;

1 May 2012      Lady Mercury     Views 6482    
Category: Fun, Interesting

მსოფლიოში ულამაზესი და გასაოცარი ადგილები არ დაილევა დასათვალიერებლად. ისინი მართლაც ბევრია და ყველა მათგანს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს და რაღაცით გამოირჩევა სხვისგან. ძალიან ლამაზ ბაღებს, მოედნებს და ადგილებს შორის მაინც შეიძლება რამდენიმეს გამოყოფა. სწორედ ამიტომ გავეცნოთ რამოდენიმე ყველაზე ლამაზ და მომხიბვლელ ადგილს მსოფლიოში, რომლებიც უცხოელ ტურისტებს ასე ხიბლავთ.

1. Wisteria Tunnel, Japan

იაპონიაში ამ ადგილს ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს. მართლაც საოცრად მომხიბვლელი გარემოა იქ.
შეხვდებით უამრავ ყვავილს სხვადასხვა ფერებით.. ასევე იაპონურ ვაზს. ეს ყველაფერი კი ისეთი
სახით არის წარმოდგენილი, რომ ყვავილების გვირაბის ეფექტს ქმნის, რაც მართლაც საოცრად
ლამაზია. ამ ბაღში ეს "გვირაბი" 260 მეტრის მანძილზე გრძელდება.
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები

2. Plitvice Lakes Paths, Croatia

1979 წლიდან ხორვატიის ეროვნული პარკი შეტანილია იუნესკოს სიაში, როგორც მსოფლიო
მემკვიდრეობა. პარკი მართლაც გამორჩეულია სხვა პარკებისგან. აქ არის 16 კასკადური ტბა
და ჩანჩქერი.
ასევე 9 კილომეტრიანი სიგრძის ბილიკი, ტურისტებისთვის.
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები

3. Bamboo Path, Japan

იაპონიაში, კიოტოდან დაახლოებით 25 წუთი გზის სავალზე არის ბამბუკების ბაღი, რომელიც
ცნობილი და პოპულარულია არამხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ უცხოელ ტურისტებშიც.
დასაშვებია ფეხით და ველოსიპედით გასიერნება. ნამდვილად ზუსტი და შესაფერისი ადგილია,
მათთვის ვისაც ცოტახნით სურს გარესამყაროსგან შორს ყოფნა და უბრალოდ სიმშვიდე.

უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები

4. Tunnel of Love, Ukraine

სიყვარულის გვირაბი
- ასე ეძახიან უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს.
რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მცენარეების გვირაბი, მართლაც საოცარ
სილამაზეს ქმნიან და აჯადოებენ მნახველებს. ეს უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები

5. The Dark Hedges, UK

დიდ ბრიტანეთში რომ არსებობს ბაღი, სადაც დიდი უზარმაზარი წიფლის ხეებია
ეს არამხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არამედ ძალიან ბევრმა უცხოელმა
იცის. აღსანიშნავია რომ ამ ბარში ძალიან ხშირად იკრიბებიან სხვადასხვა ფოტოგრაფები.

უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები
უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბაღები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top