21 მარტი 2012      Ann_J     72 კომენტარი     ნანახია 15763-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

♦ მაღალქუსლიანი ♥

უკვე დათბა და გაზაფხული ნამდვილად დაეტყო სამყაროს. სულ მალე ლამაზი გოგონები მსუბუქ კაბებში გამოწყობილნი, მაღალ ქუსლებზე დაუბრუნდებიან სწრაფი ტემპისა და რიტმის ცხოვრებას.
♦ მაღალქუსლიანი ♥
არ არსებობს ისეთი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთჯერაც არ ჩაუცვამს კოხტა, მაღალქუსლიანები. ეს მართლაც ასეა. მაღალი ქუსლი ფეხს უფრო თხელს ხდის და ასევე აგრძელებს ფეხის წვივს, რაც რა თქმა უნდა ჩვენ უფრო თავდაჯერებულს გვხდის. თუმცა, ყველა ჩვენთაგანმა იცის თუ რაოდენ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მაღალქუსლიანები.

ის ფაქტი, რომ მაღალი ქუსლი დამატებით ზეწოლას ახდენს ხერხემალზე , ჩვენთვის ცნობილია არა სხვადასხვა მონათხრობებიდან და სამედიცინო სტატიებიდან, არამედ ეს შევისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებიდან. ბევრი სამუშაოდან დაბრუნებული ქალბატონი ცდილობს გადაინაცვლოს დაბალძირიან ფეხსაცმელებზე, მაგრამ როგორ იყვნენ ისინი , ვისთვისაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი- ერთგვარი უნიფორმაა?

საღმოობით ფეხი დასიებული გვაქვს და ხშირ შემთხვევებში ძალიან გვტკივა. სხვაგვარი პრობლემები, რომელიც მაღალი ქუსლის მოხმარების შემდგომ გვაწუხებს არც თუ ისე სახარბიელოა: თითების გაბრტყელება, შეშუპებული ქუსლი, ზურგის ტკივილი და მუხლის ოსტეოართრიტი.
♦ მაღალქუსლიანი ♥

მაგრამ დღეს ეს არ არის ჩვენი თემა!. გვინდა გესაუბროთ და გავიხსენოთ ყველა ის ხრიკები და ეშმაკობა რაც მაღალქუსლიანებთანაა დაკავშიირებული.
პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენის დროს, ეს სტაბილურობაა . პრაქტიკულად, ნებისმიერი ახალი ფეხსაცმელი იწვევს დისკომფორტს და ტერფის დაზიანებას. სასურველია მოვიზომოთ ფეხსაცმლის რამოდენიმე მოდელი, რათა იქნას ამორჩეული ყველაზე მოსახერხებელი ზომა.

თუ თქვენთვის კომფორტული ფეხსაცმელი დიდი ზომისაა და მასში ფეხს თავისუფლად გრძნობთ, მაშინ შესაძლებელია ფეხსაცმლის უკანა ნაწილში ჩავაგოთ თხელი ტყავი.
♦ მაღალქუსლიანი ♥

თუმცა თუ თქვენ ძალზედ მოგეწონათ კონკრეტული ფეხსაცმელი და მისი დიდი ზომა არ მოიძებნება, ეს ნუ დაგაბრკოლებთ და შეგაშინებთ - შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი, მგრამ იმისთვის რათა შესაძლებელი იყოს მასში კომფორტულად სიარული, ფეხსაცმლის მონაკვეთი უნდა იქნას გაჭიმული. ამისათვის არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც.
♦ მაღალქუსლიანი ♥

აპარატურას შესწევს ძალა საკუთარი ძალის გამოყენებით გაჭიმოს თქვენი ფეხსაცმელი:
♦ მაღალქუსლიანი ♥

მთელი დღე მაღალ ქუსლებზე სიარული შეუძლია მხოლოდ ნამდვილ ქალს! რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ქალები არ არიან "სუსტი" სქესის წარმომადგენლები.
ამაზე მე ყოველთვის ვიხსენებ ჩაის რეკლამას: ლამაზი ქალი მაღალქუსლებზე შემდგარი მიდის ქუჩაში, გარჩემო მას ყველა დიდი ენთუზიაზმითა და გაოცებით შეჰყურებს, მაგრამ საკმარისია მან გადაკვეთოს საკუთარი სახლის ზღურბლი, ის მაშინვე იცილებმს მაღალქუსლიანებს და უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს იცვამს.



ასე რომ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ფეხსაცმელი უფრო კომფორტული გახდეს, ამისათვის სხვადასხვა კომპანიებმა მოიფიქრეს ერთგვარი ხრიკები

1. თუ თქვენ საყვარელ ფეხსაცმელებს საყრდენი ძალზედ მოლიპული აქვს და თქვენ ცდილობთ დაფაროთ ისინი ბამბის ხავერდით, მაშინ თქვენთვისაც მოიძებნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი. - წებოვანი რეზინის ძირები. ისინი ძალზედ თხელია და მჭიდროდ ეკრობა ფეხსაცმლის საყრდენს.
ეს დაგეხმარებათ იაროთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელებში ყოველგვარი საფარის დახმარების გარეშე
♦ მაღალქუსლიანი ♥

2. თუ თქვენი ფეხსაცმლის საყრდენი დაქექილია, მაშინ თქვენ დაგეხმარებათ ჯადოსნური წებოვანი ბალიშები. ისინი ძალიან რბილებია და მათი გამოყენება ყოვლად უსაფრთხოა.
♦ მაღალქუსლიანი ♥

3. თუ სანდალს აქვს ძალიან ბევრი თასმა, რომელიც მტკივნეულად ეკრობა თქვენს კანს, მაშინ ამ პრობლემის მოგვარებაც არ არის რთული. მსხვილი ლენტების ყიდვა თქვენ შეგიძლიათ ფეხსაცმლის აქსესუარების ნებისმიერ ონლაინ მაღაზიებში. მათ ასევე გააჩნიათ წებოვანი და მკვრივი ზედაპირი. ის ამავდროულად მყარად იცავს ფეხს შიგნიდან.
♦ მაღალქუსლიანი ♥

4. უფრო მეტი კომფორტისა და მყუდროობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი თხელი და რბილი ლანჩა. მისი საშუალებით თქვენ იგრძნობთ კომფორტს საოცრად მაღალ ქუსლზეც კი. ხოლო თქვენი ფეხსაცმელი აღარ დაიწყებს ძველებურად "კბენას"
♦ მაღალქუსლიანი ♥

5.თქვენთვის ალბათ ნაცნობია ამდაგვარი პრობლემები: დაბზარული მოსაპირკეთებელი ფილები, გადატეხილ ქუსლში ჩარჩენილი ჭანჭიკები. უსიამოვნო შეგრძნება ასფალტზე სიარულის დროს.
მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დატოვეთ, High Heeler -ის მცირე აქსესუარის დახმარებით.
ეს არის პატარა დანართი, რომლის წამოგება შეიძლება ქუსლის წვეროზე. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ იმ შედეგს რომელიც ასე გსურდათ
♦ მაღალქუსლიანი ♥
♦ მაღალქუსლიანი ♥

6. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი! საგანგებო შემთხვევების გამო თქვენ თან ყოველთვის უნდა გქონდეთ თხელძირიანი ბალეტკები, რომლის სახელწოდებაა Roll - up shoes და ფეხსაცმლის ჩანთა. ეს არის ჩვეულებრივი ბალეტკები, მაგრამ ძალიან თხელი, თქვენ მისი ყუთში ჩადება და ჩანთით ტარება შეგიძლიათ. მას არ დაეთმობა დიდი სივრცე ვინაიდან აქვს ძალიან პატარა მოწყობილობა.
♦ მაღალქუსლიანი ♥

ექსპერტები ირწმუნებინ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასოდეს დათმობს თავის პოზიციას და რადგან ასეა, მოდით გადავხედოთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და ვისწავლოთ სწორად სიარული ექსტრემალურ ფეხსაცმელზე.
აღმოჩნდა, რომ არსებობს მაღალქუსლიანებზე სიარულის მთელი მეცნიერება.
დააფიქსირეთ თქვენი პოზა - გამართული ზურგი, გასწორებული მხრები, - ნიკაპია მიმართულია წინ. ვაკეთებთ ნაბიჯებს - მუხლებს არ ვკეცავთ, ნელ-ნელა გადაგვაქვს წონა ქუსლებზე, ხოლო შემდეგ, სწრაფად და შეუფერხებლად ფეხის თითებზე. ვდგამთ ფეხს ერთ ხაზზე, ისე რომ თითებს ჰქონდეთ თავისუფლება. კიბეებზე გადავაადგილდებით შემდეგნაირად: ასვლისას ნაბიჯს ვდგამთ ერთდროულად ფეხისგულითა და ქუსლით. ხოლო ჩამოსვლისას მივენდოთ მხოლოდ ფეხისგულს.
♦ მაღალქუსლიანი ♥

იტალიელებმა მოიფიქრეს ისეთი ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალს, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის მიმართულება აერობიკაში სახელად "სტილეტო". ინსტრუქტორები ამბობენ, რომ "სტილეტო" ასწავლის არამხოლოდ მაღალქუსლზე სწორად სიარულს, არამედ ქმნის გრაციოზულ და მოხდენილ სიარულს, ხსნის ტრამვას და აძლიერებს თავდაჯერებულობას.

პროგრესი არ დგას ერთ ადგილას . როგორც ჩანს, მომავალში გამოვა ისეთი მოწყობილები , რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ წუსლებზე სიარულს და მის ადაპტირებას. სწორედ იმათთვის ვინც აფასებს სილამაზეს.

♦ მაღალქუსლიანი ♥

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

72

  • Natia Bzukashvili თქვა:
    11 ნოემბერი 2014 16:09 - ID: 72,
    13 წლის ვარ და მივდივარ ცეკვის ბანკეტზე ხო არ ტეხავს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით რომ წავიდეეე ? what

  • TaTunebiii თქვა:
    18 აპრილი 2012 01:21 - ID: 71,
    love მომწონს მარა იშვიათად თუ ჩავიცვი, მაშინ აი ძაააან სადმე ისეთ ადგილას უნდა მოვხვდე. ისე ყოველდღიურად კეტი ან დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი მირჩევნია

  • freedom თქვა:
    17 აპრილი 2012 12:42 - ID: 70,
    ერთხელ ჩავიცვი უბრალოდ ჩემი დის საბანკეტოდ ნაყიდი მაღლები, ძან მომეწონა წაქცევის შედეგად გავუტეხე ქუსლი wink wink ვერ დავდივარ და არანაირი სურვილი არ მაქვს ჯერ ჩავიცვა, თუმცა იმედი მაქვს დავამუღამებ სიარულს მაღლებზე თორე სულ დაბლები მომბეზრდა wink

  • mar1am1)))) თქვა:
    17 აპრილი 2012 11:41 - ID: 69,
    მინდა ბრიტანეთის დროშით გაფორმებული ..:საქართველოშო ვიყიდი ? ან საიტი თუ იცით მითხარით რა : X

  • maisa თქვა:
    10 აპრილი 2012 20:19 - ID: 68,
    natuka;)), დამიჯერე არ ღირს ამის ნატვრა მაგრამ ხანდახან მაგრად ასწორებს lol

  • nati თქვა:
    8 აპრილი 2012 11:51 - ID: 67,
    მიყვარს ძაან მაღალქუსლიანები love love მაგრამ ჯერ არ ვხმარობ love love wink sad

  • BurDzGLa თქვა:
    4 აპრილი 2012 20:41 - ID: 66,
    დაბალი არ ვარ, მაგრამ მაღლებზე თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ.. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიცვამ, როცა სხვა გზა არ მაქვს.. :D მაგრამ სხვას რომ აცვია, თან ძალიან მაღალ ქუსლიანი, მაგრად მომწონს.. :)

  • Jealous თქვა:
    4 აპრილი 2012 01:10 - ID: 65,
    მაღლები love
    მაგარი მევასება,მაგრამ არ ვარ მაღალი და მიტყდება რომ ჩავიცვა..)) recourse მაღალქუსლიანი მაღალზე მომწონს მე no love

  • Little Angel )) თქვა:
    3 აპრილი 2012 16:46 - ID: 64,
    მარტო ლიტებს ჩავიცმევდი wink winked feel

  • nino.2424 თქვა:
    31 მარტი 2012 21:28 - ID: 63,
    მიყვარს მაღალ ქუსლიანებიი..! love

  • FuCk Off. თქვა:
    28 მარტი 2012 17:25 - ID: 62,
    კარგით რა.. არასდროს არ მიყიდია კედი ან ბოტასიო როგორ ამბობთ ეეე :)))
    ვერ ვიტან პატარა პარჭყებს რომ მაღლები აცვიათ ფუუ :))
    ყველაფერს თავისი დრო აქვს :)))

  • Melakoo თქვა:
    25 მარტი 2012 22:58 - ID: 61,
    მიყვარს,შეუცვლელია love

  • krist...star თქვა:
    23 მარტი 2012 16:03 - ID: 60,
    natuka;)), da ramdeni wlis xar? : ))

    just807, getanxmebi, namdvilad egrea
    kai news-i iyoo <3

  • SaAaL :X:X თქვა:
    23 მარტი 2012 14:49 - ID: 59,
    ვგიჯდები ისე მიყვარს, თუმცა სულ რამოდენიმეჯერ მეცვა, სკოლაში არ ვიცმევ, მხოლოდ განსაკუტრებულ შემთხვევებში ვატარებ : ))

  • xunwo თქვა:
    23 მარტი 2012 02:12 - ID: 58,
    sul maglebi macvia an nu baletkebi. klasikur stilze var. :X ar mikvars keteb i da botasebi :X araqaluria

  • Anna-Frank თქვა:
    22 მარტი 2012 21:58 - ID: 57,
    ადრე ერთხელ მეცვა სკოლაში , იმის მერე ერთხელაც არ ჩამიცვამს. არც ჩავიცვამ :D, არ მომწონს belay ... კედები მიყვარს ... love

  • taka-tako თქვა:
    22 მარტი 2012 21:53 - ID: 56,
    ვერ ვიტან 19 წლის ვარ და ერთხელაც არ მცმია wink ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს შინაგანად

  • just807 თქვა:
    22 მარტი 2012 21:32 - ID: 55,
    მაგლები ლამაზია და ძაან ელეგანტური თუმცა ყოველდღიურად ჩემი აზრით მოუხერხებელია რესტორანს კი ნამდვილად უხდება

  • natuka;)) თქვა:
    22 მარტი 2012 21:14 - ID: 54,
    maisa,
    ნეტა მეც ეგრე ვიყოო 166 ვარ:(

    მეც მიყვარს მაღლებიი love

  • Natia-Demi თქვა:
    22 მარტი 2012 20:36 - ID: 53,
    vgijdebiii ***
    love

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ, წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top