;

2 May 2012      TAMO _ ANGEL     50 Comments     Views 14308    
Category: Fun, Interesting

ბუნებაში უამრავი დარღვევა და უცნაური შემთხვევა გვხვდება,რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსაც კი საგონებელში აგდებს.არსებობს ფსიქიკური აშლილობის მეტად უცნაური ფორმები,რომლებმაც თავის დროზე დიდი ვნებთაღელვა და ინტერესი გამოიწვიეს.დღესდღეისობით მათი უმეტესობა გამოკვეულია,თუმცა მიუხედავად ამისა ისინი დღემდე გაოცებას იწვევენ საზოგადოებაში.ამ სიახლეში თქვენ გაეცნობით 10 ყველაზე უცნაურ ფსიქიკური აშლილობის ფორმას,რაც კი ოდესმე არსებულა.


უცხოური აქცენტის სინდრომი



ტვინის ტრავმებს ბევრი ცუდი და სავალალო შედეგი მოსდევს.ერთ-ერთ ყველაზე უცნურად კი ითვლება სინდრომი,რომელიც უცხოური აქცენტის სინდრომითაა ცნობილი.ეს სინდრომი დაავადებულს აიძულებს ისაუბროს უცხოური აქცენტით.ის ძალიან იშვიათია და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ახასიათებს(დაახლოებით 60 შემთხვევაა დაფიქსირებული 1941-დან 2009 წლამდე)


10 ყველაზე უცნაური ფსიქიკური აშლილობის ფორმა



სავანტიზმი(სავანტის სინდრომი)




სავანტიზმი(სავანტის სინდრომი)-ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სინდრომად ითვლება და ამავდროულად კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებში.თვითონ ტერმინი განმარტავს მდგომარეობას,როდესაც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი ერთ რომელიმე სფეროში წარმოუდგენელ შესაძლებლობებსა და ნიჭს ამჟღავნებს.ასეთმა პარადოქსულმა შერწყმამ შესაძლებლობებისა,დიდი ინტერესი გამოიწვია მეცნიერებსა და ჩვეულებრივ ხალხში.მიუხედავად იმისა,რომ სავატიზმი ხშირად ასოცირდება აუტიზმთან,ეს მიდგომა არასწორად ითვლება მეცნიერებში,რადგანაც არცერთი სავანტიზმის სინდრომით დაავადებული ადამიანი არ არის აუტისტური.



აუტოფაგია



მიუხედავად იმისა,რომ ადამიანების უმეტესობისათვის გამიზნულად საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება წარმოუდგენლად ითვლება,არსებობს ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები დაკავშირებული ხალხთან,რომლებიც უბრალოდ ვალდებულად თვლიან თავს საკუთარ თავს მიანიჭონ ფიზიკური ტკივილი და ტრავმა.მართალია ეს ძალიან შოკისმომგვრელად და უცნაურად ჟღერს,თუმცა გაცილებით შოკისმომგვრელია ისეთი ადამიანების არსებობა,რომლებსაც გამუდმებით იპყრობთ საკუთარი სხეულის დაკბენისა და ხორცის დაგლეჯის სურვილი.ეს დაავადება ხშირად შერწყმულია სხვა დაავადებებთან,კერძოდ შიზოფრენიასთან და ფსიხოზთან ერთად.

10 ყველაზე უცნაური ფსიქიკური აშლილობის ფორმა

ბიბლიომანია



ბიბლიომანია ნევროზის ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება.ადამიანს,რომელიც ამ სინდრომის მქონეა,ახასიათებს პათოლოგიური მისწრაფება შეიძინოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი წიგნი.ამ სინდრომს ხშირად ახასიათებს ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ჩვევები,როგორიცაა ხელების გამუდმებული ბანა,ან თუნდაც ერთი რაიმე ყოველდღიური რიტუალის მიმართ მანიაკალური მორჩილება.ბიბლიომანიის მსხვერპლები ჩვეულებრივ აგროვებენ წიგნების იმდენად დიდ რაოდენობას,რომელთა წაკითხვას ვერასოდეს შესძლებენ.

საკუთარი სხეულის მთლიანობის მიუღებლობის სინდრომი


მიუხედავად იმისა,რომ ადამიანების უმეტესობას საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილის გამიზნულად ამპუტაციაზე ფიქრიც კი შოკში აგდებს,ადამიანებისთვის,რომლებიც დაავადებულნი არიან საკუთარი სხეულის მთლიანობის მიუღებლობის სინდრომით,ეს სანუკვარი ოცნება და სურვილია.ითვლება,რომ ფსიქიკური აშლილობის ეს ფორმა დაკავშირებულია ტვინის იმ ნაწილის დარღვევასთან,რომელიც სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებაზე აგებს პასუხს.ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები საკუთარ თავს ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში არასრულფასოვნებად მიიჩნევენ და საერთოდაც აწუხებთ კიდურების ქონა.ამიტომაც მათი უმეტესობა ცდილობს განთავისუფლდეს „შემაწუხებელი“ კიდურებისგან.


დოქტორ სტრეინჯლავის სინდრომი(სხვისი ხელის სინდრომი)


წარმოიდგინეთ,რომ თქვენი ხელი თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ამავდროულად მაინც მიზანმიმართულად-თითქოს მას ჰქონდეს საკუთარი ტვინი ან იყოს სხვისი ზემოქმედების ქვეშ!სხვისი ხელის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ეს ყველაფერი გასაოცარია და ზუსტად ასე ემართებათ.ეს სინდრომი ხშირად ჩნდება ეპილეფსიის დროს ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში,ასევე ინსულტის ან სხვადასხვა ინფექციების შემთხვევებშიც.ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ხშირად გრძნობენ,რომ თითქოს მათი ხელი მათგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მათზე საუბრობენ როგორც არა მათი სხეულის ნაწილზე,არამედ მათი ორგამნიზმისაგან დამოუკიდებელ ორგანოზე.

მიუნჰგაუზენის სინდრომი



ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს ტკივილი.ჩვენ მთელი ძალებით ვცდილობთ,რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ავად არ გავხდეთ.თუმცა ადამიანები,რომლებიც დაავადებულნი არიან მიუნჰგაუზენის სინდრომით,აკეთებენ ყველაფერს იმისთვის,რომ გახდნენ ავად,ან უბრალოდ გააკეთონ ავადმყოფობის სხვებისთვის და მათთვის დამაჯერებელი იმიტაცია.კიდევ უფრო ცუდი ვარიანტია მიუნჰგაუზენის სინდრომის დეგრადირებული ვარიანტი.ამ დროს ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანები მანიაკალური სურვილებით მოქმედებენ და მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტად დააზიანონ გარშემომყოფები.ასეთი საქციელების მოტივებად მეცნიერები ერთხმად აღიარებენ ყურადღების მიქცევის პათოლოგიურ სურვილს.



10 ყველაზე უცნაური ფსიქიკური აშლილობის ფორმა


ფლეგოლის სინდრომი





ჩვეულებრივ ადამიანებს სხვისი სახეების დამახსოვრების მეტ-ნაკლებად კარგი უნარი აქვთ,თუმცა მაშინ როცა ეს ირღვევა,შედეგები საკამოდ უცნაური და ზოგჯერ სავალალოცაა.ფლეგოლის სინდრომი-ეს ის ფსიქიკური აშლილობაა,როდესაც ავადმყოფი თვლის,რომ სრულიად უცნობი ხალხი მისთვის ნაცნობნი და ახლობელნი არიან და ისინი უბრალოდ იცვლიან საკუთარ გარეგნობას გრიმის ან რაიმე სხვა საშუალებების დახმარებით.ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ხშირად განიცდის პარანოიას,მას ჰგონია რომ ვიღაც გამუდმებით აკონტროლებს და დასდევს.ეს მათ მდგომარეობაში არცაა გასაკვირი.ის ხომ გამუდმებით ფიქრობს,რომ „მისთვის ახლობელი“ ადამიანები სპეციალურად ასაღებენ თავს სხვებად და ცდილობენ სხვა,უცნობ ადამიანად მოაჩვენონ თავი.



კაპგრას სინდრომი


ისევე როგორც ფლეგოლის სინდრომის შემთხვევაში,კაპგრას სინდრომით დაავადებულებსაც პრობლემები აქვთ ხალხის ცნობათან დაკავშირებით.მათ შორის ერთი ძირითადი განსხვავებაა:კაპგრას სინდრომით დაავადებულნი დარწმუნებულნი არიან იმაში,რომ მათი ახლობელი ადამიანები ორეულებით შეცვალეს და თუმცა ხედავენ მათ აბსოლიტურ მსგავსებას,ისინი მაინც ვერ თავისუფლდებიან იმ აზრისაგან,რომ მათ ირგვლივ თვითმარქვიები არიან.ეს სინდრომი ხშირად არის შერწყმული ისეთ დაავადებებთან,როგორიცაა შიზოფრენია და ტვინის სხვადასხვა სიმძიმის და სახის ტრავმები.ცნობილია ფაქტია,რომ ამ ფსიქიკური აშლილობით უფრო ხშირად ქალები იტანჯებიან.



10 ყველაზე უცნაური ფსიქიკური აშლილობის ფორმა




სტენდალის სინდრომი




ჩვენ ხშირად გვსმენია ისტორიები იმის შესახებ,თუ როგორი მძაფრი ემოციების გამოწვევა შეუძლია ადამიანებში მაღალ ხელოვნებას.თუმცა სტენდალის სინდრომით დაავადებულ ადამიანებში ეს ყველაფერი გადაჭარბებულ და უმაღლეს დონეზეა.ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანები იმ დროს,როცა აწყდებიან ხელოვნების რაიმე ნიმუშს(მითუმეტეს თუ ის ძალიან ლამაზია),განიცდიან წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.ამ დროს მათ განსაკუთრებით უხშირდებათ გულისცემა,ეწყებათ თავბრუსხვევა,ჰალუცინაციები და საბოლოოდ კი კარგავენ გონებას.და მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი მხატვრისთვის უზარმაზარი კომპლიმენტია,მეცნიერები ამ სინდრომს მიაკუთვნებენ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფსიქიკურ აშლილობათა ფორმას.


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top