;

25 April 2012      MaRihanna     Views 8890    
Category: Fun, Interesting

Hermès
ჰერმესი ფრანგული მაღალი მოდის სახლია, რომელიც დაარსდა 1837 წელს. ჰერმესი - ეს ბრენდის შემქმნელის გვარია, Thierry Hermès. ჰერმესების ოჯახი თავიდან იყვნენ პროტესტანტი გერმანელები, რომლებიც საფრანგეთში 1828 წელს დასახლდნენ. ტიერი ჰერმესმა 1837 წელს ჩამოაყალიბა საწარმო პარიზის ერთ-ერთ კვარტალში, რომელიც ამზადებდა ცხენის აღკაზმულობას. ჰერმესის შთამომავლები ცდილობდნენ, რომ საოჯახო ბიზნესი უფრო განევითარებინათ. ტერი ჰერმესის შვილიშვილები - ადოლფი და ემილი ცხენის აღჭურვილობას სხვადასხვა ქვეყნებში სამეფო გვარის წარმომადგენლებისთვის ამზადებდნენ. დროდადრო ეს კომპანია უფროდაუფრო დაიხვეწა და ჩამოყალიბდა დღევანდელი მოდის სახლი - ჰერმესი.

Hermès
მეოცე საუკუნეში კომპანია უკვე ამზადებდა ტყავის ჩანთებს, აქსესუარებს და სამოსს. 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნა ბრენდის 2 მაღაზია. 1929 წელს წარმოადგინეს პარიზში პირველი ქალთა ტანსაცმლის კოლექცია. 1949 წელს კომპანიამ დაამზადა თავიანთი პირველი სუნამო, სახელწოდებით - Eau d'Hermès. ემილ ჰერმესმა ბრენდის ფილოსოფია შემდეგნაირად აღწერა: "ტყავი, სპორტი და დახვეწილი ელეგანტურობის ტრადიცია." ბრენდმა წარმატება 1970 წელს მოიპოვა. დღესდღეობით ჰერმესის პროდუქცია მოიცავს ტყავს, შარფებს, მამაკაცის სამოსს, ქალბატონების მოდურ ტანსაცმელს, პარფიუმერიას, საათებს, ფეხსაცმელებს, მინანქარს, ჭურჭელს, სამკაულებს და ჩანთებს.
Hermès
ჰერმესის გაყიდვები შედგება 30% ტყავის ნაწარმისგან, 15 % ტანსაცმლისგან, 12% შარფებისგან და 43% სხვა ნივთებისგან. ჰერმესის პროდუქცია მთლიანად საფრანგეთშია დამზადებული, ანუ ამ ბრენდის ყოველი ნივთი/სამოსი ძალზე ხარისხიანია. 1951 წელს კომპანიამ შექმნა რამოდენიმე სუნამო, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ქალთა სუნამოები :
Calèche, 1961
Amazone, 1974
Parfum d'Hermès, 1984
24, Faubourg, 1995
Hiris, 1999
Rouge Hermès, 2000
Eau des Merveilles, 2004
Kelly Calèche, 2007
Hermès
მამაკაცთა სუნამოები :
Bel Ami, 1986
Équipage, 1970
Rocabar, 1998
Terre D'Hermès, 2006

სუნამოები, რომლის მოხმარება მამაკაცებსაც და ქალებსაც შეუძლიათ:

Eau d'Hermès, 1951
Eau d'Orange Verte, 1999
Un Jardin en Méditerranée, 2003
Un Jardin sur le Nil, 2005
Voyage d’Hermès, 2010






ახლა კი, წარმოგიდნენთ ჰერმესის 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო
კამპანიას. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 34 წლის პოლონელმა მოდელმა მალგოსია
ბელამ,
მან ფოტოგრაფ ზო გერტნერის ფოტოობიექტივის წინაშე იპოზიორა.
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès

უბრალოდ ფოტოები:
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès
Hermès


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top