;
5 აპრილი 2012      Miki_Mika     54 კომენტარი     ნანახია 5132-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


Powered by mp3skull.com

Scary places....


საათის ისარმა 12-ს რახანია უკვე ჩამოჰკრა.....გარეთ, წყვდიადი და სიჩუმე....მთვარეც სადღაც გაქრა...სახლში, შენ და შენი სამიოდე მეგობარი მხოლოდ.....პლედებით და Popcorn-ით "შეიარაღებულნი"....გახშირებული გულისცემა....დაძაბული გამომეტყველება....თითქმის შეუმჩნეველი თრთოლვა ქვედა ყბისა....მოციმციმე ეკრანის შუქი..... "მოკლავს....!! არა ნამდვილად მოკლავს...!!.აი მიუახლოვდა...გაიქეციი!!!.....არა..ააააააა.......!!!" ....ყვირილიიიი!!....უფრო სწორად წამოკივლება....უკვე ახალი სიუჟეტისთვის ემზადები....."ჯანდაბას, მოკვდა და მოკვდეს!!...თავის თავს დააბრალოს...არ დამიჯერა და აი.....!!" ....დაზარალებული ისევ ის პლედი აღმოჩნდა რამოდენიმე წამის წინ ასე განწირულად რომ ჩაბღუჯე.......ყველაფერი თავიდან იწყება........ - ნაცნობი სიტუაციაა, არა??
რატომაც არა, Horor-ების მეგობრებთან ერთან ყურება კარგი გართობა თუ არა, "ემოციებისაგან დაცლის" კარგი საშუალება მაინც არი.....თუმცაღა , ვინმემ რომ გკითხოს მოჩვენებების ან დაწყევლილი ადგილების თუ გჯერაო, ისე ოსტატურად მიიღებ სკეპტიკურ და დამცინავ გამომეტყველებას, თითქოს ოსკარს ელოდებოდე "ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის",-"რას ამბობ, ბავშვი კი არ ვარ ეგეთი რაღაცები დავიჯერO.o" ....გული რაღაცნაირად კი "გაიფაჩუნებს", მაგრამ შენ მაინც ჯიუტად ეუბნები: "მე უკვე დიდი ვარ!! დ.ი.დ.ი!!", უცებ გახსენდება რომელიმე მაღალბიუჯეტიანი Horor-ი და გუნებაში იცინი.."ესეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება..."
მაგრამ, რა მოხდება თუ ერთხელაც 3D სათვალეების დაუხმარებლად აღმოჩნდები ისეთ ადგილას, რომელიც ისეთ ციებ-ცხელებას მოგგვრის, პროფესიონალ მანიაკსაც რომ შეშურდებოდა.....არ გჯერა?? მერე რა, ფაქტები სხვაზე მეტყველებენ.....

1. Dudley Town
Scary places....
ქალაქი კორნვოლში (კონექტიკუტი).და პოპულარობითაც სარგებლობდა ინდუსტრიალიზაციის ხანაში მანამ, სანამ ხალხმა უცნაური ამბების მოყოლა არ დაიწყეს აუხსნელ მკვლელობებსა და მასობრივ თვითმკვლელობებზე. ზოგჯერ ადრილობრივებს ეჩვენებოდათ დემონები, რომლებიც მათ თვითმკლელობისკენ უბიძგებდნენ. ამავდროულად ქალაქიდან უკვალოდ ქრებოდა დიდი რაოდენობით წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ქალაქი ნამდვილად დაწყევლილი უნდა ყოფილიყო. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ამ ადგილიდან თითქმის ყველა ან მოკვდა, ან გადასახლდა. დღეს Dudley Town-ის ადგილას ხშირი ტყეა გაჩენილი. მაღალი ხშირი ხეების გამო ტყეს Dark Entry Forest ეწოდა. 1000-ობით ცნობისმოყვარე ადამიანი დაუკავებიათ ამ ტყის სტუმრობის გამო. ამ ადგილში ხშირად ხედავენ უჩვეულო სფერულ სხეულებს, აუხსნელი ნათებებს და ესმით უცნაური ხმები.

2. Screaming Tunnel
Scary places....

მდებარეობს ონტარიოში. ამ გვირაბთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს...ერთ-ერთის თანახმად, დაახლოებით ერთი საუნის უკან, გვირაბის სამხრეთ გასასვლელთან იდგა ფერმერის სახლი., რომელსაც წაჰკიდებია ცეცხლი. სახლში ამ დროს იმყოფებოდა გოგონა, რომელიც ალმოვარდნილი გამოქცეულა გვირაბისკენ, თუმცა ფეხი დაუცდა და მოკვდა. ამბობენ, რომ თუ შუაღამით დადგები გვირაბის ცენტრში და აანთებ ასანთის ღერს, ალი თავისით ჩაქრება და გაიგონებ გოგონას განწირული ყვირილის ხმას.

3. Aokigahara („ხეების ზღვა“ )
Scary places....

მდებარეობს იაპონიაში, მთა Fuji-ს ჩრდილოეთით. ტყეში უამრავი ფარული გამოქვაბული და უზარმაზარი ხეა. აქ საკმაოდ ბნელა, ხეების ქვეშ ძლივს აღწევენ მზის სხივები. აოკიგაჰარა საკმაოდ წყნარი ადგილია, რადგან აქ ცხოველები არ ბინადრობენ. ტყე ცნობილია არა მარტო Fuji-ს მთის გასაოცარი ხედით, არამედ თვითმკვლელობების ფაქტებითაც. 2004 წლისთვის 108 ადამიანის გვამი იყო აქ ნაპოვნი. იაპონიის მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო და 2010 წელს 247 თვითმკვლელობის „მსურველისგან“ მხოლოდ 54-მა მოახერხა სურვილის სისრულეში მოყვანა. ტყეს ყოველწლიურად ათვალიერებენ პოლიციელები და მოხალისეები. (სამწუხაროდ, ისინი ყოველ ჯერზე აწყდებიან გვამებს, ძირითადად ხეზე ჩამოკიდებულებს..)

4. Ancient Ram Inn
Scary places....

მდებარეობს გლასტერშაიარში (ინგლისი). ცივი კედლები, მყრალი სუნი და ნესტი, არაფერია იმასთან შედარებით რაც ამ შენობაში ხდებოდა: მკვლელობები, მსხვერპლშეწირვა და სხვადასხვა სატანისტური რიტუალები. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახლი დგას ზუსტად იქ, სადაც ადრე წარმართული სამარხი იყო.

5. Hoia-Baciu
Scary places....

ტყე რუმინეთში Cluj-Napoca-ს მახლობლად, რომელსაც სახელი ეწოდა იმ მწყემსის "საპატივცემულოდ", რომელიც ამ არეში უკვალოდ გაქრა 200 ცხვართან ერთად. ადგილობრივებს ეშინიათ ტყეში შესვლის, რადგან სჯერათ, რომ ვინც მასში შევა, უკან ვეღარ დაბრუნდება. ეს ადგილი ცნობილია პარანორმალური მოვლენებით. მის შემოგარენში ხალხი ხედავს სფერულ სხეულებს, ლანდებს, ესმით ქალის ხმები, ხითხითი. ვიზიტორებს აწუხებთ სევდის მაგვარი გრძნობა და ასევე ის, რომ მათ უთვალთვალებენ, აკვირდებიან.

6. Pelabuhan Ratu
Scary places....

მდებარეობს ინდონეზიაში. ლეგენდის თანახმად, მეფე პრაბუ სილივანგის ქალიშვილმა, სამხრეთის ზღვის დედოფალმა-რორო კიდულმა, თავი მოიკლა (კლდიდან ზღვაში გადახტა). ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კი ვინმე მწვანე(დედოფლის საყვარელი ფერი იყო) საცურაო კოსტუმით გადაწყვეტს ზღვაში შესვლას, დედოფლის მოჩვენება მას ფსკერისაკენ წაიყვანს. "Samudra Beach Hotel"-ის 308-ე ოთახი სპეციალურად დედოფლისთვის არის იზოლირებული და იქ შესვლა არ შეიძლება.

7. Red Forest (Рудий ліс)
Scary places....

მდებარეობს ქალაქ Pripyat-ში (უკრაინა). ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ 1986 წელს ტყემ მოწითლო-მოყავისფრო ფერი მიიღო და სიცოცხლე შეწყვიტა. ამის შემდეგ ბევრი ხე მოჭრეს და დაწვეს თხრილებში. შემდეგ თხრილებს დააყარეს მიწა და დარგეს ფიჭვის ხეები. დღეისათვის წითელი ტყე ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ არედ ითვლება მსოფლიოში. რადიაცია მიწის სიღრმეშიც აღწევს. მიუხედავად ამისა, ტყის მცენარეები შეეჩვივნენ ცვლილებებს და არა მარტო გადარჩნენ, არამედ აყვავდნენ კიდეც. აქ ბინადრობენ მგლები, ყატყატები, ფოცხვერები, არწივები, დომბები და სხვ. 2001 წელს ქალაქ Pripyat-ში ყავისფერი დათვიც შენიშნეს. კატასტროფის შემდეგ ტყეში ბევრი ისეთი ცხოველი ბინადრობდა, რომლებმას მუტაცია განიცადეს.

8. Monte Cristo
Scary places....

მდებარეობს ავსტრალიაში, ჯანიში (ახალი სამხრეთ უელსი). სახლის მფლობელი, მისის კრავლი, თავისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 23 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გამოვიდა სახლიდან. მისი გარდაცვალების შემდეგ თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ საწოლი ოთახიდან გამოდის უცნაური ხმები, ნათურა ავტომატიურად იწყებს ციმციმს და რამოდენიმეჯერ ფანჯრის მინასთან ქალბატონის სახეც კი დალანდეს. ვიზიტორები ამტკიცებენ, რომ როცა ისინი შედიან ბიჭის საწოლ ოთახში, მათ სუნთქვა უჭირთ, წითლდებიან და ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს იხრჩობიან, თუმცა ოთახიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი მწყობრში დგება.

9. Dominican Hill
Scary places....

მდებარეობს ფილიპინებში, ქალაქ ბაგუიოში. ომის დროს ეს შენობა გამოიყენებოდა, როგორც ჰოსპიტალი, სადაც გადარჩენის სურვილის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დაიღუპა. ადამიანები ამტკიცებენ, რომ ღამღამობით შენობიდან ხშირად ისმის კარებზე ბრახუნის, ჭურჭლის მსხვრევის და განწირული პაციენტების ყვირილის ხმა.

10. Changi Beach
Scary places....

მდებარეობს სინგაპურში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩანგის სანაპირო იყო არენა იმ ჩინელი მოქალაქეების გასაჟლეტად, რომლებიც იაპონელების მოწინააღმდეგებად მიიჩნეოდნენ. ათასობით ჩინელი სასტიკად აწამეს და მოკლეს, ისე რომ მიწისთვის არც კი მიუბარებიათ. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ ესმით საზარელი ყვირილისა და ტირილის ხმები. ზოგი ამტკიცებს რომ ხედავენ უთავო სხეულების მოჩვენებებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოჩვენებები სისხლიან კვალს ტოვებენ და ღამღამობით ხალხი ხედავს თხრილებს, რომლებიც თითქოსდა გვამების დასამარხად ამოთხარეს.


Scary places.... Scary places....

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

54


  • RobynFenty თქვა:
    28 ნოემბერი 2013 17:51 - ID: 54,
    2. Screaming Tunnel
    aq cavidodii didiii siamovnebiiittt :)))))
    momecona mgarammm cota ar ikooss shemshinndaaaa :\\\

  • _T_E_O_ თქვა:
    16 აპრილი 2012 13:14 - ID: 53,
    აუუ უეეჭველი მინდა ვნახოო ყველაა ადგილი ერთი დღე , ღამე ძაან მაინტერესეეებსსს: X

  • FuCk Off. თქვა:
    8 აპრილი 2012 17:39 - ID: 52,
    რა საინტერესო თემაა.. რა კარგი იქნებოდა ასეთ თემებს ქართული ტელეარხებიც რომ აშუქებდნენ და ხშირად იყოს მსგავსი გადაცემები.. ეჰ

  • elenuca44 თქვა:
    8 აპრილი 2012 17:15 - ID: 51,
    ვა რა საინატერესოა smile

  • niniko-salvatore თქვა:
    8 აპრილი 2012 15:56 - ID: 50,
    ვაიმე დედააააა wassat wassat

  • Bimch თქვა:
    7 აპრილი 2012 18:19 - ID: 49,
    ვაიმე დედიკონააა :X:X იმან გადამრია ხალხო მეცხვარე და 200 ცხვარი როგორ დაიკარგააა გადავირიეეე თან უკვალოოოდ wassat

  • desuuuu...., თქვა:
    6 აპრილი 2012 22:53 - ID: 48,
    mikuss,
    ეგ მეც მახსოვს. ვითომ ჯოჯოხეთიდან ისმის ეგ ხმებიო.


    მიყვარს ესეთი ისტორიების კითხვა და თან ამ ადგილების ნახვაც მინდა მაგრამ ცოტა მეშინიასავით. ნამდვილად არ მინდა რო დათვმა შემჭამოს. wink

  • FuckYourMother თქვა:
    6 აპრილი 2012 17:00 - ID: 47,
    საინტერესოა love მომეწონა

  • Spain-Girl თქვა:
    6 აპრილი 2012 16:49 - ID: 46,
    გაგრძელება არ იქნება ? no

  • cicikuna თქვა:
    6 აპრილი 2012 15:08 - ID: 45,
    მაგარიააა wink love

  • Queen.M თქვა:
    6 აპრილი 2012 14:08 - ID: 44,
    როგორ მიყვარს საშინელებათა ისტორიების და ლეგენდების მოსმენაააა love მე ძალიან მინდა რუმინეთში დრაკულას სასახლეში წასვლა love

  • soof თქვა:
    5 აპრილი 2012 22:40 - ID: 43,
    love

  • Mari.♫ თქვა:
    5 აპრილი 2012 22:24 - ID: 42,
    3. Aokigahara „ხეების ზღვა“

    აქ მინდა :X
    კარგი ნიუსია :)

  • annie martin თქვა:
    5 აპრილი 2012 22:17 - ID: 41,
    მომეწონა ძაან,მიყავრს საშიშI ამბები.. კიდე დადეე :))

  • chmok2 თქვა:
    5 აპრილი 2012 22:03 - ID: 40,
    კაი ნიუსიაა <3 უცნაურზე არ დამინახიაა ეს ახალია რაღაც.. < 3

  • Miki_Mika თქვა:
    5 აპრილი 2012 21:59 - ID: 39,
    ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას love love love
    მიხარია, თუ მოგეწონათ winked love love love love

  • mikuss თქვა:
    5 აპრილი 2012 21:59 - ID: 38,
    ოოო და დავიჯერო ვინც მანდ შევა ვეღარ გამოვა? wink აუუ ისეე ბავშვებოო ადრე გამოაცხადეს თუ რა არ მახსოვს მარა არქეოლოგები რო თხრიდნენ,ძაან ღრმად შესულან და რაღაცა ხმები ესმიით no

  • INNA თქვა:
    5 აპრილი 2012 21:52 - ID: 37,
    მდაააა..

  • tamo თქვა:
    5 აპრილი 2012 20:51 - ID: 36,
    ძალიან სერიოზული სიახლეეაა ყოჩაღ

  • Anna-Frank თქვა:
    5 აპრილი 2012 20:41 - ID: 35,
    საინტერესო სიახლეა, winked

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top