;
4 აპრილი 2012      ნუციკო     28 კომენტარი     ნანახია 7931-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკი 1862 წლის 24 ოქტომბერს გეორგენტალეში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შემავალი ჩრდილოეთ ბოჰემიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაიბადა. ეს ადგილი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ბოჰემიის მხარეში დამუშავებული სახელგანთქმული მინით იყო ცნობილი. იმ დროში, საკუთარი თავის პატივისმცემელი ყოველი ბოჰემიელის ოჯახში მინის გადამამუშავებელი სახელოსნო მუშაობდა. გამონაკლისი არც დანიელის მამა ყოფილა, თუმცა მისი მცირე საწარმო დიდი მაშტაბებით არ გამოირჩეოდა. მინისაგან იგი ბიჟუტერიას, თმის სამაგრებს, სხვა წვრილმან აქსესუარებს ამზადებდა. უფრო მეტად ოჯახის წევრთა საჭიროებისათვის და საცალო ვაჭრობისათვის. მეტი მაშტაბებისათვის ამ საწარმოს არ მიუღწევია. სვაროვსკი - უმცროსი რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახურ ბიზნესში მონაწილეობდა, თავისუფალ დროს ვიოლინოზე უკრავდა. შემდგომში იგი პარიზში გაემგზავრა, სადაც ქიმია, ფიზიკა, მექანიკა და ინჟინრისათვის აუცილებელი მეცნიერებები შეისწავლა.
1883 წელს ცნობისმოყვარე ბოჰემიელი ვენაში, ელექტრომოწყობილობათა პირველ მსოფლიო გამოფენაზე ჩავიდა. მას სწორედ აქ მოუვიდა აზრად მინის დასამუშავებლად ელექტროობის გამოყენების გენიალური იდეა. დანიელ სვაროვსკიმ მალევე გაარკვია, რომ ეს შესაძლებელი იყო. 1891 წელს, ხანგრძლივი ფიქრის და მცდელობის შემდეგ შექმნა და დააპატენტა მსოფლიოში პირველი ელექტრო სახეხი ჩარხი. ეს მანქანა ძვირფასი ქვებისა და ბროლის სწრაფად, დიდი სიზუსტითა და დიდი რაოდენობით დამუშავების საშუალებას იძლეოდა.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო" დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
ტექნიკური წინსვლის გათვალისწინებით, სვაროვსკიმ საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. მას არ სურდა ბოჰემიაში მოღვაწე ოსტატებისათვის კონკურენცია გაეწია, ამიტომ 1895 წელს ავსტრიაში - პატარა სოფელ ვატენსში დამკვიდრდა. მისი მოსახლეობა სულ რაღაც 744 ადამიანი იყო. მან ბროლის დამუშავება დაიწყო, რაც ძვირფასი ქვების იმიტაცია გახლდათ. სვაროვსკი ვერც კი იფიქრებდა, რომ საფუძველი ჩაუყარა ფირმას, რომელიც 100 წლის შემდეგ, მსოფლიოს მსაშტაბით კრისტალების უდიდესი მწარმოებელი გახდებოდა.

დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო" დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
თავდაპირველად მის კომპანიას უპრეტენზიო სახელწოდება "D.S. & Co" ("დანიელ სვაროვსკი და კომპანია") ჰქონდა. საქმე კარგად აეწყო. 1900 წელს სვაროვსკიმ საკუთარი სახელოსნო გააფართოვა, კიდევ 200 მუშა დაიქირავა. ამ საწარმომ სწორედ მაშინ მიიღო ახალი სახელწოდება - Swarovski
1911 წელს, დანიელ სვაროვსკიმ ვაჟებთან ერთად ბროლის დამუშავების ახალ ხერხს მიაგნო. პირველი მსოფლიო ომის წლებში ევროპაში საიუველირო პროდუქციაზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა. კომპანიას სახეხი და სალესი მოწყობილობებისათვის ინსტრუმენტების დამზადება დაიწყო. კომპანია გაკოტრებისაგან სწორედ ამ პროდუქციის წარმოებამ გადაარჩინა, რომელსაც დღემდე Tyrolit-ის სავაჭრო ნიშნით უშვებს.
1920 წლიდან სვაროვსკიმ თავისი, შემდგომი სახელგანთქმული ბროლის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. უნიკალურ ჩარხებზე იგი ძვირფას ქვებს კი არა აწახნაგებდა, არამედ ტყვიის მაღალი შემცველობის მინას და ბრილიანტის მიმსგავსებულ კრისტალებს უშვებდა. მათ ცნობილი მოდელიორების - კოკო შანელის, კრისტიან დიორის მონდომების წყალობით მსოფლიოს მაღალი წრის წარმომადგენელები ატარებდნენ.
პატარა ავსტრიული ფირმისათვის მართლაც რომ ოქროს ხანა დადგა. გაირკვა, რომ ასეთი მშვენიერი, ძვირადღირებული კრისტალების დამზადება მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ფირმა Swarovski-ს შეეძლო. პატარა სოფელში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმული გახდა. იღბლიანი დანიელ სვაროვსკის მთავარი კონკურენტები იმ დროში ვენეციის ცნობილი მინის ქარხნები იყვნენ. ისინი გაკოტრების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ვენეციაში კი არა, მსგავსი პროდუქციის დამზადება დღემდე (დიდი მცდელობის მიუხედავად) ვერავინ შეძლო.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის მოდის სახლებმა ბუნებრივია უდიდესი ზარალი განიცადეს. კრისტალები აღარავის სჭირდებოდა. სამეწარმეო საქმეში გამოცდილმა დანიელ სვაროვსკიმ მხოლოდ მისთვის ცნობილი საშუალებები, გერმანელთა ჩარევის გარეშე, საკუთარი პროდუქციის გატანა ამერიკაში შეძლო. 1950-იან წლებში ევროპაში მშვიდობიანი წლები აღდგა. მოდურ ტანსაცმელებზე მოთხოვნილება კვლავ გაიზარდა. ფირმა Swarovski-მ ევროპისა და ამერიკის მოდის სახლებთან საქმიანი ურთიერთობები კვლავ განაახლა.
ფირმამ მასობრივი მოთხოვნილების პროდუქციის გარდა, ექსკლუზიური შეკვეთების შესრულება დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა დანიელ სვაროვსკის შვილიშვილის ნიჭი. 50-იანი წლების შუაგულიდან მან ფერადი კრისტალების წარმოების ტექნოლოგიის შექმნა მოახერხა. ფერადი სტრაზები მოდაში შემოვიდა, იგი მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრდა. სვაროვსკის დამზაებული ფერადი კრისტალები ფუფუნებისა და სიმდიდრის სინონიმად იქცა. ფირმის დამაარსებელი ამ პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავდა. სოლიდური კონკურენტები - ვენეციის ცნობილი მინის დამამზადებელი ქარხნები კვლავ გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
1956 წელს ფირმის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი დანიელ სვაროვსკი გარდაიცვალა. მან ოჯახს აყვავებული ბიზნესი დაუტოვა.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
1965 წლიდან ფირმამ უმაღლესი ხარისხის ბროლისაგან დამზადებული ჭაღების წარმოება დაიწყო. ეს პროდუქცია გამოირჩეოდა ოპტიკური სისუფთავით, რომელიც მინაში ტყვიის ჟანგის მაღალი, 32%-იანი შემცველობით, აგრეთვე მაღალხარისხიანი მოწახნაგებით მიიღწეოდა.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
1976 წელს ფირმა Swarovski-მ ახალი ხაზი - Silver Crystal გახსნა. სუვენირების სახით მცირე ზომის დეკორატიული ნაკეთობები მსოფლიოს მასშტაბით დღემდე პოპულარულია. ამ ფირმამ პირევლი ბროლის ფიგურა - პატარა თაგვი დაამზადა.
სვაროვსკის ოჯახის 5 თაობამ ბროლის დამუშავება უმაღლეს დონემდე აიყვანა და საიუველირო ნაკეთობებიდან დაწყებული გამოშვებული პროდუქციის მრავალფეროვნებას მიაღწია: საიუველირო მორთულობანი, ქსოვილისგან დამზადებული ნაკეთობანი, სუვენირები, სასჩუქრე ნაკრები, საავტორო საიუველირო ნაკეთობანი, მოდური ბიჟუტერია, ჭაღებისათვის განკუთვნილი საკიდები, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია პროდუქციისა, რასაც სადღეისოდ ეს ფირმა უშვებს.
გარდა ამისა, Swarovski Optik ზუსტ ოპტიკურ ხელსაწყოებს - ტელესკოპებს, დურბინდებს Habicht-ის სავაჭრო ნიშნით უშვებს.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
1988 წლიდან კომპანიის სიმბოლო გედი გახდა
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
1995 წელს დანიელ სვაროვსკის მიერ დაარსებულმა ფირმამ 100 წლის იუბილე აღნიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით უნიკალური მუზეუმის შექმნა გადაწყვიტეს. იგი გამოქვაბულშია განთავსებული. შედგება რამდენიმე ოთახისაგან, რომელიც ვიწრო გადასასვლელებითა და კიბეებით შეერთებულ ლაბირინთებს წარმოადგენს. ეს მუზეუმი მუდმივმოქმედია. მის შესასვლელს ბალახით დაფარული თავის მქონე გიგანტი "იცავს". მისი თვალები ფეხბურთის ბურთის ზომისაა, დამზადებული მწვანე ფერის კრისტალებით, განსაკუთრებულად იდუმალი ბრწყინვალებით კი სიბნელეში ანათებს. ამ გიგანტის პირიდან აუზში ჩანჩქერი გადმოდის. მის გვერძე, მარჯვნივ ხელის ფორმის ბაღი-ლაბირინთია განთავსებული, რომელშიდაც გზა-კვალი ადვილად შეიძლება აებნეს ადამიანს.



დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"


ამ მუზეუმში სვაროვსკის ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ბროლის კრისტალია გამოფენილი. ისინი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. გიგანტის წონა 310 000 კარატია (დაახლოებით 62 კგ.), დიამეტრი - 40 სანტიმეტრი. ყველაზე პატარა კრისტალის ხილვა მხოლოდ მიკროკოპით არის შესაძლებელი. მისი დიამეტრი მხოლოდ 0,8 მილიმეტრია. ექსპონანტებს შორის არის სალვადორ დალის "რბილი საათი", რომელიც ბროლისგან არის დამზადებული, ინდოელი მაჰარაჯას ცხენის მორთულობა, ბროლის კედელი, რომლის სიმაღლეც 11 მეტრია და ა.შ.


დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"


კიდევ ერთ დარბაზში "Planet der Krostalle" (ბროლის პლანეტა) მოწყობილი სამგანზომილებიანი შოუ მნახველთა წარმოსახვას ერთდროულად ანცვიფრებს და ამდიდრებს. სპეციალური სათვალეების გარეშე დამთვალიერებელს სამგანზომილებიანი ანიმაციის, "ბროლის მეტაფორმების" დახმარებით სამყაროს წარმოშობის შესახებ დიდი წარმოდგენა შეუძლია იხილოს. განუმეორებელ ჰოლოგრაფიულ ეფექტს სვაროვსკის კრისტალებისა და უახლესი აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით მიაღწიეს. ექსკურსანტები დედამიწის ჭეშმარიტი ისტორიის რეალურ სურათებს იხილავენ მათ წინაშე ელვისებური სისწრაფით გადაიშლება ბროლის პლანეტის მთლიანი ევოლუცია.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"

დარბაზი "Kristalldom" უეცრად ჩნდება. 590 სამკუთხა სარკე სხივებით ლამაზ ეფექტებს ქმნის. დილის შუადღისა და საღამოს მეტაფორები სარკეების მეშვეობით ზღაპრულ ილუზიებს ხატავს, მათი დაუსრულებლად არეკვლა მუზეუმის ამ დარბაზს უსასრულობამდე აფართოებს, ხმების აკუსტიკა ექოს თანხლებით განსაცვიფრებელია. ექსკურსია ბროლის მუზეუმში ბრიან ენოს მედიტაციის ოთახით მთავრდება. აქ გამოყენებულია სხივების თამაში მუსიკის ფონზე. ამ მუზეუმში მუსიკა ყველგან ისმის. სვაროვსკი ყოფილი მევიოლინე გახლდათ. ცნობილი ფაქტია ის, რომ სვაროვსკი თანამშრომლებისგან მოითხოვდა მზა ნაკეთობაში "ბროლის მუსიკა" აჟღერებულიყო. მან მთელი სიცოცხლე კრისტალებს მიუძღვნა და ბუნებრივი წარმოშობის მასალები ხელოვნების დონემდე აამაღლა.







უკვე 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დანიელ სვაროვსკის მემკვიდრეები კომპანიის დამაარსებლის ძირითად პრინციპებს მონდომებით იცავენ. ისინი ისწრაფვიან უზრუნველყონ გამოშვებული პროდუქციის უნაღლესი ხარისხი, ითვისებენ მუშაობის ახალ მეთოდებს, პროდუქციის ახალ სახეობებს. კომპანიის საქმიანობის ყველა სახეობას კარგად უთავსდება აქ დამკვიდრებული ლოზინგი "მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ'. სწორედ ამ ლოზუნგის შინაარსშია ცადებული კონცერნის 11 000 თანამშრომლის შთაგონება. ამ კომპანიის ქარხნებში წარმოებული ბროლი სადღეისოდ არამარტო ელიტური ბიჟუტერიის დამზადებისას, არამედ ინტერიერისათვის საჭირო ყველა სახის აქსესუარის დასამზადებლად გამოიყენება.
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"
ბროლის დამუშავებას სხვადასხვა ხერხებითა და შედეგებით დღემდე სხვებიც ახერხებენ. კრისტალების დამუშავების ის საიდუმლო, რომელიც სვაროვსკიმ აღმოაჩინა, - მის პირდაპირ მემკვიდრეებს გადაეცემათ. დანარჩენები: ხელოსნები, მოსამსახურეები, ფაბრიკის მმართველები მხოლოდ იმ უბნის მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი, რომელიც აბარიათ. სვაროვსკის ბროლის საიდუმლო კი მის მაგიურ ბრწყინვალებაშია!
დანიელ სვაროვსკის "ბროლის სამყარო"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

28


  • elenikojoe თქვა:
    6 აპრილი 2012 22:43 - ID: 28,
    love კარგი ნიუსია ძალიან კარგი
    მიყვარს სვაროვსკი და ბევრი აქსესუარიც მაქვს ))
    request

  • me თქვა:
    5 აპრილი 2012 13:26 - ID: 27,
    ყოჩაღ ავტორო, კარგია : )) ძაან მიყვარს სვაროვსკი love

  • xunwo თქვა:
    5 აპრილი 2012 02:21 - ID: 26,
    xo mec damezara cakitxva da ar vici ceria aq tu ara mara kovel axal cels svarovski ushvebs axal varskvlavs.mgoni ukve 10 celia.sheizleba metic.da kvela varskvlavi ertmanetisgan gansxvavdeba.cels gavige eg N.Y shi da 50 dolari girs eg varskvalvi :)))))))

  • Maryyy თქვა:
    4 აპრილი 2012 23:48 - ID: 25,
    აუ ყველას ჯოოოობს love

  • Taamoo თქვა:
    4 აპრილი 2012 23:41 - ID: 24,
    love

  • Maggie თქვა:
    4 აპრილი 2012 21:55 - ID: 23,
    სიმართლე რო ვთქვა ამდენი რამის წაკითხვა დამეზარა და პოტოებიი დავათვალიერე მარტო :D საინტერესოაა laughing love

  • behind თქვა:
    4 აპრილი 2012 21:39 - ID: 22,
    ძვირფას თვლებიან სამკაულს სვააროვსკი მირჩევნია და რა ვქნაა

  • Thamo თქვა:
    4 აპრილი 2012 21:28 - ID: 21,
    მიყვარხარ ავტორო. winked

  • - Mลrίล თქვა:
    4 აპრილი 2012 21:27 - ID: 20,
    ჰაიმე ერტი ცალი გადმომიგდეტ რაა wink

  • ..likuna.. თქვა:
    4 აპრილი 2012 19:58 - ID: 19,
    უმაგრასია love love

  • lika:p თქვა:
    4 აპრილი 2012 19:52 - ID: 18,
    აუუუუუ მაგარიაააა love

  • Tiko :P თქვა:
    4 აპრილი 2012 19:28 - ID: 17,
    love

  • suzzi თქვა:
    4 აპრილი 2012 19:13 - ID: 16,
    love love

  • mari.mr თქვა:
    4 აპრილი 2012 18:32 - ID: 15,
    ნუცა ძაან მაგარი ხარ love

  • Anch_Bey თქვა:
    4 აპრილი 2012 18:21 - ID: 14,
    აუ, როგორ მიყვარს სვაროვსსკიი love
    ნიუსზე ლაპარაკი აღარ მაქვს ! love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    4 აპრილი 2012 18:17 - ID: 13,
    love love რა მაგარი სიახლეაააააააააა

  • Ani_pupsika15 თქვა:
    4 აპრილი 2012 18:08 - ID: 12,
    ყოჩაღ ავტოროო :* ისე სხვა ბრენდებზეც რო გააკეთოდ ასეთი ნიუსი კარგი იქნება .

  • QiQiTo:):) თქვა:
    4 აპრილი 2012 18:06 - ID: 11,
    ვაუ no winked

  • Trouble_Maker თქვა:
    4 აპრილი 2012 17:43 - ID: 10,
    ვგიჟდები ნუციკოს გიგანტურ ნიუსებზე lol love

  • kristi_ თქვა:
    4 აპრილი 2012 17:32 - ID: 9,
    აქ შემაგდო 2 წამი wink ავტორ ყოჩაღ love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top