;
14 აპრილი 2012      Shori_Me     13 კომენტარი     ნანახია 3350-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Quentin Tarantino

საინტერესო ფაქტები რეჟისორებზე

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაც და ნარკოტიკებიც მის ფილმებში უხვადაა, მას ორივე სძულს.

მას სურდა ფილმის ''მოკალი ბილის'' გადაღება 2001 წელს დაეწყო, თუმცა პროექტი გადავადდა უმა თურმანის ორსულობის გამო და ფილმი 2003 წელს გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან გარიცხეს, მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) არის 160.

ამბობს, რომ მისი მუზა უმა თურმანია.

მისი საუკეთესო მეგობრები არიან სოფია კოპოლა და რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი, ასევე მეგობრობს რეჟისორ რობერტ როდრიგესთან. ახლო მეგობარია ჯენიფერ ბილსი.

დედამისი 16 წლის იყო როდესაც გააჩინა.

მისთვის ყველა დროის საუკეთესო რეჟირორი არის ჰოვარდ ჰოუკსი.

ამბობს, რომ მასზე გავლენა იქონიეს: მარტინ სკორსეზემ, ბრაიან დე პალმამ, სერხიო ლეონმა, ჟან-ლუკ გოდარდმა.

რობერტ როდრიგესმა მიიწვია ფილმის Sin City ერთ-ერთი სცენის რეჟისურისთვის.

შესთავაზეს შემდეგ ფილმებზე მუშაობა: Men in Black და Speed , თუმცა უარი თქვა.

არის იტალიური და ირლანდიური წარმოშობის.


Woody Allen

საინტერესო ფაქტები რეჟისორებზე


მის ფილმებში ხშირად გამოირჩევა ერთი პერსონაჟი, რომელიც ნახევრად-ცნობილი, ნახევრად-წარმატებული მწერალი/რეჟისორი/პროდუსერია ან ნოველისტი და ხშირად ის თვითონაა.

მისი ფილმების უმეტესობა გადაღებულია ნიუ იორკ სითიში.

ტიტრებში მსახიობებს ანბანის მიხედვით წერს.

საუბრობს ფრანგულად.

უყვარს ვენეცია და დაეხმარა თანხების მოძიებაში, რათა აღედგინათ ვენეციური თეატრი La Fenice, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა.

კანის კინოფესტივალს პირველად დაესწრო 2002 წელს, როდესაც გადასცეს პალმის რტო ცხოვრების მთავარი მიღწევისათვის.

აქვს ოსკარის 14 ნომინაცია.

Entertainment Weekly_ის მიხედვით, ყველა დროის უდიდეს რეჟისორებში მე-19 ადგილს იკავებს.

წარდგენილი იყო და მოგებული აქვს სულ 136 ნომინაცია.

Diane Keaton, Geraldine Page, Maureen Stapleton, Mariel Hemingway, Michael Caine, Dianne Wiest, Martin Landau, Judy Davis, Chazz Palminteri, Jennifer Tilly, Mira Sorvino, Sean Penn, Samantha Morton, Penélope Cruz წარდგენილნი იყვნენ ოსკარზე ვუდი ალენის ფილმებისთვის. მათ შორის Diane Keaton, Michael Caine, Dianne Wiest, Mira Sorvino, Penélope Cruz მოიგეს ოსკარი ვუდის ფილმებისთვის.

ურუგვაელი მუსიკოსის Alfredo Zitarrosa_ს დიდი ფანია.

მას და დაიან კიტონს ერთათ 8 ფილმი აქვთ შექმნილი. ესენია: Annie Hall, Love and Death, Manhattan, Manhattan Murder Mystery, Radio Days , Play It Again Sam, Interiors, Sleeper .

მას და მია ფეროუს კი 13 ფილმზე უმუშავიათ ერთად. ესენია: Broadway Danny Rose , Crimes and Misdemeanors , Hannah and Her Sisters , Alice , Another Woman, The Purple Rose of Cairo , September , Husbands and Wives, A Midsummer Night's Sex Comedy , New York Stories , Radio Days , Shadows and Fog, Zelig .

დაქორწინდა მია ფეროუს აყვანილ შვილზე. მანამდე კი თვითონ მიას ხვდებოდა და მას შემდეგ განქორწინდნენ რაც მიამ აღმოაჩინა, რომ ვუდის და მის ნაშვილებ გოგონას რომანი ქონდათ.

ვეგეტარიანელია.

სცენარებს საბეჭდ მანქანაზე წერს.


Martin Scorsese

საინტერესო ფაქტები რეჟისორებზე


მისი ფილმები იწყება ისტორიის შუა ან ბოლო ნაწილიდან.

მაიკლ ჯექსონის კლიპი Bad მისი რეჟისორობითაა გადაღებული. ვიდეოს სრული ვერსია 16 წუთია.

ჰყავს ძაღლი სახელად სილასი.

არის იტალიურ-სიცილიური წარმოშობის.

ასთმა აქვს.

Entertainment Weekly_ის უდიდესი რეჟისორების სიაში მე-4 ადგილი დაიკავა და ერთადერთი ცოცხალი რეჟისორია მათ შორის,რომლებიც ამ სიისათეულში შევიდნენ.

ის რობერტ დენიროსთან 8 ფილმზე თანამშრომლობდა. ის ამბობს რომ დე ნიროსთან მისი ურთიერთობა ისე ღრმააა ხშირად უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის.

მონაწილეობდა American Express_ის რეკლამაში.

კანის კინო ფესტივალის ჟიურიში იყო 1998 წელს.

მისი ფავორიტი ფილმებია: Citizen Kane, The Red Shoes, The Leopard.

40 წლიან კარიერაში მისთვის ყველაზე მომგებიანუ ფილმი 2010 წელს გადაღებული შეშლილთა "კუნძული აღმოჩნდა", ფილმის შემოსავალმა 295 მილიონს მიაღწია.

The Aviator იყო პირველი ფილმი, რომელმაც ამერიკის მაშტაბით 100 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ის თანამშრომლობდა შოუბიზნესის დიად წარმომადგენლებთან, მათ შორის არინ: Elvis Presley, Bob Dylan, Jimi Hendrix, The Rolling Stones, U2, Michael Jackson, David Bowie.

მისი ფილმებისთვის 17 მსახიობი იყო წარდგენილი ოსკარზე: Jodie Foster, Robert De Niro, Joe Pesci, Leonardo DiCaprio, Daniel Day-Lewis , Cate Blanchett, Winona Ryder, Ellen Burstyn, Sharon Stone, Diane Ladd,Cathy Moriarty, Juliette Lewis, Lorraine Bracco, Paul Newman, Mary Elizabeth Mastrantonio, Alan Alda, Mark Wahlberg. მათ შორის Burstyn, De Niro, Newman, Pesci, Blanchett გამარჯვებულებად სკორსეზეს ფილმებისთვის დაასახელეს.

ცხოვრობს ნიუ იუორკში. მისი ოფისი არის მანჰეტენში 57_ე ქუჩაზე.

2010 წლის ოქტომბერში მისი 6 ფილმი IMDb_ის 250საუკეთესო ფილმის ჩამონათვალში მოხვდა. ესენია: Goodfellas, Taxi Driver , Raging Bull , The Departed, Casino, Shutter Island.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • sharikaa თქვა:
    6 მაი 2012 13:55 - ID: 9,
    kia niusia <3
    kidev dadeT msgavsebi

  • ბაჭია♥ თქვა:
    15 აპრილი 2012 20:31 - ID: 8,
    სამივეს ფილმები მიყვარს...<3

  • Emma.. თქვა:
    15 აპრილი 2012 14:10 - ID: 7,
    წეწრ

  • Mari Glonti თქვა:
    15 აპრილი 2012 14:08 - ID: 6,
    სამივე love

    და ძალიან მაგარი ნიუსია love

  • gretta თქვა:
    15 აპრილი 2012 00:29 - ID: 5,
    ასეთი პროფესიონალების შესახებ წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა love
    Lucy
    კუსტურიცა ჩემი საყვარელი რეჟისორიცაა

  • aNaNo_O თქვა:
    14 აპრილი 2012 22:53 - ID: 4,
    აი კოპოლაზე წავიკითხავდი საინტერესო რაღაცეებს დიიიიდი დიდი სიამოვნებით <3
    ახლახანს ვნახე ნათლიმამა სამივე ნაწილი და დღემდე ემოციებში ვარ ♥ ♥
    ღმერთო ეს რა იყო!!! ♥
    ყველა დანარჩენი ფილმი რაც და რაც არ მინახავ გაცამტვერდა ჩემ თვალში
    მანამდე წიგნი მქონდა წაკითხული დაა 2ივე სასწაულია ♥ ლეგენდაა ♥

  • aaNoo_BaaNoo თქვა:
    14 აპრილი 2012 21:33 - ID: 3,
    გენიალური რეჟისორებია სამივე <3 ო ძალიან საინტერესო ნიუსი იყოო :*:*:*:*

  • keetaa თქვა:
    14 აპრილი 2012 21:26 - ID: 2,
    აქედან ტარანტინო მიყვარს მარტო და ისე კიდე ჩემი საყვარლები არიან კუბრიკი, ბერტოლუჩი, ამენაბარი, ალეხანდრო გონსალეზ–ინიარიტუ ემირ კუსტურიცა და ალმადოვარი და კიდე მიყვარს ვიღრაცეები

  • Ancho. თქვა:
    14 აპრილი 2012 21:07 - ID: 1,
    ჩემი კაცები love love wink wink
    მიყვარს რეჟიორები, ძალიან კარგი ნიუსია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top