;

7 April 2012      anano-anano     Views 3996    
Category: Fun, Interesting

ჰოლივუდის ოქროს ხანის კაშკაშა ვარსკვლავების სტილი მუდამ ჩვენი შთაგონების წყაროა.ამიტომ დროა გავიცნოთ ცნობილი თმის სტილისტი სიდნი გილაროვი,რომელმაც დაუვიწყარი თმის ვარცხნილობები შექმნა ცნობილი მსახიობებისა და ცნობილი ფილმებისთვის.


სიდნის კლიენტები იყვნენ,ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა:მერლინ მონრო,ვივიენ ლი,გრეისი კელი,გრეტა გარბო,მარლენ დიტრიხი და სხვ.


1.აქ მან ცნობილ მსახიობს ლუიზა ბრუკს ,ყველასთვის ცნობილი თმის ვარცხნილობა ''ბობ'' გაუკეთა.

2.ამას მოჰყვა მუშაობა უხმო ფილმების მსახიობებთან,როგორებიც იყვნენ კორინ გრიფიტი,მირიამ ჰოპკინსი და კლოდეტ კოლბერი.

3.მსახიობი,რომელმაც გილაროვის ცხოვრება შეცვალა ჯოან კროუფორდი იყო.იგი ყოველი ფილმის წინ კალიფორნიიდან მიფრინავდა ნიუ-ორკში,სადაც მას გილაროვი უკეთებდა თმის ვარცხნილობებს. ამის შემდეგ ჯოანა სურათს უღებდა ამ ვარცხნილობას ყველა მხრიდან და მიჰქონდა კინოსტუდიაში. საბოლოოდ გილაროვი მიიწვიეს სამუშაოდ და კარიერის განმავლობაში მან უამრავიი ფილმისთვის შექმნა ვარცხნილობები. თავად სტილისტის თქმით მისი საყვარელი კლიენტები იყვნენ,მერილინ მონრო,ელიზაბეტ ტეილორი,ვივიენ ლი და ავა გარდნერი.

4.ამ შემთხვევაში მან ჯინ ჰარლოუსგან ქერა ლამაზმანი შექმნა.

5.სიდნიმ შექმნა შესანიშნავი პარიკები ისეთი ფილმებისთვის როგორიცაა-''მარია-ანტუანეტა''

6.ვივიენ ლი უკმაყოფილო იყო მისი ვარცხნილობით ''ქარწაღებულების'' გადაღებისას. ამიტომ სპეცილურად მოიწვიეს გილაროვი,რათა მას ემუშავა ვივიენთან.

7.სიდნი სტილისტთან ერთად მერლინის მეგობარიც იყო. სიკვდილის ღამეს მერლინმა დაურეკა სიდნის,მას კი ნახევრად ეძინა და მხოლოდ ეს უპასუხა:''მერილინ,კარგი მაგრამ ,იცი რომელი საათია?''

8.გრეისი კელი ისე აფასებდა სიდნის,რომ საქორწილო ვარცხნილობა მას მიანდო.

[u]სიდნი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top