;

4 April 2012      Nanuka.     Views 7658    
Category: Fun, Interesting

ქალური ლოგიკა: გასართობ-შემეცნებითი თუ ქალების შეურაცხმყოფელი გადაცემა?
"ქალური ლოგიკა" - გასართობ-შემეცნებითი თუ ქალების შეურაცხმყოფელი გადაცემა?!

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეა, რაც ტელეკომპანია "იმედმა" გადაცემა "ქალური ლოგიკა"
წარუდგინა მაყურებელს, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: რამდენიმე კატეგორიის
სირთულის კითხვებს პასუხს სცემს 6 გოგონა. გადაცემაში მიწვეულია აგრეთვე 6 მამაკაცი,
რომელთაც წინასწარ უნდა განსაზღვრონ თუ რა პასუხს გასცემენ ამა თუ იმ კითხვაზე მათი
გოგონები (6 მამაკაცი და 6 ქალი 3 ჯგუფად არის დაყოფილი და 2 მამაკაცს თავისი 2 გოგონა ჰყავს).

"ქალური ლოგიკა" არის გადაცემა, რომლიდანაც მე პირველად შევიტყვე, რომ საქართველოში
არსებობს ადამიანი, უფრო სწორად ადამიანები, რომლებსაც არასდროს უნახავთ როგორ
გამოიყურება პოეტთა მეფე, გალაკტიონ ტაბიძე, რომ თურმე დედამიწა მთვარის გარშემო
ბრუნავს და სათლელი ხორცის საჭრელი მანქანაა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ამაზე
სრულებით არ მეცინება. უფრო ზუსტად რომ ვთქვა გადაცემის აზრში ჩაწვდომას ვცდილობ
და თითოეულ იმ ადამიანის მიმართ მიჩნდება მრავალი კითხვა, რომელთაც ქალები
წარმოჩენილი ჰყავთ უინტელექტო, გაუნათლებელი არსებებად და მათ უვიცობაზე
რა იცით, იქნებ კიდევ უფრო უინტელექტო კაცები იცინიან...


რეალურად, რაში მდგომარეობს გადაცემის არსი?

გადაცემის შემქმნელების მიზანი მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ქალურ ლოგიკაში
მამაკაცების გარკვევა უნდა იყოს. რა მოხდება მაშინ, თუ გადაცემაში მიიწვევენ საშუალო
განათლების მქონე (ვგულისხმობ, ელემენტარული ცოდნის მქონე) გოგონებს, რომელთაც
ისეთ ელემენტარულ კითხვებზე შეეძლებათ პასუხის გაცემა, როგორიც 36-დან ფესვის
ამოყვანაა? ამ შემთხვევაში, გამოდის რომ გადაცემა დაკარგავს აზრს, ვინაიდან ელემენტარული
განათლების მქონე გოგონა წარმოდგენილი კითხვების 100%-დან, 99%-ზე მოახერხებს
სწორი პასუხის გაცემას. იქიდან გამომდინარე, რომ "იმედის" გუნდს არ სურს ტელემაყურებლების
დაკარგვა იძულებულია მოიწვიოს უვიცი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გოგონები
და მათ უცოდინრობაზე აცინოს არამარტო პროექტის მონაწილე კაცები, არამედ მთელი
საქართველო. და მე, როგორც რიგით მაყურებელს, მიჩნდება კითხვა: რაში მდგომარეობს
გადაცემის არსი? იქნებ იმაში, რომ ამ პროექტის მონაწილეები ინტელექტის დონეს იმაღლებენ?
ვაი რომ ზედმეტია ინტელექტზე საუბარი, როდესაც ქართველს გაკალკტიონ ტაბიძე
აკაკი წერეთელი ჰგონია!








რატომ იღებენ გოგონები პროექტში მონაწილეობას?

დიახ, მონაწილე გოგონებს არავინ აძალებს მივიდნენ და თავიანთი უცოდინრობა საქვეყნოდ
გაამჟღავნონ, თუმცა ამგვარ გაუნათლებელ ახალგაზრდას არაა გასაკვირი რომ სარფიან
წინადადებად ეჩვენოს სრულიად უფასოდ ტელეეკრანზე გამოჩენა და "მსჯელობა". განა
მათ უხსნის ვინმე, რომ სირცხვილია პრინც ჰარის ფოტოსურათის დანახვისთანავე მსჯელობა
წამოიწყო ქუთაისის მერია იგი თუ დიდი ბრიტანეთის პრინცი, რომ ალბერტ ეინშტეინის
სახელი და გვარი ენის წვერზე არ უნდა გედგას?


პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მოგეხსენებათ, ნებისმიერი თემის განხილვა მხოლოდ უარყოფით ან დადებით მხარეებზე
საუბრით სწორი არ არის, ამიტომ იქნებ 1-2 სიტყვა მეთქვა მის დადებით მხარეებზე...
და აი აქ, თითქოს უძლური ვარ. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, რა აქვს იმ გადაცემას
დადებითი მხარე, რომელშიც სრულიად უვიცი გოგონები გვაკნინებენ თითოეულ ქალს
და გოგონას კაცების თვალში, ლაფს ისხამენ თავზე და რამდენიმე ბნელი აზროვნების
მქონე ადამიანს მათზე სიცილ-ხარხარი კარგი ჰგონია. სადამდე მიგვიყვანს სხვაზე სიცილი
ალბათ რთული მისახვედრი არაა...


და ბოლოს: ძალიან დიდი თხოვნით მინდა მივმართო გადაცემაზე მომუშავე პიროვნებებს,
რომ საკმარისია ამ გოგონების გადაცემაში მიწვევით მათი შერცხვენა და ქალების ინტელექტის
გათელვა... თუ ასე გულით გსურთ კაცების გარკვევა ქალურ ლოგიკაში სხვა, ჩვენთვის
ნაკლებად შეურაცხმყოფელ გზებს მიმართეთ, ხოლო ამ გოგონებს განათლების ამაღლებას
თავზე ლაფის დასხმით ნუ დაუწყებთ!

მიიჩნევთ თუ არა ამ გადაცემას ქალების დისკრიმინაციად?

დიახ
არა

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 6 7 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top