;
15 მარტი 2012      ნუციკო     33 კომენტარი     ნანახია 12851-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
ამერიკული საზომებით მართლაც, რომ წარმატებული ბიზნესის ისტორია სრულიად შემთხვევით დაიწყო. ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მოყვარულმა ქიმიკოსმა, იმავდროულად, მცირე ფარმაცევტული ფირმის მფლობელმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა John Stith Pemberton 1886 წლის 8 მაისს, შინ საკუთარი რეცეპტით სასმელი დაამზადა. არმიის ყოფილი კავალერისტი, კაპიტანი პემბეერტონი კონფედერანტების დამარცხების შემდეგ, უსაქმოდ დარჩა. იგი მშობლიური კოლამბუსიდან ატლანტაში გადაბარგდა. იქ მცირე ფარმაცეფტული ფირმა გახსნა, რადგანაც ახალგაზრდული წლებიდან ქიმიური ცდების ჩატარებით იყო გატაცებული. მან ერთ დღეს სიროფი მოხარშა. ეს სასმელი თავის მეგობარსა და ფირმის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს დააგემოვნებინა. მეგობარმა სასმელი მოიწინა. მის მოსამზადებლად საჭირო რეცეპტის ჩაწერა ურჩია. სიროფი ტკბილი და სქელი სითხე იყო. იმ დღესვე რეცეპტის ავტორმა სასმელი გასაყიდად იმავე ქალაქში არსებულ ყველაზე დიდ ჯეკობსის აფთიაქში Jacobs' Pharmacy მიიტანა. ახალი სასმელის 1 ჭიქა 5 ცენტად იყიდებოდა. Coca-Cola -ს ძირითადი ინგრედიენტები იყო კოკას ფოთლების სამი ნაწილი (რომლისგანაც ნარკოტიკი კოკაინი მიიღებოდა), ტროპიკული ხის ტხილის ერთ ნაწილთან ერთად. მიღებული სასმელი მისმა ავტორმა როგორც ნებისმიერი ნერვული აშლილობის სამკურნალო საშუალება ისე დააპატენტა. პემბერტონი ამტკიცებდა, რომ ახალი სასმელი კოკა-კოლა იმპოტენციისგან კურნავს და მასზე იმ ადამიანებსაც შეეძლოთ გადასვლა, ვინც მორფს შეეჩვია. იმ დროში კოკაინი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა. ჯანმრთელობისთვის საზიანო მისი თვისებების შესახებ მაშინ არავინ არაფერი არ იცოდა. სწორედ ამიტომ, კოკაინი თავისუფლად იყიდებოდა. მას სპირტის ნაცვლად სასმელში ტონუსის მოსამატებლად იყენებდნენ. კოკა-კოლა ამ მხრივ ინოვაცია სულაც არ ყოფილა.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
ახალი სასმელისთვის სახელწოდება პემბერტონის ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა შექმნა. იგი შესანიშნავ კალიგრაფიას ფლობდა, ამიტომაც მის მიერ დაწერილი Coca-Cola ამ სასმელის ლოგოტიპად გადაიქცა. ორიგინალური სახელწოდება და ლოგოტიპი ამერიკის საპატენტო ბიუროში დარეგისტრირდა. მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. კონკურენტების მხრიდან საფირმო სტილზე, ფერზე, შრიფტზე "თავდასხმები" ხშირად ყოფილა, მაგრამ ამ კომპანიამ ყველა ეს "ბრძოლა" მოიგო, რადგანაც ყველა ამ დეტალის გამოყენების უფლება მხოლოდ კოკა-კოლას აქვს.

კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
გაზიანი სასმელი

პირველი გაუბედავი ნაბიჯების შემდეგ, ამ სასმელმა თვისობრივი განვითარება გააგრძელა. 1886 წლის ბოლოს, კოკა-კოლა შუშხუნა გახდა. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც ერთმა სამხრეთელმა წინა დღეს დატრობის შემდეგ, ჯეიკობსის აფთიაქში შეიხედა. მან დასალევი მოითხოვა. გამყიდველმა დარბაზის ბოლოში გასვლა დაიზარა და მას პემბერტონის სიროფი სოდის დამატებით შესთავაზა. ეს სამხრეთელი იმდენად აღტაცებული დარჩა ამ სასმელის დაგემოვნებით, რომ სულ მალე ატლანტის ყველა აფთიაქში კოკა-კოლა -ს გაყიდვა სოდის დამატებით დაიწყეს. 1886 წელს, ატლანტაში მშრალი კანონი შემოიღეს. ხალხი სპირტიანი სასმელიდან კოკა-კოლა -ზე გადაერთო. დადებითი ძვრები ამ ბიზნესის განვითარებაში შეინიშნებოდა, მაგრამ ამ რეცეპტის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, თანაც გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალი მას არ აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, პემბერტონმა საოცნებო ფორმულა, ყველა საჭირო მოწყობილობასთან ერთად, სხვადასსხვა პარტნიორს მიჰყიდა. მათ შორის აღმოჩნდა სწორედ ის ვენეიბლი, ვინც კოკა-კოლა -ს შუშხუნა ვარიანტი აღმოაჩინა. მთლიანობაში ამ გამოგონებისთვის მისმა ავტორმა 2000 დოლარი მიიღო. იგი სიღარიბეში, 1888 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა და ღარიბების სასაფლაოზე დაკრძალეს. საფლავის ქვა წარწერით მას მხოლოდ 70 წლის შემდეგ ეღირსა.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
იმავე პერიოდში, ატლანტაში ირლანდიიდან ღარიბი ემიგრანტი, აიზა კენდლერი Asa Candler ჩავიდა. მას ჯიბეში მხოლოდ 1 დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მტკიცედ სჯეროდა, რომ ახალ ადგილზე საკუთარ ადგილს იპოვიდა. სულ მალე, კომერციული ნიჭის მქონე ემიგრანტმა გარკვეული რაოდენობის კაპიტალი დააგროვა და პემბერტონის ქვრივისგან კოკა-კოლა -ს რეცეპტი 2300 დოლარად შეიძინა. იმ დროში ეს საკმაოდ დიდი ფული იყო. მან თავის ძმასთან და სხვა ორ კომპანიონთან ერთად, ჯორჯიის შტატში "The Coca-Cola Company" შექმნა, რომლის საწყისი კაპიტალი 100 000 დოლარი იყო.. მოკლედ ამსასმელის "მამა" პემბერტონია, ხოლო აიზა კენდლერი კომპანია კოკა-კოლა -ს შემქმნელი, რომელიც ოფიციალურად 1893 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა. კენდლერი ალკოჰოლურ სასმელებს არ ეკარებოდა. მას სჯეროდა, რომ კოკა-კოლა იდეალური უალკოჰოლო სასმელი, ყველა დაავადების პანაცეა იყო. კენდლერმა და ფრენკ რობინსონმა თითქოს და წინასწარ, იგრძნეს, რომ ამ სასმელს წინ დიდი წარმატებები ელოდა. მათ პემბერტონის ორიგინალის საფუძველზე ახალი, გაუმჯობესებული რეცეპტის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. მათი მიზანი იყო ამ სასმელის გემოს გაუმჯობესება და შენახვის ვადების გახანგრძლივება, ორგანიზმზე გამამხნევებელი ზემოქმედების შენარჩუნებით.

რამდენიმე წლის შემდეგ, კოკაინის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ აპოგეას მიაღწია. კომპანია კოკა-კოლა ახალი რეცეპტის მეშვეობით სასმელის დამზადებაზე გადაერთო, რომლის დროსაც კოკის ფოთლებიდან კოკაინის გამოდევნა ხდებოდა. კოკა-კოლა მისი პრეზიდენტის წყალობით წინ მიიწევდა. თანამედროვე ენით, რომ ვთქვათ, იგი ეფექტურ მარკეტინგულ სვლებს აკეტებდა. კენდლერის წინადადებით, რომელიმე აფთიაქში, სარეკლამო მიზნებით 2 გალონი სიროფი შეჰქონდათ. ფირმას კი სანაცვლოდ 128 მუდმივი კლიენტის მისამართი უნდა მიეღო. ყოველ მათგანზე კი მითითებულ აფთიაქში ერთი ჭიქა კოკა-კოლას უფასოდ მიღების ტალონს გასცემდნენ. ამ შემთხვევაში გათვლა მარტივი და ზუსტი იყო: ახალი სასმელის დაგემოვნების შემდეგ, მომხმარებელი მას კიდევ შეუკვეთავდა. აფთიაქებში შეტანილი სასმელის ერთი პარტია სწრაფად იყიდებოდა, რის შემდეგაც კომპანია ახალ შეკვეთას იღებდა. კენდლერი აქტიურად ვაჭრობდა საათებით, კალენდრებით, სუვენირებით, რომელზედაც კოკა-კოლას სავაჭრო ნიშანი იყო გამოსახული. დღეს ეს სარეკლამო საქმის ანბანია, მაშინ კი სიახლე გახლდათ, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!


დაუჯერებელი წარმატება

კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
1916 წელს კოკა-კოლას ორიგინალური ბოთლი გამოჩნდა, რომელსაც "თეძოებიანი" უწოდეს. მისი შემქმნელი ბენჯამინ ტომასია, რომელმაც ფირმის შემქმნელებისგან ბოთლებში სასმელის გაყიდვის უფლება გამოისყიდა. იგი მოგების გასაზრდელად უჩვეულო ფორმას ეძებდა, რომელიც ამ პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევდა. იდეა მაშინდელმა მოდამ უკარნახა. 1914 წელს ქალები ისეთ კაბას (გოდე) ატარებდნენ, რომელიც თეძოებს გამოკვეთილად გამოაჩენდა. ორიგინალური ბოთლის შესაქმნელად სწორედ ეს პროპორციები შეირჩა. გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც კოკა-კოლა ცნობადი რამდენიმე ნიშნის მიხედვით გახდა. ბოთლის ფორმის შეცვლამ ამ ფირმის სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის ზრდასაც შეუწყო ხელი. თავდაპირველად ეს სასმელი სწორკუთხოვანი ბოთლებით იყიდებოდა. 1899 წელს ბოთლში ჩამოსხმული კოკა-კოლას წარმოება ქარხნული წესით დაიწყეს, ხოლო 1920 წლისათვის ასეთი ქარხანა ამერიკაში უკვე ათასზე მეტი აშენდა. ამავე კომპანიას კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება - 1933 წლიდან გამოჩნდა პირველი ავტომატები, რომლის მეშვეობითაც კოკა-კოლა ბოთლებით იყიდებოდა. ამ გაზიან სასმელს მაღაზიებში 6 ბოთლისგან გამოშვებული შეფუთვით სთავაზობდნენ. ამ სიახლემ ახალ ათასწლეულამდე მოაღწია. მოგვიანებით კომპანიამ კიდევ ერთი სიახლე დანერგა - მაღაზიებში გადასატანი მაცივრები დაიდგა, სადაც ეს სასმელი ცივი ინახებოდა.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის ორი რამ არის საჭირო - კარგი პროდუქტი და რეკლამა. კენდლერმა კომპანია კოკა-კოლას პირველი სარეკლამო კამპანია ლოზუნგით - დალიეთ კოკა-კოლა!; მშვენიერი და გამამხნევებელი! დაიწყო. ამ ფირმაში რეალიზაციის განყოფილება შექმნა. ფირმის მეთაურმა ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლები სარეკლამო კამპანიის დასაწყებად მოიწვია. კარგი რეკლამა მარტო ლოგოტიფითა და ლოზუნგით არ შემოიფარგლება. კენდლერმა სარეკლამო საქმიანობის იმ დროს ახალი ფორმებიც დაამკვიდრა. ფოსტით მომხმარებელს კოკა-კოლას უფასო პორციის მისაღებად კუპონებს ამ სავაჭრო ნიშნით მრავალფეროვან სუვენირებთან ერთად ფოსტით უგზავნიდა. მაღაზიაში ან რესტორანში მისი პირველად დაგემოვნების შემდეგ ამ სასმელის შეძენა და სახლში წარებაც იყო შესაძლებელი. თითქმის ყოველი ადამიანი გამაგრილებელ სასმელს დიდი ენთუზიაზმით მიირთმევდა.

ადვილად ცნობადი სავაჭრო ნიშანი ყოველდღიურ ცხოვრებაში მალე დამკვიდრდა. კოკა-კოლას ლოგოტიპი მოდურ ჟურნალების ყდებზე, გზებზე განთავსებულ უზარმაზარ პლაკატებზე იყო გამოსახული. ამ პროდუქციის რეკლამა ნათელი და ყოველი ამერიკელისათვის საყვარელი სახეებით გამოირჩეოდა. მის რეკლამაში ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. სასმელის უმაღლესმა ხარისხმა და ლამაზმა რეკლამამ კოკა-კოლას უდიდესი წარმატება მოუტანა.

კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
1894 წელს, ატლანტის ფარგლებს გარეთ ამ სიროფის დასამზადებლად პირველი ქარხარა დალასში, ტეხასის შტატში, შემდეგ კი ჩიკაგოში (ილინოისი), ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) აშენდა. 1895 წელს კი კოკა-კოლას უკვე ამერიკის ყველა შტატში მიირთმევდნენ.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
სადღეისოდ, The Coca-Cola Company -ს მწარმოებელთა სისტემა არის ყველაზე დიდი განსტოებადი საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის გარეთ პირველი ქვეყნები, სადაც ეს პროდუქცია შეიტანეს, კუბა და პანამა იყო. ეს 1906 წელს მოხდა. 1920 წელს ევროპაში კერძოდ საფრანგეთში გამოჩნდა. 1929 წელს, კომპანიამ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, გამოუშვა ლითონის ჭურჭელში ჩამოსხმული კოკა-კოლა , რომლის გაციებული სახით შენარჩუნება სიცხეშიც იყო შესაძლებელი.


კოკა-კოლა სანტა კლაუსთან ერთად
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
1931 წელს კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - კოკა-კოლა სანტა კლაუსმა დაიჭირა ხელში. მას შემდეგ იგი საახალწლო რეკლამების შემადგენელი ნაწილი გახდა. ამერიკელმა მხატვარმა , ჰადონ სუნდბლომმა სანტა-კლაუსის წითელ-თეთრი კოსტიუმის დიზაინის შესაქმნელად შეკვეთა მიიღო. მანამდე სანტა-კლაუსის ჩაცმულობა სხვადასხვა იყო, რაც მას მიმზიდველობას სულაც არ მატებდა. მხატვარი დიდხანს ფიქრობდა, სანტასთვის როგორი სახე დაეხატა და საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნა. სწორედ ამის გამო, უკვე მრავალი წელია სანტა-კლაუსი მრავალფეროვანი სარეკლამო რგოლებიდან და სურათებიდან ჰადონ სუნდბლომის სახით გვესალმება.




1955 წელს ამ კომპანიამ ახალი გამაგრილებელი სასმელი Fanta გამოუშვა. სამი წლის შემდეგ Sprite -ის წაწმოება დაიწყეს. 1960 წლიდან თავისი გამაგრილებელი სასმელების ლითონის ჭურჭელში გამოშვება დაიწყო, რაც ადრე მხოლოდ ჯარისკაცებისთვის კეთდებოდა. 1977 წლიდან პროდუქცია პლასტიკატის ბოთლებში გამოუშვა, რომლის ტევადობაც 2 ლიტრი იყო.
კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!
ყოველდღიურად ეს გამაგრილებელი სასმელი მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტი ბოთლი იყიდება. ყოველი წამის განმავლობაში ამ სავაჭრო ნიშნის საქონელს 12 ათასი ადამიანი შეიძენს. კომპანია კოკა-კოლას მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი ლიბიისა და ირანის გარდა. კომპანია კოკა-კოლა დღეს - ეს არის 3500-ზე მეტი გამაგრილებელი სასმელის სახეობა, 500-ზე მეტი ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 206 ქვეყანაში იყიდება. კომპანია უალკოჰოლო სასმელების ყველაზე პოპულარული 5 ბრენდიდაან ოთხის მფლობელია. 2011 წლის შედეგების მიხედვით, კოკა-კოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ზედიზედ მეთორმეტედ გახდა. სააგენტო Interbrand-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, მისი ღირებულება 2011 წელს 71,852 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ კომპანიის კაპიტალი, 2010 წლის მაჩვენებლების მიხედვით 31,317 მილიარდი დოლარია, თანამშრომელთა რაოდენობა 140 ათას აღწევს, კომპანია სხვა პროდუქტებთან ერთად 8 სახეობის კოკა-კოლას უშვებს, რითაც ყველა გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.



სადღეისოდ, კოკა-კოლა გლობალური ბრენდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მისი ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით 98%-ია.

ამ ლინკზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ Coca-Cola–ს მუზეუმი

კოკა კოლა - მითი, ბრენდი, სიმბოლო!


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

33


  • Tia_Tia თქვა:
    16 მარტი 2012 15:12 - ID: 33,
    განლაგება მომეწონა პოსტის... აი კოკაკოლლაზე რა გითხრა... ბოლოს დავლიე ზაფხულში სადღაც ივლისში... ქიმია ეგ!

  • Mari Lovato თქვა:
    16 მარტი 2012 13:46 - ID: 32,

    ადრე მიყვარდა და ახლა აღარ ვსვამ

  • Fashionista♥♥♥ თქვა:
    16 მარტი 2012 12:37 - ID: 31,
    ვგიჟდები love კოკა კოლაზე და ფანტაზეეე ვგიიჟდებიიი დანარჩენი არ მიყვარსსს, ნუუ ათაასში ერთხელ თუ დავლიეე, დღე არ გავა კოკაკოლა რო არ დავლიო :D:D და საჭმელს რო ვჭამ კოკაკოლის გარეშე გემოს ვერ ვატან wink love

  • etunaetuna თქვა:
    15 მარტი 2012 22:39 - ID: 30,
    მეც მეშინია მაგრამ მაინც ვსვავ )))

  • Rusishka თქვა:
    15 მარტი 2012 21:54 - ID: 29,
    მე პეპსის გოგო ვარ )))

  • Anch_Bey თქვა:
    15 მარტი 2012 21:09 - ID: 28,
    ააააააააააააააააააააააააააააააააა, აი ნიუსიიი love

  • DaTo- თქვა:
    15 მარტი 2012 20:23 - ID: 27,
    ჩემს შვეპსთან მაინც ვერცერთი მივა tongue

  • tamo თქვა:
    15 მარტი 2012 20:19 - ID: 26,
    ვერ ვიტაანნნ ვერც ამას ვერც ფანტას და ვერც ამათ მსგავსს...ნუ შეიძლება ათასში ერთხელ დავლიოო......და მერე ვკვდები წყურვილით.....
    ეს სასმელები ცივი უნდა დალიო თორე რო გათბებას "პონტში" საზიზღრობააა :X crying

  • salome)))) თქვა:
    15 მარტი 2012 20:01 - ID: 25,
    love ვგიიჟდეებიი*

  • 15 მარტი 2012 19:54 - ID: 24,
    კოკა კოლა
    მეც მიყვარს თუმცა ადრე ფანტა უფრო მიყვარდა მაგრამ ეხლა არა.

  • elga თქვა:
    15 მარტი 2012 19:26 - ID: 23,
    vauuu ai postiii ar dagezara mainc she qalooo wink atasshi ertxel vsvam didad ar vgijdebi

  • Nina√ თქვა:
    15 მარტი 2012 19:04 - ID: 22,
    უმაგრესი ნისი იყოოო love მიყვარს კოკა-კოლა love magram iSviaTad vsvam winked

  • Trouble_Maker თქვა:
    15 მარტი 2012 18:51 - ID: 21,
    ძალიან საინტერესო იყო :) ნუციკოს ყოველთვის ისეთი გიგანტური ნიუსები აქვს ხოლმე wink

  • Perfection❣ თქვა:
    15 მარტი 2012 18:48 - ID: 20,
    როგორ მიყვააარს love მაგრამ ათასნაირ რამეს ამბობენ და ამიტომ იშვიათად ვსვამ winked რა საინტერესო იქნება მუზეუმი feel ასევე საინტერესო ძველი კოკა-კოლას რეკლამები feel
    კარგი სიახლეა ძალიან feel

  • Ms.Casillas თქვა:
    15 მარტი 2012 18:43 - ID: 19,
    მმმმმმმიიყვარს უუზომოდ

  • gretta თქვა:
    15 მარტი 2012 18:35 - ID: 18,
    ნიუსი მომეწონა და კოკა კოლა არ მიყვარს fellow

  • lalaa თქვა:
    15 მარტი 2012 18:27 - ID: 17,
    ვაიმე რა კარგი ნიუსი იყო love როგორ მიყვარს კოკა-კოლა love მარა არ მასმევენ :))) მარა მე მაინც ვსვავ lol

  • lineage თქვა:
    15 მარტი 2012 18:25 - ID: 16,
    ვერ ვიტან feel

  • momy თქვა:
    15 მარტი 2012 18:14 - ID: 15,
    რა მაგარია ნიუსია winked

  • demuka თქვა:
    15 მარტი 2012 18:10 - ID: 14,
    ვგიჯდებიიი love რამხელა ისტორია აქ:D

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top