;
12 აპრილი 2012      TAMO _ ANGEL     22 კომენტარი     ნანახია 8643-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მედია ბიზნესში ქოვერზე, ანუ ჟურნალის გარეკანზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, ყდაზე დატანილი ფოტო და სათაურები ხომ სიმწვავის და სკანდალურობის მიხედვით მოქმედებს ჟურნალის ტირაჟზე.
ვნახოთ 5 ყველაზე კაშკაშა, შთამბეჭდავი და სკანდალური გარეკანი ბეჭდური მედიის ისტორიაში.

The 5 most shoking magazine covers of all time

1)ჯონ ლენონი და იოკო ონო როლინგ სთოუნის გარეკანზე(1981)

ჯონ ლენონის ფოტო,რომელიც გააკეთა ენი ლეიბოვიცმა ჟურნალ Rolling Stone-სთვის,ოფიციალურად აღიარებულია როგორც XX საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავი ყდა.ბითლზების ყოფილმა ლიდერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფართო მასებზე,ამიტომაც ეს ექსპერიმენტი გახდა მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფურცელი.ამ ექსპერიმენტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია-მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მუსიკოსის პიროვნების მასშტაბით,მისი კარიერის ტრაგიკული დასასრულით,ნარკოტიკული დამოკიდებულებითა და სკანდალური ურთიერთობებით ავანგარდულ მხატვართან იოკო ონოსთან;პორნოგრაფიული ანოტაციებით,რომლებიც გახდნენ რევოლუციური მაშინდელი მედიისთვის;მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის ფაქტი,რომ სურათი გახდა ნამდვილად სიმბოლური,რადგანაც ფოტოსესია შედგა 1980 წლის დეკემბერში,ზუსტად რამდენიმე საათით ადრე მუსიკოსის მკვლელობმდე.
ამ ფოტოზე მუსიკოსი აღბეჭდილია შიშვლად და ეხვევა თავის მეუღლეს,რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა შიშვლად პოზირებაზე.ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი მოგვიანებით იხსენებდა:"მე არ შემეძლო განვთავისუფლებულიყავი იმ აზრისაგან,რომ იოკო ძალიან ცივი ქალია,ჯონი კი უბრალოდ ცდილობს ის როგორმე შეაკავოს და არ გაუშვას.ფოტოსესიის დამთავრების შემდეგ აღელვებულმა ჯონმა მთხოვა მიმეცა პირობა,რომ ფოტო გარეკანზე მოხვდებოდა".

The 5 most shoking magazine covers of all time

2)ფეხმძიმე დემი მური Vanity Fair-ის გარეკანზე(1991)

1991 წლის აგვისტო.Vanity Fair-მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავური ჟურნალი,28 წლის დემი მური-ჰოლივუდის მთავარი ვარსკვლავი ფილმ "მოჩვენებას" გამოსვლის შემდეგ.ფოტოგრაფი ისევდაისევ ენი ლეიბოვიცი!7 თვის ფეხმძიმე დემი მურის ფოტომ ჟურნალის გარეკანზე,პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ჩააგდო საზოგადოება.ალბათ ბევრს გაგიკვირდათ ეს ფაქტი,თუმცა ამ დროს არ უნდა დავივიწყოთ,რომ 90-ანი წლებია.ამ დროს ეს ფოტოსესია რევოლუციური ნაბიჯი და გრანდიოზული პროვოკაცია გახლდათ.დემი მურის ფოტოსესიამდე არცერთ სხვა ჟურნალს არ გამოუქვეყნებია ფეხმძიმე ქალების შიშველი ფოტოები არტნიუს სტილში.იმ ფაქტმა,რომ ფოტო გარეკანზე აღმოჩნდა,გამოიწვია გიჟური რეზონანსი-ერთნი ამბობდნენ,რომ გამომცემლობა უარყოფდა ყველანაირ მორალურ თუ ეთიკურ მხარეს და რყვნიდა საზოგადოებას,მეორენი კი ამტკიცებდნენ,რომ ქალური სილამაზე ფეხმძიმობისას ყველაზე ნამდვილი და მშვენიერია.

დღესდღეისობით თითქმის ყველა ცნობადმა სახემ,სიდნი კროუფორდიდან დაწყებული ქრისტინა აგილერათი დამთავრებული,გაიმეორა ეს ნაბიჯი.მათ ფოტოსესიები აწარმოეს ფეხმძიმობის ბოლო თვეებში,თუმცა მხოლოდ დემი მური ითვლება მოდის ამ ჟანრის ფუძემდებლად.


The 5 most shoking magazine covers of all time

3)ალინა კაბაევა Vogue (2011) -ის გარეკანზე

2011 წელი რუსული ბეჭდური მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად იქცა.რუსული ვოგის იანვრის ნომერი დაამშვენა ცნობილმა სპორტსმენმა,ოლიმპიურმა ჩემპიონმა,ტელეწამყვანმა და რაც მთავარია სახელმწიფო დუმის დეპუტატმა,ალინა კაბაევამ-ყველაზე ჩაკეტილმა და იდუმალმა პერსონამ.ფოტოგრაფი იყო ვლადიმირ გლინინი.ცხელი სკანდალი ეხებოდა რამდენიმე პიკანტურ და დელიკატურ მომენტსაც.პირველ რიგში,ეს ფოტოსესია სკანდალად იქცა იმიტომ,რომ ეს იყო პირველი ოფიციალური გამოჩენა გოგონასი,რომელსაც არ ჰქონდა ურთიერთობა პრესასთან იმის გათვალისწინებით,რომ მას მიაწერდნენ რომანს თვით რუსეთის პრეზიდენტთან,ვლადიმირ პუტინთან.მეორე რიგში,ეს იყო Balmain-ის ცნობილი ოქროს კაბა,2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან,რომელიც ამშვენებდა ამ ფოტოსესიამდე კიდევ 7 გარეკანს(!),რაც აბსოლიტურად უჩვეულო ფაქტად ითვლება იქედან გამომდინარე,რომ სამოსი გარეკნებისთვის,ჩვეულებრივ,ექსკლუზივს წარმოდგენს და ნებისმიერი სახის გამეორება ითვლება პლაგიატად.მსხვილი მოდის სახლების პრეს-სამსახურები არ უშვებენ ამგვარ სიტუაციებს და თვალ-ყურს ადევნებენ იმას,რომ სეზონურ ჟურნალებში მოხვდეს მხოლოდ სხვადასხვა კაბები.თუმცა ამ შემთხვევაში რატომღაც გამონაკლისი მოხდა(?),რომელსაც მთელი მსოფლიოს ბლოგერებმა "ფლეშმობი" უწოდეს.ამას გარდა,ვულგალური მაკიაჟი,ბანალური პოზა-დაუშვებელი ამ დონის ჟურნალისთვის და ასევე ველური ვარცხნილობა,რომელიც გააკრიტიკეს მთელი მსოფლიოს სტილისტებმა,-შეფასდა როგორც [b]კოშმარი მთელს ვოგის ისტორიაში[/b].გარეკანი ძირითადად მოაგონებდათ დემოკრატიული ტიპის ჟურნალების გარეკნებს,მაგალითად,ისეთის როგორიცაა Cosmopolitan Glamour ;ვიღაც კი,უიღბლო გარეკანს ადარებდა Hello OK-ს,მხოლოდ არავითარ შემთხვევაში Vogue-ს.ამას გარდა,სათაური <<მთავარი გამარჯვება" განთავსებული იყო ...კაბაევას ფეხებს შორის.<<გამარჯვება თუ დამარცხება?>> დამცინავად ახმოვანებდნენ ბლოგერები.
შეგახსენებთ,რომ Vogue-ის დონის ჟურნალების გარეკნებისთვის ყოველთვის პოზირებენ მაღალ-პროფესიონალი მოდელები;გამონაკლისები კი კეთდება მხოლოდ მეგა-პოპულარული ვარსკვლავების შემთხვევაში.გარეკანზე კი პასუხს აგებენ მოდის ინდუსტრიის წამყვანი ფოტოგრაფები და სტილისტები.


The 5 most shoking magazine covers of all time

4)ანა ნიკოლ სმიტი Playboy-ის გარეკანზე(2007)

ფლეიბოის გარეკანზე ანა ნიკოლ სმიტის გამოჩენა საკმაოდ ლოგიკური და ბანალური ფაქტი ჩანს,იქიდან გამომდინარე,რომ ის იყო ჟურნალის ვარსკვლავი და ფლეიბოის დამაარსებლის ჰიუ ჰემფნერის რჩეული.1993 წელს ანა ნიკოლ სმიტი დასახელდა "წლის გოგონად",რის შემდეგაც მან გულახდილი ფოტოებით ფლეიბოის ჟურნალი დაამშვენა.შეგახსენებთ,რომ მანამ,სანამ ანა ცნობილი გახდებოდა,ის ერთ-ერთ კლუბში სტრიპტიზიორად მუშაობდა.მან გაიცნო 88 წლის მილიარდელი გოვარდ მარშალი,რომელიც გაცნობიდან მოკლე ხანში ამ ლამაზმანზე დაქორწინდა და მალევე გარდაიცვალა.სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ანა ნიკოლის სკანდალური იმიჯი და პოპულარობა.ამ ფაქტის შემდეგ გოგონას წინაშე სულ სხვა სამყაროს კარები გაიხსნა:ის გახდა ტელე-წამყვანი,ბრენდ Guess-ის სახე,Playboy-ის რჩეული,მონაწილეობა მიიღო უამრავ რეკლამაში და გამოუშვა საკუთარი წიგნებიც კი.პუბლიკის შოკირება და ეპატაჟი თამამი გამოხდომებითა და სკანდალური გამონათქვამებით,მისთვის უცხო ხილი არ იყო,თუმცა ეროტიკული ჟურნალის გარეკანზე გამოჩენა ქმრის მოულოდნელი სიკვდილისთანავე,ეს უკვე ნამეტანია.ასეა თუ ისე,რამდენად უცნაურიც უნდა იყოს,ამ ფაქტიდან ცოტა ხანში,იმავე წლის 8 თებერვალს,ახალგაზრდა ქალი ფლორიდის სასტუმროში "eminole Hard Rock Hotel and Casino",გარდაცვლილი იპოვეს.დადგინდა რომ სიკვდილის მიზეზი პნევმონია და წამლების დოზის გადაჭარბება იყო.იმავე წლის მაისში ჰიუ ჰემფნერმა გადაწყვიტა პატივი მიეგო ანა ნიკოლ სმიტის ხსოვნისთვის და გამოუშვა ფლეიბოის ნომერი,რომლის გარეკანსაც ისევ ნიკოლ სმიტის ფოტო ამშვენებდა.მიუხედავად ჰიუ ჰემფნერის კეთილი ნებისა,ამ ფაქტმა ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია:საზოგადოებამ ჰიუ ჰემფნერის ეს ნაბიჯი ჩათვალა ანა ნიკოლ სმიტის ხსოვნის შეურაწყოფად.


The 5 most shoking magazine covers of all time

5)ქეით უისლეტი GQ -ს გარეკანზე (2003)

ფოტოშოპის სასწაულები-XXI საუკუნის ერთ-ერთი მკაფიო დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა.არცერთი ვარსკვლავი,თუნდაც ძალიან ლამაზი,ვერ ხვდება ჟურნალებში მანამ,სანამ მისი ფოტოები პროფესიონალების მიერ ფოტოშოპში არ დამუშავდება.ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია.თუმცა,ზოგჯერ ფოტოგრაფების ფანტაზია საზღვარს სცდება.ამგვარად,ცნობილი ვარსკვლავი ქეით უინსლეტი გახდა ფოტოშოპთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალის ინიციატორი.მკითხველმა GQ-ს 2003 წლის თებერვლის ნომრის გარეკანზე სულ სხვა ქეითი იხილა:ბევრად ახალგაზრდა-იდეალური სხეულის ფორმებითა და ნორჩი გარეგნობით.ვარსკვლავისათვის,რომელიც აქტიურად ქადაგებს ბუნებრიობას და ებრძვის პლასტიკური ქირურგიის მოდას,ეს შელამაზებული სინამდვილე მიუღებელი აღმოჩნდა და მან ჟურნალი GQ ფართო საზოგადოების წინაშე დაადანაშაულა ტყუილსა და ფარისევლობაში.საზოგადოების აზრით,GQ-ს სპეციალიტებს,რომლებმაც მოინდომეს ვარსკვლავის თეძოების შემოწერილობის შემცირება და ფეხების დაგრძელება,-ზედმეტი მოუვიდათ:ფოტოშოპით მიღებულ ლამაზმანს,რომელიც ყველა სამოდელო პარამეტრს აკმაყოფილებდა,არანაირი საერთო ჰქონდა სავსე სხეულის მქონე ქეით უინსლეტთან,რომელიც ბრიტანული გამოცემების მიერ შედგენილ რეიტინგებში,რომლებიც ეხებოდა არაშაბლონურ,არაფორმატულ სილამაზეს,მრავალჯერ აღმოჩენილა სიის სათავეში.
"ამ ფოტოებს არანაირი საერთო არ აქვს ჩემს რეალურ გარეგნობასთან.ფოტოშოპით დამუშავება იყო გადამეტებული.მე არამხოლოდ არ გამოვიყურები ასე,მე არც მსურს რომ გამოვიყურებოდე ასე!მე არ მინდა ვიყო მატყუარა,ამიტომაც ოფიციალურად ვაცხადებ,რომ უცაბედად არ დამიკლია 15 კილო"-განაცხადა ვარსკვლავმა.მანამ,სანამ ფოტო მოთავსდებოდა GQ-ს გარეკანზე,დირექციას მოუხდა ეღიარებინა ფოტოშოპის ბოროტად გამოყენება.თუმცა,მიუხედავად ამისა,GQ-ს წარმომადგენლები მაინც ამტკიცებდნენ,რომ ეს იყო სტანდარტული პრაქტიკა,მიმართული სილამაზის სტანდარტების განვითარებისაკენ.

ყველაზე გამორჩეული და შოკისმომგვრელი ქოვერი თქვენი შეხედულებით:

ჯონ ლენონი და იოკო ონო როლინგ სთოუნის გარეკანზე (1981)
ფეხმძიმე დემი მური Vanity Fair-ის გარეკანზე (1991)
ალინა კაბაევა Vogue-ის გარეკანზე (2011)
ანა ნიკოლ სმიტი Playboy-ის გარეკანზე (2007)
ქეით უისლეტი GQ -ს გარეკანზე (2003)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • Smiley :) თქვა:
    12 სექტემბერი 2012 09:39 - ID: 22,
    mari.mr,
    გეთანხმები ..

  • black angel =) თქვა:
    24 აპრილი 2012 15:48 - ID: 21,
    mari.mr,
    მართალი ხარ.. მაგისი გულისთვის დაეშალათ ჯგუფი.. :@

  • mari.mr თქვა:
    15 აპრილი 2012 13:54 - ID: 20,
    sopho)
    შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ მაგრამ მე მგონია რომ მართლაც მოწამლა იოკომ ჯონი.ელემენტარულად მთელი მსოფლიო გიჟდებოდა ჯონიზე და რაღა მანდამაინც იოკო.

  • ninakuna თქვა:
    13 აპრილი 2012 00:14 - ID: 19,
    ჯონ love love

  • sali08 თქვა:
    12 აპრილი 2012 22:27 - ID: 18,
    ქეით უინსლეტს საღოლ რა

  • demuka თქვა:
    12 აპრილი 2012 21:46 - ID: 17,
    ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ჯონ ლენონი და დემი მური იყოო

  • Bimch თქვა:
    12 აპრილი 2012 18:45 - ID: 16,
    ჩემი ჯონიიი love აი ჩემი ყველაფერიიი love love ცხოვრების აზრი და არსიაააა love love love

  • kristi_ თქვა:
    12 აპრილი 2012 16:27 - ID: 15,
    ჯონის სურათია სკანდალი და დემი მურის კიდევ სისულელე საზიზღრობა

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    12 აპრილი 2012 15:38 - ID: 14,
    MaRihanna გმადლობ winked

  • sopho) თქვა:
    12 აპრილი 2012 13:27 - ID: 13,
    ჯონიჯონიჯონიჯონიჯონიჯონიჯონი!!! <3

    mari.mr,
    მაპატიე მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო, თუ ჯონი გიყვარს ძალიან, იოკოს სულ ცოტათი მაინც უნდა სცემდე პატივს,რადგან ისე გიჟდებოდა ისე უყვარდა თავისი ცოლი!

    Johnny depp,
    BonoBo,
    თქვენც იგივე, ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ რომ ესე უნდა იყოს

  • ბაჭია♥ თქვა:
    12 აპრილი 2012 12:46 - ID: 11,
    ჯონ ლენონი love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    12 აპრილი 2012 12:13 - ID: 10,
    TAMO _ ANGEL,
    love

  • sofiaa თქვა:
    12 აპრილი 2012 11:56 - ID: 9,
    ai prosta john lenonisgan ar megona egeti rame da saertod ver vitan shishvel potosesiebs kide kai chemi sayvareli momgerali ar shishvldeba kameris win

    mara lenoni dzaan miyvars xolo cols ver vitan magis bralia yvelaferi beatles ebis dashlidan lenonis sikvdilamde

  • mari.mr თქვა:
    12 აპრილი 2012 11:54 - ID: 8,
    ჩემი ჯონიი love იოკოს ატანა არ მაქ

  • MaRihanna თქვა:
    12 აპრილი 2012 11:54 - ID: 7,
    ვაიმე რა კარგი ნიუსია love

  • Perfection❣ თქვა:
    12 აპრილი 2012 11:00 - ID: 6,
    ჯონ ლენონიიი love

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    12 აპრილი 2012 10:01 - ID: 5,
    me
    m_a_n_ch_o
    გმადლობთ winked

  • me თქვა:
    12 აპრილი 2012 09:41 - ID: 4,
    ძალიან საინტერესო იყო love

  • BonoBo თქვა:
    12 აპრილი 2012 07:15 - ID: 3,
    როლინგ სტოუნის გარეკანზე გულის ამრევი არაფერია, იოკო გავს 2000 წლის წინ მკვდარ ინკი ქალის გამოფიტულ მუმიას, ოღონდ მართლა... არა რა ლენონს რაღაც ჩაუსხა ყავაში...

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top