის კაპიტალი შეადგენდა 10.000$-მდე ნაღდი ფულით, ხოლო 20.000$ სამკაულებით, თუმცა პირველი წარმატების პირველი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან უეცრად მთელი ფული და საქონელი დაიკარგა გაურკვეველი მიმართულებით ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად... ბედის ამ უეცარ დარტყმას ჰარი ძლიერ გაუმკლავდა, ბანკიდან გამოიტანა დიდი თანხა და დაიწყო ყველაფერი ნულიდან. მან იცოდა, რომ მისი ფენომენალური ნიჭი არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ დაკარგულიყო ამ ცვალებად მსოფლიოში და ასევე დარწმინებული იყო იმაში, რომ საბოლოოდ მაინც მიაღწევდა წარმატებას საქმიანობაში.

ცვალებად მსოფლიოზე საუბრისას, მხედველობაში მქონდა მათ შორის ცვალებადობა საიუველირო მოდის სამყაროში - მასიური, მძიმე და ვიქტორიანული ეპოქოს სამკაულები უკვე მორალურად მოძველებული იყო და თანდათან უფრო კომპაქტური ფორმები შემოდიოდა მოდაში. ის არ იქნებოდა ჰარი უინსტონი, რომ არ ენახა ამისგან სარგებელი.
მან დაიწყო მდიდარი ოჯახების საგვარეულო ნივთების შესყიდვა და შემდგომ განახლება თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად. უზარმაზარ თვლებს თლიდა და აძლევდა განსხვავებულ ფორმებს, სვავდა ორიგინალურ ნაკეთობებში, რომლებსაც უკვე სულ სხვა ფასში ყიდდა.
Harry Winston
Harry Winston
მისი პირველი სარფიანი გარიგება შედგა 1925 წელს, როდესაც მილიონ დოლარად შეძენილ იქნა ბეჭდების, ბროშების და მძივების კოლექცია Rebecca Darlington Stod-Dard-ის მიერ, რომელიც იმ დროს ტელევიზიითაც კი გაშუქდა.

1930 წელს კი აღიარება მოუტანა 39 კარატიანმა ბრილიანტმა - ეს იყო ყველაზე დიდი ბრილიანტი რაც კი გაყიდულა ამერიკის აუქციონზე. ამავე აუქციონზე კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა, როდესაც გაიყიდა 26 კარატიანი ლალის თვლის ბეჭედი - ამის შემდეგი სახელი Harry Winston ასოცირდებოდა განსაკუთრებით დიდი ზომის ბრილიანტებთან.
Harry Winston
Harry Winston
1932 წელს როკფელერის ცენტრში, The Premier Diamond Company-ის ნაცვლად კომპანია იქცა Harry Winston Inc., რომელმაც დაიწყო ექსკლუზიური სამკაულების შეზღუდული რაოდენობით გამოცემა. ჰარი თავად იგონებდა უჩვეულო ფორმის ჭრილებს და ცდილობდა, რომ რაც ძეიძლება ნაკლები კარატი დაეკარგა. ექსპერიმენტებს ატარებდა ქვის დამჭერ საშუალებებზე.

ხშირად მისი ხედვა საიუველირო მოდას წინ უსწრებდა, მაგალითად მას არ მოსწონდა ყვითელი ოქრო და თვლიდა, რომ ამახინჯებდა ბუნებრივ ფერებს. მას შემდეგ დღესაც უმრავლესობა მწარმოებელი კომპანია გულგრილ დამოკიდეულებაშია ყვითელ ოქროსთან.
Harry Winston


ინოვაციამ და გამჭრიახობამ ბიზნესში, უინსტონს დაეხმარა აღმავლობაში, დეპრესიული წლების პერიოდში, და აქცია მთავარ ფიგურად ნიუ იორკის ბრილიანტების ბაზარზე. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო ეკონომიკაში, თუმცა ამავდროულად არ ივიწყებდა საკუთარ სარგებელსაც.

მაგალითად 1935 წელს De Beers Company-გან 700 ათას დოლარად შეიძინა უზარმაზარი, 726 კარატიანი ალმასი Jonker. უინსტონმა გადაწყვიტა ამ ბრილიანტის რამდენიმე ნაწილად დაშლა, თუმცა არცერთმა სადაზღვევო კომპანიამ არ აიღო პასუხიმგებლობა, რის შემდეგაც გადაწყვიტა თავად იმოქმედოს და ევროპიდან მოწვეულ რამოდენიმე ექსპერტთან ერთად გამოიკვლია კონკრეტულად რა ადგილას უნდა გაეჭრა ეს ქვა და საბოლოოდ 12 ნაწილად გაყვეს, რომელთაგან ყველაზე დიდი 126 კარატს იწონიდა. მოგვიანებით მან თორმეტივე ნაწილი 12 მილიონ დოლარად გაყიდა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ბრწყინვალე ბიზნესმენი და ეგეთწოდებული "ბრილიანტების მეფე".

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჰარი უინსტონმა არაერთხელ შეიძინა გაუჭრელი ბრილიანტი, მათ შორის 76 კარატიანი ბრილიანტი Vargas, რომელიც 1938 წელს მოიპოვა ბრაზილიაში და 155 კარატიანი Liberator - 1943 წელს ვენესუელაში.
Harry Winston
1949 წელს ჰარი უინსტონმა მილიონ დოლარად შეიძინა დიდი ლურჯი ბრილიანტი Hope Diamond, რომელიც სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ლეგენდის თანახმად Hope, რომლის თავდაპირველი წონა 112 კარატს შეადგენდა ამშვენებდა ინდური ღმერთის Shiva-ს თვალს ტაძარში, რომელიც მარადიორებმა გაძარცვეს. 1642 წელს კი ფრანგმა მოვაჭრემ Jean-Baptiste Tavernier გაიტანა ქვეყნიდან და მიყიდა საფრანგეთის მეფე - ლუი X IV-ს. იმ დროისთვის ბრილიანტი უკვე 67 კარატს იწონიდა. შემდეგ ეს ძვირფასი ქვა მემკვიდერეობით გადაეცა მეფის შვილიშვილს ლუი XV-ს, რომელიც მოულოდნელად ყვავილის დაავადებით გარდაიცვალა. სამეფო ტახტი ამ ძვირფას ქვასთან ერთად უკვე გადაეცათ ლუი XVI-ს და მის მეუღლეს მარი ანტოანეტას, რომელსაც როგორც იცით რევოლუციონერებმა თავი მოკვეთეს. სხვათაშორის თავად მოვაჭრე Tavernier ძაღლებმა დაჭამეს. მას შემდეგ Hope-ს ცუდი სახელი გაუვარდა, ამბობდნენ თითქოს ვინც კი შეეხებოდა ბრილიანტს ცუდი ბოლო ელოდა. 30 წლის შემდეგ კიდევ უფრო დაპატარავებული ბრილიანტი 44 კარატამდე, გამოჩნდა ლონდონში, რომელიც შეიძინა ირლანდიელმა ბანკირმა Henry Thomas Hope, რომლის სახელსაც ატარებს ქვა. ჰენრიმ ეს ძვირფასი ქვა მისცა თავის მეუღლეს, რომელიც მაშინვე გაიქცა საყვარელთან ერთად, გაყიდა ეს ქვა რათა გაკოტრებისგან თავი დაეღწია. ჰოუპის შვილი მოიწამლა, ხოლო შვილიშვილი გაკოტრდა. მოგვიანებით ეს ბრილიანტი აღმოჩნდა თურქეთის სულთანის ხელში, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ სამეფო ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყნიდან გააძევეს. 1911 წელს ცნობილმა ფრანგმა იუველირმა Pierre Cartier-მ მიჰყიდა ამერიკის ელიტარული საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელს Evelyn Walsh McLean, რომელიც 46 წლის ასაკში პლევმონიით გარდაიცვალა. ასეთ ისტორია გამოვლილმა ლურჯმა ბრილიანტმა არ შეაშინა ჰარი უინსტონი, და შეიძინა ეს ქვა სხვა დანარჩენ McLean-ის სამკაულების კოლექციასთან ერთად ნახევარ მილიონ დოლარად. რასაც შემდგომ არანაირი სავალალო შედეგი არ მოუტანია მისთვის ცხოვრებაში.
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
მას შემდეგ რაც Hope მისი საკუთრება გახდა უინსტონი 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა თემატურ გამოფენებს ატარებდა ამერიკის გარშემო. სწორედ ამ გზით გვიჩვენებს უინსტონი მის ჭეშმარიტ სიყვარულს ძვირფასი ქვებისადმი. სხვა კოლექციონერებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოეჩინათ მოპოვებული ძვირფასეულობა, ჰარი პირიქით ერთი სული ჰქონდა, ყველასთვის, მსოფლიოს გარშემო გაეზიარებინა თავისი მონაპოვარი.
Harry Winston
Harry Winston Harry Winston
1955 წელს ჰარიმ გახსნა მაღაზია ჟენევაში, 2 წლის შემდეგ - პარიზში. მისი რეპუტაცია მსოფლიო მსასშტაბით ყოველწლიურად ძლიერდებოდა. ეს ყველაფერი აისახება მერლინ მონროს სიმღერაში Diamonds Are A Girl's Best Friend, სადაც ჟღერს ერთი ეპიკური ფრაზა
Tiffany's... Cartier... Black Star, Frost, Gorhom... Talk to me Harry Winston tell me all about it...



ის მეგობრობდა ჰოლივუდის ცნობილ ადამიანებთან, არისტოკრატებთან, ინგლისის დედოფალთან, და ყიდდა ყველაზე ძვირადღირებულ სამკაულებს ნაღებ საზოგადოებაზე. 1960 წლისთვის მისმა წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შეადგინა. ზუსტი ციფრი არ იყო ცნობილი, რადგან საქმიან ინფორმაციას ძირითადად საიდუმლოდ ინახავდა.

1966 წელს შეიძინა 241 კარატიანი ბრილიანტი, რომლის დამუშავების შედეგად გამოვიდა ლეგენდარული "ცრემლის" ფორმის ბრილიანტი, მოგვიანებით ს სამკაული რიჩარდ ბარტუნმა უყიდა თავის მეუღლეს ელიზაბეტ ტეილორს. მას შემდეგ ეს სამკაული ცნობილია ტეილორ-ბარტონის სახელით.
Harry Winston
1972 წელს უინსტონმა შეიძინა ბრილიანტი Sierra Leone, რომელიც სიდიდით მე-3 იყო მთელს პლანეტაზე. მისი წონა შეადგენდა 970 კარატს. მან Jonker-ის ბედი გაიზიარა - დაიყვეს 17 ნაწილად, რომელიც CNN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
Harry Winston
ჰარი უინსტონი არაერთხელ უგზავნიდა ძვირფას ქვებს Smithsonian Institution-ს, რომლებიც დროთა განმავლობაში აგროვებდნენ ამ ყველაფერს და შემდგობ გახსნეს Harry Winston Gallery
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
გადიოდა წლები და უინსტონისთვის პრობლემა გახდა, რომელი შვილისთვის დაეტოვებინა მემკვიდრეობით მისი ოჯახური ბიზნესი. ამასთან დაკავშირებით მას ყოველთვის უყვარდა თქმა - "მე მყავს ორი ვაჟი ერთი გენიოსი მეორე კი იდიოტი". უფროსი - რონალდი სიამოვნებით სწავლობდა მამის გამოცდილებას. მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი ქიმიის და ინგლისურის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. შემდეგ განაგრძო სარაკეტო ძრავების შესწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მამის თხოვნით ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში და მასთან ერთად მუშაობდა. უმცროს ძმას ბრიუსს კი საერთოდ არ აინტერესებდა ეს საქმე და ნაკლებად ამბიციურიც იყო ვიდრე მისი ძმა. სფრინგფილდის საერთაშორისო კოლეჯში რამოდენიმე თვის სწავლის შემდეგ, მან მიატოვა სწავლა და წავიდა ევროპაში სამოგზაუროდ. 18 წლის ასაკში ცოლად მოიყვანა მოცეკვავე, რომელსაც 3 წელიწადში გაშორდა. იმის შიშით, რომ უფროსს უინსტონს არ დაეკარგა მთელი თავისი იმპერია, თავისი მემკვიდრეობა უანდერძა ორივე შვილს თანაბრად, თუმცა რონალდს მიეცა უფლება დამოუკიდებლად ემართა მისი კუთვნილი აქციები, ბრიუს კი სამი ადამიანი გაუწევდა კონტროლს მათ შორის მისი უფროსი ძმა რონალდი. სამწუხაროდ ასეთ გარიგებას კარგი შედეგი არ მოჰყოლია, უფრო სწორად როგორც ამბობენ ჰარი უინსტონი ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდა იმ ქმედებების შემდეგ რასაც მისი შვილები აკეთებდნენ მემკვიდრეობის გულისთვის. Harry Winston გარდაიცვალა 1978 წელს 84 წლის ასაკში.
Harry Winston
კომპანიის მართვის სადავეები გადავიდა უფროს ვაჟზე რონალდ უინსტონზე. მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ბრენდი რესტრიქტურიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა კლიენტების მოზიდვას. რათქმა უნდა პროექტი ჩავარდა. რონალდის იდეა იყო ასევე ძვირფასეულობის გაქირავება მსახიობებზე ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალისთვის, რამაც საკმაოდ გაუთქვა სახელი მსოფლიო მასშტაბით (თუმცა საიუველირო კომპანიისა და ჰოლივუდის ურთიერთობა დაიწყო 1943 წელს, როდესაც მსახიობი Jennifer Jones გამოცხადდა Harry Winston-ის სამკაულებში ოსკარის დაჯილდოვებაზე)
Harry Winston
გარდა ძვირფასი სამკაულებისა, რონალდმა წამოიწყო ახალი ბიზნესი Harry Winston Ultimate Piece , რომელიც უშვებდა იშვიათი წარმოების საათებს, და რომელთა საფასურიც იწყებოდა 100.000$-დან და ზემოთ. თავდაპირველად რონალდი ცდილობს ძმის ყურადღება მიიყროს კომპანიის მართვაში და დანიშნა დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ ხელმძღვანელად, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრუსი უბრალოდ ოთახს იკავებდა, ის ხელს აწერდა ყველაფერს ისე, რომ არც კი კითხულობდა, კომპანიის მართვას ერჩივნა სადმე იახტაზე გართობა ან კიდევ მისი უზარმაზაი კოლეექიიდან გამოეყვანა ერთ-ერთი ბოლო მოდელის მანქანა და ესეირნა ქალაქის ქუჩებში.
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
მიუხედავად ბრიუსის იგნორირებისა კომპანიისადმი 1989 წელს მან ეჭვი შეიტანა მისი ძმის მმართველობაში და მიზეზად დაასახელა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ კომპანიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. რონალდის წლიური ხელფასი შეადგენდა 1.13 მილიონ დოლარს ხოლო ბრიუსის 350 ათას $. რონალდი ამბობდა, რომ ის იმსახურებდა ამ ფულს რადგან აბსოლიტურად მარტო მართავდა კომპანიას, ამ განცხადების შემდეგ ბრიუსმა თავი შეურაწყოფილად იგრძნო და 1990 წელს ძმას უჩივლა სასამართლოში. ამის საპასუხოდ რონალდმა საგანგებოდ მოიწვია დირექტორთა საბჭო და ბრუსი გაანთავისუფლა სამსახურიდან. ეს ნაბიჯი გახდა მათი ხანგრძლივი დავის კიდევ ერთი მიზეზი. ძმები არ უშვემდნენ შანს ხელიდან, რომ მათი სახელი ტალახში გაესვარათ პრესის საშუალებით, რაც საერთოდ Harry Winston-ის იმპერიას სახელს უფუჭებდა და რეიტინგს უგდებდა. რონალდი ამტკიცებდა, რომ ბიუსი იმყოფება მისი ადვოკატის ბოროტი ზეგავლენის ქვეშ, ბრუსი კი დონალდს ადანაშაულებდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.
Harry Winston
საბოლოოდ რამოდენიმე წლის მცდელობის შედეგად დონალდმა მაინც მოახერხა და 2000 წლისათვის 54 მილიონ დოლარად შეიძინა ბრუსის აქციები და გახდა კომპანიის ერთპიროვნული მმართველი
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston
Harry Winston

Harry Winston Jewels
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston

Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston
Harry Winston Harry Winston


Harry Winston

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

15


  • T... თქვა:
    6 მარტი 2012 14:53 - ID: 15,
    მაგარი სამკაულებია, ძაან მომეწონა love

  • ნუციკო თქვა:
    6 მარტი 2012 01:01 - ID: 14,
    niniko,
    თუ მიაწერენ, რომ ავტორი Angel.ge-ს ერთგული მომხმარებელი - ნუციკოა მაშინ არ მეწყინება :))

  • -Sally- თქვა:
    6 მარტი 2012 00:55 - ID: 13,
    ვაიმე რა მაგარი ნიუსია გავგიჟდი drunk love

  • niniko თქვა:
    6 მარტი 2012 00:46 - ID: 12,
    ხოდა სადმე რო გადააკოპირონ ან გაზეთსI ნახო დაბეჭდილი გული არ დაგწყდება?. :(

  • Anch_Bey თქვა:
    5 მარტი 2012 22:24 - ID: 11,
    აი, ნიუსი ! love

  • ana-bana:) თქვა:
    5 მარტი 2012 22:17 - ID: 10,
    ვაიმე გული!

  • dajikunia თქვა:
    5 მარტი 2012 22:00 - ID: 9,
    დავიშოკე winked

  • ani:) თქვა:
    5 მარტი 2012 21:17 - ID: 8,
    ულამაზესიაააა love

  • lalaa თქვა:
    5 მარტი 2012 19:59 - ID: 7,
    ავტორო ძაან დიდი მადლობა ესეთი მაგარი ნიუსისთვის:) ფავორიტებში აუცილებლად და +5 love ისეთ8ი მაგარი ნიუსია ა პპირდაპირ მომინდა წაკითხვა! :)) ბევრი გიშრომია!

  • elga თქვა:
    5 მარტი 2012 19:33 - ID: 6,
    ai mesmis niusiii

  • just807 თქვა:
    5 მარტი 2012 18:56 - ID: 5,
    ბრავო ნუ ეს რა არის არ ვიცი

  • MaRiSaBeLL თქვა:
    5 მარტი 2012 18:48 - ID: 4,
    რა ლამაზებია კარგიააა

  • im888 თქვა:
    5 მარტი 2012 17:49 - ID: 3,
    უნიკალური ხელნაკეთობა!

  • natuka555 თქვა:
    5 მარტი 2012 17:38 - ID: 2,
    წავიდა ფავორიტებშიიი love

  • mari.mr თქვა:
    5 მარტი 2012 17:31 - ID: 1,
    ვაიმეეეეე რა მაგრებიაა wassat ბოლო სურათის ყელსაბამები განსაკუთრებით love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top