;
10 მარტი 2012      MaRihanna     17 კომენტარი     ნანახია 15639-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

ლუვრი (პარიზი,საფრანგეთი)

ხელოვნების მუზეუმების ისტორია XV საუკუნიდან იღებს სათავეს. სადღეისოდ მსოფლიოს მრავალ ქალაქში
მოქმედებს მუზეუმები, რომლებშიც თავმოყრილია როგორც ხელოვნების უდიდეს ოსტატთა ქმნილებები,
ისე ეროვნული კულტურის საუკეთესო ნიმუშები. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

ლუვრის პირველ ექსპონატებს შეადგენდა საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის მიერ ფორტებლოს სასახლიდან გამოტანილი ფერწერული ნამუშევრები.XVI საუკუნის დასასრულს, ჰენრი IV-ის მეფობის ხანაში, სასახლეში დაასახლეს ფერწერის, ქანდაკების, საიუველირო საქმის საუკეთესო ოსტატები, მოეწყო ხალიჩის ქსოვის, ჭედური ხელოვნების [მონეტები, მედლები], ასევე წიგნის ბეჭდვის სახელოსნოები.XVII საუკუნეში დაიწყო ლუვრის გრანდიოზული რეკონსტრუქცია, აიგო მუზეუმის ძირითადი ნაგებობები, მნიშვნელოვნად გამდიდრდა სამეფო კოლექცია. XVIII საუკუნიდან აქ ხშირად იმართებოდა ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენები, ე.წ. სალონები. ლუვრი საჯაროდ გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. სადღეისოდ ლუვრში დაცულია 250 000 ექსპონატი. მუზეუმში რამდენიმე განყოფილებაა: ეგვიპტის, ძველი აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთისა და რომის, ქანდაკებების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ფერწერის. ცალკე გამოიყოფა ექსპოზიცია, რომელიც ლუვრის ისტორიაზე მოგვითხრობს. მუზეუმს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც 80 000 წიგნისგან შედგება. მუზეუმის სიამაყეა ქანდაკებები ''ვენერა მილოსელი'', მიქელანჯელოს ''მონები'', ასევე ფერწერული ტილოები - ლეონარდო და ვინჩის ''ჯოკონდა'', ''მადონა მღვიმეში'' და სხვა შედევრები. ექსპონატები განლაგებულია ქრონოლოგიურად, ანუ შექმნის თარიღის მიხედვით.


ერმიტაჟი (პეტერბურგი, რუსეთი)

მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

XVIII საუკუნეში წარჩინებულ პირთა ვიწრო წრის დასასველებელ და გასართობ ადგილს ერმიტაჟს უწოდებდნენ. ხშირად ერმიტაჟებში თავს უყრიდნენ ხელოვნების ნიმუშებს. რუსეთის დედოფალმა ეკატერინე II-მ ცნობილი იტალიელი არქიტექტორის რასტრელის მიერ პეტერბურგში აშენებული ზამთრის სასახლის ერთ ნაწილში საკუთარი ერმიტაჟი მოაწყო. მისივე დავალებით რუსეთის ელჩებმა და საგანგებო აგენტებმა დაიწყეს სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების შეძენა, რომლებიც, ეკატერინე II-ის სიტყვებით, ''განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდნენ''. პირველი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა 225 სურათი, რომელიც პრუსიის მეფემ რუსეთისათვის სახელმწიფო ვალის დასაფარავად გამოაგზავნა 1764 წელს. სწორედ ეს წელი ითვლება მუზეუმის დაარსების თარიღად, თუმცა დამთვალიერებლებისთვის იგი მხოლოდ 1852 წელს გაიხსნა - ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა ერმიტაჟი საჯარო მუზეუმად ექცია. ამ მიზნით აშენდა ''ახალი ერმიტაჟი''. სადღეისოდ ერმიტაჟში სამ მილიონამდე ექსპონატია დაცული - წარმოდგენილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ეპოქის კულტურა და ხელოვნება.


დრეზდენის ნაციონალური გალერეა (დრეზდენი, გერმანია)
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

გალერეის ისტორია XVI საუკუნეში იწყება, როდესაც საქსონიის კურფიუსტებმა (მთავრებმა) დრეზდენის (იმდროინდელი საქსონიის დედაქალაქის) სასახლეში ეთნოგრაფიული იშვიათობების (იარაღის, ძვირფასეულობების), მინერალების, აგრეთვე მინიატურების, გრავიურებისა და სურათების შეგროვება დაიწყეს. 1754 წელს იტალიის ქალაქ სან-სისტოს ბერებისაგან შეძენილ იქნა რაფაელის ''სიქსტეს მადონა'', რომელიც გალერეის კოლექციის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატია. გალერეა მდიდარია აგრეთვე ტიციანის, ვერონეზეს, ჯორჯონეს, რემბრანტის, ველას კესისა და სხვა უდიდეს ფერმწერთა ტილოებით.. დრეზდენის გალერეა არაერთგზის აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, განსაუთრებით - II მსოფლიო ომის წლებში. ცნობილია, რომ 1937 წელს ნაცისტებმა 437 სურათი გაანადგურეს. 1945 წელს მათ გალერეის საგანძური საიდუმლო თავშესაფრებში გადაიტანეს. მართალია, ეს სურათები დაბომბვებს გადაურჩა, მაგრამ სიცხემ და ნესტმა ბევრი მათგანი განადგურების პირას მიიყვანა. გალერეის თანამშრომლებისა და ადგილობრივ მოქალაქეთა თხოვნით საბჭოთა ჯარისკაცებმა სურათები დანაღმული ტერიტორიიდან გამოიტანეს. მოგვიანებით რესტავრატორებმა 1240 სურათი აღადგინეს და გალერეას დაუბრუნეს.


საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, საქართველო)
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი მუზეუმია. მას საფუძველი 1860 წელს ჩაეყარა, როდესაც დაარსდა ე.წ კავკასიის მუზეუმი: მის კოლექციაში შევიდა როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. 1920 წელს ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ძალისხმევით თბილისში ხელოვნების ეროვნული გალერეა დაარსდა. ამ გალერეისა და კავკასიის მუზეუმის ექსპოზიციის საფუძველზე 1932 წელს შეიქმნა ხელოვნების მუზეუმი. მისი შექმნა უდიდესი ეროვნული საქმე იყო - მრავალმა ადამიანმა სრულიად უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს ნიმუშები საკუთარი კერძო კოლექციებიდან: სურათები, ხატები, ხელნაწერები და სხვ. 1945 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა 1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილი ქართული კულტურის უდიდესი საუნჯე - შუა საუკუნეების ხატები, ჭედურობის ნიმუშები, მინანქარი, ხელნაწერები. მათ შორის იყო ხახულის კარედი - საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი. ამავე დროს, მუზეუმის ფონდი შეივსო ევროპული ხელოვნების ნიმუშებითაც. დღესდღეობით მუზეუმის შემადგენლობაში შედის ქართული, დასავლეთ ევროპის, რუსეთის, აღმოსავლეთის ხელოვნების განყოფილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საცავი, სადაც უძვირფასესი ხატები, შედური ხელოვნების ნიმუშები, მინანქარია დაცული. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დიდი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს, რომელიც მრავალი წელი სათავეში ედგა მას. მუზეუმი თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარეობს.


_______________________________________________________________

ფიროსმანი. მებადური. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები

შ.ქიქოძე. გურული ქალი. 1921. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები და გალერეები


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • MaRihanna თქვა:
    11 მარტი 2012 12:09 - ID: 17,
    elga,
    ვაიმე დიდი მადლობა ელგა love
    sopho),
    qeta_ako,
    B-))),
    sally.15,
    დიიიიიიდი დიიიიიდი მადლობა გოგოებო love

  • mirAnda;) თქვა:
    11 მარტი 2012 02:58 - ID: 16,
    ერმიტაჟში ნამყოფი ვარ და ლუვრის ნახვა ბავშვობიდან მინდა,მაგრამ ჯერ პერსპექტივაშიც არაა... no

  • sopho) თქვა:
    11 მარტი 2012 02:38 - ID: 15,
    მომეწონა სიახლე:)

  • elga თქვა:
    11 მარტი 2012 00:13 - ID: 14,
    MaRihanna

    yochag qaloba shesanishnavi postia miyvars sheni postebi. eseti patara xar da rogri gonieri da ganatlebuli xar. genacvale shen. drezdenis galeriashi minda me

  • qeta_ako თქვა:
    10 მარტი 2012 21:45 - ID: 13,
    კარგი ნიუსი იყო მომეწონა :)

  • -Sally- თქვა:
    10 მარტი 2012 19:58 - ID: 12,
    უმაგრესი ნიუსია love
    ლუვრი love


  • MaRihanna თქვა:
    10 მარტი 2012 19:35 - ID: 11,
    gagas giji fani,
    Johnny depp,
    anuka-gaga,
    დიდი მადლობა love

  • FuckYourMother თქვა:
    10 მარტი 2012 18:38 - ID: 9,
    ლუვრი love

  • Baia ❥ თქვა:
    10 მარტი 2012 18:19 - ID: 8,
    ყოჩაღ მარი winked
    მაგარი ნიუსიაა feel


    ლუვრიიიიი love

  • anka_ano თქვა:
    10 მარტი 2012 18:17 - ID: 7,
    .

  • Ms.Casillas თქვა:
    10 მარტი 2012 18:13 - ID: 6,
    ლუვრშიი მინდაა sad

  • anuka-gaga თქვა:
    10 მარტი 2012 17:45 - ID: 5,
    ლუვრიიიიიიიიი <3 მარიამმმ,ძალიან კარგი სიახლეაა,მიყვარსს შენი სიახლეებიიიიიიიიი :* love

  • ani:) თქვა:
    10 მარტი 2012 17:43 - ID: 4,
    ჩემი ოცნებაა ლუვრის ნახვა რა ლამაზია ვაიმეე როგორ მაინტერესებს... recourse მინდაა love

  • Perfection❣ თქვა:
    10 მარტი 2012 17:42 - ID: 3,
    საერთოდ ყველა მუზეუმი საინტერესოა love მაგრამ გამორჩეულად ლუვრის მუზეუმი მიზიდავს და მაინტერესებს "ჰამურაბის სტელა". feel

  • Anch_Bey თქვა:
    10 მარტი 2012 17:41 - ID: 2,
    ლუუვრი love

  • Ancho. თქვა:
    10 მარტი 2012 17:36 - ID: 1,
    ეჰ ლუვრში შემაგდო..
    ვერ გამომიყვან აიიი ჩემი ოცნება და მიზანი:)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top