;
1 მაი 2012      Ann_J     64 კომენტარი     ნანახია 9976-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ცხოვრება მშვენიერია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიახლეში, - სადაც ცხოვრება მშვენიერია მისი ყოველმხრივი გამოვლინებით. მე არ დავიწყებ კამათსა და იმის მტკიცებას, თუ რაში მდგომარებს ცხოვრების არსი. მე უბრალოდ მსურს, რომ ფართოდ გაახილოთ თვალები, მიმოიხედოთ ირგვლივ და დატკბეთ ცხოვრებით. ირგვლივ ყველაფერი მშვენიერია.
ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან იმას, რომ ყოველივე საუკეთესო, მხოლოდ წინ გველოდება. (გახდები ზრდასრული, დაამთავრებ უნივერსიტეტს და იქნები დამოუკიდებელი, თვითყოფად მიიღებ გადაწყვეტილებებს)




ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ამის შემდეგ ცხოვრებაში უკვე ჩვენ თავადვე ვიქმნით მიზნებს, რომლისკენაც ასე თუ ისე მივისწრაფვით. გვეკისრება ახალ-ახალი ვალდებულებები- :სწავლა, განათლება, უზრუნველყოფილი მომავალი და ოჯახი.
მრავალი წლის შემდეგ კი ამ საკითხზე ნათელი წარმოდგენა გვიჩნდება და ვხდებით, რომ ის "ხვალ" უკვე დადგა, ყველაფერი კარგი უკვე მოხდა, ისე რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ.
დაიხსომეთ რომ : ცხოვრების წამითაც გაჩერება, მისი უკან დაბრუნება და თავიდან ცხოვრება არ შეიძლება. ამიტომ დააფასეთ თქვენი ცხოვრების თითოეული დღე - ის შესანიშნავი და იდეალურია. ყოველივე კარგი ხდება დღეს, ახლა, და არა როდესღაც! გჯეროდეთ და გწამდეთ არა ნათელი მომავლის, არამედ დღევანდელი დადებითი და პოზიტიური დღის.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ადამიანი თავისი ბუნებით - კომიკური, უცნაური და სასაცილო ქმნილებაა. მას ძალუძს პრობლემები შექმნას იქაც კი, სადაც ისინი არ არსებობს. სწორედ ამით წამლავს იგი ყოველივე პოზიტიურს.
მოვლენები, რომლებიც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, თავად ხდება ნეიტრალური. - ჩვენ მას გარკვეული საღებავის ფერით ვხატავთ. და მართლაც სამყაროში არსებობს ერთი ფუნდამენტური კანონი - კარგი მიისწრაფვის საუკეთესოსკენ.
თქვენ იკითხავთ რა არის იმაში სასიხარულო როდესაც ქვეყანაში ასეთი პრობლემებია: უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა.... და ა.შ. ან თუნდაც უთანხმოება პირად ცხოვრებაში. კი ეს ასეა, მაგრამ მოდით შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც, რათა თავი ავარიდოთ: პრობლემებს , შიშსა და დეპრესიას.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

საიდან დავიწყოთ? ყველაზე მარტივით :
ϟშეცვალე შენი ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით.
ϟდასაწყისისთვის ეცადე განთავისუფლდე უარყოფითი ემოციისგან, ანუ უნდა შეწყვიტო თავის ყოველდღიური გამოტუმბვა უარყოფითი ინფორმაციითა და ფიქრებით.
ϟშეწყვიტე შენს ირგვლივ არსებული ვითარების კრიტიკა.
ϟშეეცადე ისიამოვნო და შენიშნო ყველაზე მარტივი ნივთები და მოვლენები.
ϟშეეცადე საყვარელი ადამიანები სიურპრიზებით გაანეიბივრო..

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ალბათ არ არსებობს, ისეთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ არ დაუსვამს საკითხი " როგორ დავიწყო ახალი ცხოვრება..? ცხოვრების თეთრი ფურცლიდან დაწყება - როგორ არარეალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც შესაძლებელია. ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ამის გაკეთებას, ზოგიერთი ვერა. თუ ცხოვრების ახლიდან დაწყების სურვილი გაჩნდა, მაშინ არ ღირს მისი იგნორირება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოცემულ მომენტში თქვენ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით ან რაღაცით. ღირს თუ არა იმ რაღაცის შეცვლა რაც შენ გაწუხებს?
რა თქმა უნდა ღირს! და თუ თქვენ გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრების დაწყება, მე შევეცდები დაგეხმაროთ ამაში და გაგიმხილოთ ისეთი საიდუმლოები, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ განხორციელდება. მაშ ასე დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება:
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

არ შეგეშინდეთ წარსულის დავიწყება.
ბევრისთვი ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ხვალინდელი დღის დაწყება სულ სხვაგვარად მოხდება. და ის რომ იყოს უფრო უარესი? არა მერწმუნეთ ნამდვილად არ იქნება!. თუ თქვენ დიდი ოპტიმიზმითა და რწმენით მიუდგებით ამ საკითხს, თუ როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ეს მოგიტანთ თქვენ მხოლოდ დადებით ემოციებს, სიურპრიზებსა და ახალი სასწავლო გამოცდილებას. მთავარი ფაქტორი, რომელმაც არანაირი ეჭვი არ უნდა დატოვოს ეს ის არის რომ წარსულში დაბრუნება თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ. ის თქენგან არსად წავა დამიჯერეთ! ხოლო ახალი ცხოვრების დაწყება მაინც ღირს! - იმიტომ რო ცვლილებები შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი, ვიდრე თქვენ გაქვთ ამჟამად.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ჩამოწერეთ პრობლემბის სია,
ჩამოწერეთ პრობლემბის სია, რომლისაგანაც თქვენ სამუდამოდ განშორება გსურთ . ყურადღებით წაიკითხეთ იგი, შეიგრძენით ყველა მხრიდან არსებული უკმაყოფილება და დაწვით ის! მორჩა პრობლემები აღარ არის ისინი დარჩნენ წარსულში! რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური მეთოდი , იმიტომ რომ მისი "გადახაზვა" ნიშნავს, პრობლემების გულიდან და ფიქრებიდან ამოშლას.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

მოძებნეთ ახალი ჰობი
ძალზედ ხშირად სწორედ ჰობს შეუძლია ადამიანის გადარჩენა დეპრესიასა და მწუხარებისგან. ამიტომ ახალი გატაცება - არის სავალდებულო პუნქტი იმათ ცხოვრებაში, ვისაც სურს იცოდეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. განსაკუთრებით კარგია ექსტრემალური ჰობი - სადაც მთლიანად შეგიძლიათ დაგროვილი უარყოფითი ემოციისაგან განთავისუფლება. ურიგო არ არის ასევე "მშვიდი" ჰობი, მთავარია ინტერესები. ქსოვა, ძერწვა ან ქარგვა - მსგავსი გატაცებები მედიტაციის მხრივ, იდეალურია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და უშუალოდ გონების წარმართვა სწორი მიმართულებით.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

გაიცანით ახალი ადამიანები
შეიძინეთ ახალი მეგობრები. ემოციებს, რომელსაც მიიღებთ ახალ კამპანიასთან კონტაქტში, დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების მოსახდენად . ეწვიეთ კლუბებს ინტერესის მიხედვით (როგორც ხედავთ, ეს პუნქტი პირდაპირ კავშირშია წინასთან. ახალი გატაცებები, ახალი წრე) ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება მოითხოვს ურთიერთობის გაწყვეტას ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან. მხოლოდ იმათთან ვინც გიქმნიდათ პრობლემებს თქვენს წარსული ცხოვრებაში.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

შეიცვალეთ თქვენი გარეგნობა
ტყუილად არ ამბობენ რომ გარეგნობის შეცვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს . არა ჩვენ მხედველობაში არ გვაქვს რადიკლური ცვლილებები. - მაგრამ თუ თქვენ გაქვთ დიდი სურვილი ამისა, მაშინ შეგიძლიათ უყოყმანოდ განახორციელოთ იგი . განაახლეთ თქვენი ვარცხნილობა, აარჩიეთ ახალი მაკიაჟი, შეიცვალეთ ჩაცმულობის სტილი. დაეკითხეთ ან გაიარეთ კონსულტაცია სტილისთთან ან დიზაინერთან გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებით. შეიძლება გგონიათ, რომ ეს პუნქტი ეხება მხოლოდ გოგონებს, მაგრამ მსგავსი ცვლილებები მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც არ აწყნდათ.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე
ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე და აღარ გადადგათ ერთი და იგივე ნაბიჯები. რა თქმა უნდა თქვენ იმიტომ არ შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა ახალი ცხოვრების დაწყება, რომ გაიმეოროთ მსგავსი ქმედებები, რაც წარსულში. ამისათვის იმ გამოცდილების შეხსენებაა საჭირო, რომ ისწავლოთ წარსულის ანუ თქვენს შეცდომებზე . "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე მოვიქეცი არასწორად, ახლა გავაკეთებ სწორ არჩევანს" - სწორედ ასე უნდა დაიწყოთ ფიქრი.

ცხოვრება ხელახლად - არ არის ადვილი . ეს არ ხდება ერთ დღეში. ეს არის საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობის შედეგი. და მაინც ღირს ხელახლა ყველაფერი? ნებისმიერ შემთხვევაში ღირს ნუ მოგერიდებათ და ნუ გეშინიათ - იმედი მაქვს ახალი ცხოვრება მოგიტანთ დიდ ბედნიერებას.

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

64


  • dangerous თქვა:
    4 ნოემბერი 2012 13:29 - ID: 64,
    არა არა არ შემიძლია :X არ შემიძლია ავდგე და დავიკიდო ! ყველაფერი გულთან მიმაქვს და მანადგურებს :X

  • Dreamer.girl თქვა:
    3 მაი 2012 19:06 - ID: 63,
    მომეწონა...ძააან მაგარია love

  • maikunamai თქვა:
    3 მაი 2012 17:27 - ID: 62,
    love love ძაააან მომეწონააა ყუელაააფერიი love სიმღერაააც love დააა ავტოორ რა მინდააა გთხოოვოოო იქნებ ეგ სიმღერაააა მინახოო სადმეეე ვაიმეეე როგოოორ მომეწონნააააა love mp3 როოო იყოოს love მეე ვერსაად ვნახეეე love

  • knaw თქვა:
    3 მაი 2012 00:11 - ID: 61,
    დავამატებდი .. ბედნიერება მხიოლოდდამხოლოდ მისკენ სწრაფვაა love

  • Ms.Casillas თქვა:
    2 მაი 2012 23:30 - ID: 60,
    ნიუსის სათაური _ ჩემი დევიზი wink love

  • marita)) თქვა:
    2 მაი 2012 21:13 - ID: 59,
    ეს შენი ერთ-ერთი საუკეთესო ნიუსია! რა თქმა უნდა ფავორიტებში! ძალიააან მომეწონა! ყოჩაღ, ყოჩაღ! ენჯელებიდან ყველაზე მეტად შენ(კიდე რამოდენიმე) მომწონხართ, და არა მარტო იმიტომ რომ პირადად გიცნობ და ჩემი ახლო მეგობარი ხარ love love love love love love

  • amanda თქვა:
    2 მაი 2012 17:43 - ID: 58,
    Ann_J,

    აჰაა უკვე შენი 2 ნიუსი მოხვდა ტოპ სტატიებში,გილოცავ :D

    დაკიდება სათქმელად უფრო ადვილია ვიდრე გასაკეთებლად,მაგრამ მაინც დგება ისეთი მომეტი როცა მართლა იკიდებ :D და ხვდები,რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია

  • maisa თქვა:
    2 მაი 2012 16:55 - ID: 57,
    "yvelaferi mkidia" am sityvebs xshirad vimeoreb imito ro minda ase iyo mara damerwmunet vinc mase ambobs is ityueba mnishvneloba ara aqvs shegnebulad tu qvecnobierad es asea chemi chatvlitac wink xandaxan martla bevri mkidia imdeni ro tavi "vesholka" mgonia magram esec xandaxan love kargi nuisiaaa love

  • tamo თქვა:
    2 მაი 2012 15:46 - ID: 54,
    გჯეროდეთ და გწამდეთ არა ნათელი მომავლის, არამედ დღევანდელი დადებითი და პოზიტიური დღის

    ჩემს ცხოვრებაშიი კარგი რომ მოხდეს დამერწმუნეთ გამიკვირდება laughing
    კარგი სიახლეა

  • edward cullen თქვა:
    2 მაი 2012 15:05 - ID: 53,
    ეს მეგი გოგიტიდზე მაგრდ ბადზავს ნინო ქატამადზე

  • Nina√ თქვა:
    2 მაი 2012 14:39 - ID: 52,
    ნიუსი ძალინ საინტერესო იყო ყოჩაღ ანა love

  • Mari Lovato თქვა:
    2 მაი 2012 13:41 - ID: 51,
    როდესაც გარშემო ამდენი პრობლემაა, ადამიანი ითრგუნება და სულ უარყოფითზე ფიქრობს. სულ იმას ცდილობს ვინმე გაასამართლოს და სხვებზე უარყოფითად ისაუბროს და მხოლოდ ცუდ თვისებებს ეძებს ადამიანებში. მე პირადად არ მთრგუნავს პრობლემები. ასეთი პრობლემები წუთისოფელში მუდმივად იყო არის და იქნება, ასე რომ მათზე ფიქრით თავს არ ვიგრუზავ. ვცდილობ, დღე პოზიტიური ფიქრებით დავიწყო, მაგრამ ზოგჯერ მაინც მეშლება ვიღაცეებზე ნერვები და პესიმიზმით ვივსები. მე ვფიქრობ, რომ წუთისოფელში ბედნიერება არ არსებობს.

  • smilerrr_20 თქვა:
    2 მაი 2012 13:24 - ID: 50,
    აუუ ეს 2 კვირაა უაზრობა ჩემს ცხოვრებაში რაა :@@ საუკეთესო დაქალს ვეჩხუბე და ვერცერთი ვდგავთ პირველ ნაბიჯს შესარიგებლად what

  • liia თქვა:
    2 მაი 2012 13:09 - ID: 49,
    ძალიან კარგი ნიუსი იყო, უბრალოდ ჩემთვის პრობლემების სათავე უფულობაა და ამიტომ არ ვიცი რამდენად მოგვარდება : )

  • AnuUsHkiI თქვა:
    2 მაი 2012 12:02 - ID: 48,
    love love love

    ძაან მაგარი იყო ყოჩაღ !!

  • Melakoo თქვა:
    2 მაი 2012 10:59 - ID: 47,
    მე არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი: როგორ დავიწყო ახალი ცხოვრება?
    ,,ყველაზე დიდი უბედურება არის წარსული ბედნიერება''...ნუ მისტირით წარსულს,ყოველდღე ხდება სასიამოვნო და სასიხარული რამ...

  • me თქვა:
    2 მაი 2012 10:41 - ID: 46,
    ეეეეჰ, როგორ მინდა ეხლა ყველაფერი დავიკიდო და დავივიწყო sad იმედია ნიუსი დამეხმარება feel

  • Ann_J თქვა:
    1 მაი 2012 23:15 - ID: 45,
    nino-jafaridze
    აააააააჰ.. მეც მიყვრხარ უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ჩემი მოგვარე ყოფილხარ ჯაფარიძეეე love winked ნიუსი ყურადღებით წაიკითხე და მგონი იპოვი შენ პრობლემაზე პასუხს :**__)

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top