;

6 April 2012      kriwina.     Views 5849    
Category: Fun, Interesting, Theme

როგორ ?


როგორ
მოვიპოვოთ სიმშვიდე
განვიტვირთოთ მწუხარებისაგან
მივაღწიოთ ოჯახურ ბედნიერებას


ამერიკელი მეცნიერის, ადამიანურ ურთიერთობათა სპეციალისტის
დიელ კარგენის ცნებების მიხედვით


ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემა სამყაროსავით ძველია. იგი მუდამ აღელვებდა სწავლულებსა და მოაზროვნეებს. მიზანი კი ერთი იყო : დახმარებოდა პიროვნებას საკუთარი ადგილის პოვნაში, გაეხადა ის ბედნიერი. ვინ არ ისწრაფვის იქითკენ, რომ უკეთ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, განიცადოს სიახრული შრომაში, მაგრამ ამისათვის მზა რეცეპტების მოძებნა ძანლზე ჭირს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი ინტერესები გვაქვს. როგორ შევუთავსოთ ისინი საზოგადაებრივ ინტერესებს ? როგორ მივაღწიოთ, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები. დავიმსახუროთ გარშემომყოფთა სიმპათია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევქმნათ ოჯახური სიმყუდროვე ? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებზე , რომლებიც ყოველდღიურად წამოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში სპეციალისტის, ამერიკელი დეილ პარგენის ცნებებშია.

როგორ ?

როგორ ?


ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები

განათლების უდიდესი მიზანი ესაა არა ცოდნა, არამედ მოქმედება. (სპენსერი)


რამდენი ახლობელი გყავთ, რომლებიც გინდათ უფრო უკეთესნი, სრულყოფილნი იყვნენ. შესანიშნავია, მაგრამ რატომ ა რუნდა დავიწყოთ საკუთარი თAვიდან ? დიდი ჩინელი მოაზროვნე კონფუსი ამბობს: თუ აკრიტიკებთ სხვას იმის გამო, რომ მისი სახლის სახურავზე თოვლი ძევს, თუ თქვენი საკუთარი ზღურბლი ჯერ კიდევ არ გაგიწმენდიათ. იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთს განსაჯოთ ადამიანები, ეცადეთ გაუგოთ მათ, რატომ იქცევიანი ისინი ასე და არა სხვაგვარად. სწორედ ეს აღვივებს ადამიანში თანაგრძნობას, მოთმენასა და კეთილმოსურნეობას. ყველაფერი გაუგო- ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი აპატიო !

როგორ ?


ადამიანებთან მოქცევის ხელოვნების დიდი საიდუმლო :


ყოველი ადამიანის მისწაფებაა იყოს მნიშვნელოვანი პიროვნება. დავიმახსოროთ ეს გამოთქმა. ამით განვსხვავდებით ჩვენ ცხოველებისაგან. ეს თვისება რომ არ ჰქონოდათ ჩვენს წინაპრებს, ცივილისაციაც არ იქნებოდა. მაგალითად, სწორედ ეს მისწრაფება ასულდგმულებდა დიკენსს უკვდავი რომანების დაწერისას, ამავე გრძნობამ '' აიძულა'' როკფელერი დაეგროვენია მილიონები. ამიტომაც სურდა ჯორჯ ვაშინგტონს მისთვის ეწოდებინათ : თქვენო ბრწყინვალებავ შეერთებული შტატების პრეზიდენტო - და ასე შემდეგ.
ამ მნიშვნელოვნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოვწონდეთ სხვებს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას ? ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამოდენიმე წესს, რომლებიც ''ძვირი არ ღირს'' , მაგრამ ამასთანავე, ფასდაუდებელია.

როგორ ?


ექვსი წესი, რომელთა მეოხებით თქვენ ადამიანებს მოეწონებით




1. მოიქეცით ასე დ აყველგან სიხარულით მიგიღებენ

თუ თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ იყოთ შესანიშნავი ადამიანი, თავი მოაწონოთ სხვებს და მოახდინოთ მათზე შთაბეჭდილება, ჭინასწარ გარწმუნებთ: ნამდვილი მეგობრები არასდროს გეყოლებათ, კაცი, რომელიც თავის თანამოძმეთა ბედით არ ინტერესდება, განწირულია მარტოობისათვის, განიცდის უდიდეს სიძნელეებს და მხოლოდ წარუმატებლობა ელის.
გინდათ მეგობრები გყავდეთ ? ყოველნაირად ეცადეთ, რაღაც გააკეთოთ ამისათვის, რაღაც ისეთი, რაც მოითხოვს დროს, ენერგიას, მზრუნველობას. მაშ, ასე, თუ გინდათ სხვებს მოეწონოთ დაიცავით ეს წესი : დაინტერესდით თQვენს გარშემო მყოფთა ბედით


როგორ ?


2. კარგი შთაბეჭდილებების მოხდენის უბრალო საშუალება

ერთ-ერთი საშუალება სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენისა.. თქვენივე ღიმილია. ხშირაად გაიღიმეთ, სხვებს სიამოვნებთ, როცა მომღიმარს გხედავენ და იშვიათად გაიფიქრებენ ცუდს. მუდამ ჩაფიქრებული, შეწუხებული ადამიანის მწერა კი უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. გარწმუნებთ, თუ თქვენ შემხვედრ პიროვნებას ყოველთვის უღიმით, ის თქვენზე ცუდს არ ტყვის. თქვენთვის ეს არაფერია, სხვას კი რაღაცით ამდიდრებს, მის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. იცოდეთ არავინაა ისეთი მდიდარი, რომ ჭიმილი არ სჭირდებოდეს. ღიმილი კეთილსასურველ განწყობას ბადებს საქმიან ურთიერთობაში, ასრულებს პაროლის როლს მეგობრებს შორის.
გაიღიმეთ !


როგორ ?


3. თუ ასე არ აკეთებთ, უსიამოვნებანი გელით


ადამიანი თავისდაუნებურად ეფერება და ელოლიავენა საკუთAრ სახელს. ფრანკლინ რუზველტი ურალო, მაგრამ მეტად მოქმედ საშუალებად თვიდა დაემახსოვრებინა გარშემომყოფთა სახელები. როცა ვინმეს სახელით მივმართავთ, მის ღირსებას ვუსვამთ ხაზს. დავიმახსოვროთ ადამიანის სახლეი, ეს ყველაზ ეტკბილი სიტყვაა მისი სმენისათვის.


როგორ ?


4. როგორ გავხდეთ კარგი მოსაუბრე

სად იმალება საქმიანი საუბრის წარმატების საიდუმლო ? მოსაუბრისადმი ყურადღებაში. ეს მეტად საჭირო ფაქტორია. არაფერი ისე არ მოქმედებს მოსაუბრეზე, როგორც თქვენი ყურადღება. არასოდეს არავის არ უსმენთ ? მხოლოდ ლაპარაკობთ ? უკვი ვიცი : თქვენ გაგირბიან ადამიანები, თQვენზე ცუდს ამბობენ, მეტსაც გეტყვით : სძულხართ კიდეს.
საინტესესო რომ გადეთ, დაინტერესებული უნდ აიყოთ. მოსაუბრეს მიეცი შეკითხვა, რომლზეც მას პასუხის გაცემა სიამოვნებს. დააჯილდოვეთ სხვები, ილაპარაკონ საკუთარ თავზე. იყავით კარგი მსმენელი.


როგორ ?


5. როგორ დავაინტერესოთ ხალხი

როცა მურველტი მნახველებს ელოდა, იგი გვიან ღამემდე იჯდ ადა სწავლობდა მასალებს, რომლებიც, მისი აზრით, დააინტერესებდა სტუმრებს. მან იცოდა : შეუმცდარი გზა მოსაუბრის გულისანეკ ესაა იამზე ლაპარაკი , რაც მას აინტერესებს.

როგორ ?


6. როგორ დავიპყროთ მოსაუბრის გული

ისესო ქრისტენ იუდეის ქვიან ბორცვებზე წარმოთქმული სიტყვა ასე დაამთავრა : ადამიანები სწორად ისე მოგექცევიან, როგორც შენ მათ ექცევიო.
ღირსების გრძნობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. იგი თითოეულ პიროვნებაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნუ გაიკვირვებთ: ვინც არ უნდა იყოთ თქვენ და ვინც არ უნდა იყოს თქვენი მოსაუბრე, იგი საკუთარ თავს რაღაცით თქვეზე მაღლა აყენებს. და თუ გინდათ მისი კეთილგანწყოვა ჰპოვოთ, აგრძნობინეთ უპირატესობა. ამგვარად, თუ გინდათ , რომ ხალხს მოეწონოთ დაიცავით მეექვსე წესი : აგრძნობინეთ თქვენს მოსაუბრეს. რომ იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს გააკეთეთ გულმხურვალედ..

როგორ ?


Category: Fun, Interesting, Theme
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top