;

17 April 2012      Britain     46 Comments     Views 12055    
Category: Fun, Interesting

Z A R A

Z A R A

(ზარას ოფიციალური საიტია http://www.zara.com/)

Z A R A - ესპანური ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზია. მაღაზია დაარსდა 1975 წელს, ამანიო ორტეგა და როსალია მერას მიერ. ზარა ფლობს ასევე ბრენდებს : Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho, Uterqüe, Stradivarius და Bershka. ზარას სჭირდება ორი კვირა იმისთვის რომ დაამზადოს ახალი პროდუქტი და გაგზავნოს ყველა ფილიალში. ყოველწლიურად ზარას დიზაინერები დაახლოებით 10,000 დიზაინს ქმნიან. ბრენდი ლუი ვიტონის ფეშენ დირექტორმა, დანიელ პიეტმა აღწერა როგორც " დღესდღეობით ყველაზე ინოვაციური და ძლიერი ბრენდი მთელ მსოფლიოში". CNN-მა კი ზარას "ესპანური წარმატების ამბავი" უწოდა.

ისტორია


ზარას შემქმნელმა, ამანციო ორტეგამ, პირველი მაღაზია 1975 წელს, გალისიაში, ესპანეთში გახსნა. მაღაზიამ საზოგადოება ძალიან მალე დააინტერესა. ზარამ წამრატებას მიაღწია, და ორტეგამ დაიწყო ფილიალების გახსნა მთელი ესპანეთის მასშტაბით. 1980 წლიდან, ამანციომ დიზაინის შეცვლა დაიწყო, ამანაც გაამართლა. ამავე წელს, მაღაზია გაიხსნა პორტუგალიაში, 1989 წელს აშშ-ში, 1990 წელს საფრანგეთში, 1992 წელს მექსიკაში, 1994 წელს საბერძნეთში, 1994 წელს ბელგიასა და შვედეთში. ასე მიაღწია ზარამ ფილიალებს მსოფლიოს 73 ქვეყანაში.

Z A R A

Z A R A


პროდუქტი

2007 წლიდან, ზარას მაღაზიებში იყიდება კაცის და ქალის ტანსაცმელი. ასევე, ფეხსაცმელები, კოსმეტიკა და ბავშვის ტანსაცმელი(Zara Kids). ზარას ტანსაცმლის 50% დამზადებულია ესპანეთში, 26%ევროპაში, 24% კი აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში. მაისურები უმთავრესად მზადდება აზიასა და თურქეთში. თუ ერთი დიზაინი არ გაიყიდება კვირის განმავლობაში, მას მთლიანად იღებენ გაყიდვიდან და მუშაობას იწყებენ ახალ დიზაინზე. ზარაში ახალი კოლექცია 4 კვირის მანძილზე რჩება, ამის შემდეგ კი ისევ თავიდან მუშაობენ კოლექციაზე.
Z A R A

Z A R A

Z A R A

Z A R A

Z A R A

Z A R A


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top