;

4 May 2012      Nanuka.     Views 9562    
Category: Fun, Interesting

ფლექსი/Flex

ფლექსი/Flex
გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის


►რა არის ფლექსი? "ფლექსი" არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ
შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გაცვლითი
პროგრამა, რომელში გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის
სხვადასხვა შტატში, სწავლობენ ინგლისურენოვან კოლეჯში და ცხოვრობენ
მასპინძელ ოჯახებში. მათ ყოფა-ცხოვრებას სრულად აფინანსებს აშშს მთავრობა.

► ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? პროგრამაში მონაწილეობის მიღება
შეუძლია ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეს. (არ დაიშვებიან XII კლასის
მოსწავლეები). "ფლექსში" მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
ყოველი წლის შემოდგომაზე.


►რამდენი ადამიანი იმარჯვებს? 1-ელ ტურში მონაწილე ბავშვების რაოდენობა განუსაზღვრელია.
მე-2 ტურში გადამსვლელი ბავშებისაგან მე-3 ტურში გადადის მხოლოდ 100 ადამიანი. ამერიკაში
კი 100-დან 45 მიემგზავრება.


►რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ? პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგიწევთ
3 ტურის გავლა. 1-ლი ტური 15 წუთი გრძელდება და თქვენი ინგლისურის შესამოწმებლად
არის განკუთვნილი.
აქ არის 10 ელემნტარული ტესტური კითხვა და საშუალო ზომის ტექსტი,
რომლის წაკითხვის შემდეგ უნდა უპასუხოთ მასთან დაკავშირებულ კითხვებს. 1-ლი
ტურის შედეგები დაახლოებით 5-7 დღეში ხდება ცნობილი, რის შემდეგაც დაბარებული
იქნებით მე-2 ტურზე. მე-2 ტური უფრო კომპლექსურია და ის აღარ არის ინგლისურის
შესამოწმებლად განკუთვნილი.
მე-2 ტური შედგება მოსასმენი დავალებისგან (Listening)
და 2 თემის დაწერისგან (Writing). 2 თემის დაწერისათვის გეძლევათ 1 საათი და 30 წუთი.
თემები სააზროვნო ხასიათისაა და მასში კარგად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ხასიათი,
უნდა აჩვენოთ რომ მზად ხართ უცხო ქვეყანაში 1 წლით სასწავლებლად წასვლისთვის.
გახსოვდეთ, თემებში არავინ აქცევს ყურადღებას თქვენს გრამატიკასა და მდიდარ ლექსიკას,
მთავარია რამდენად აჩვენებთ მოცემულ კითხვაზე თქვენს დამოკიდებულებას.
ამის შემდეგ
თქვენ გადახვალთ მოსასმენ დავალებაზე, სადაც შემოწმდება რამდენად შეგიძლიათ ინგლისური
საუბრის გაგება და მის მიხედვით სავარჯიშოების შესრულება. თუ მე-2 ტურსაც წარმატებით
გაივლით დაახლოებით 2 თვის შემდეგ დაგირეკავენ და მე-3 ტურზე დაგიბარებენ. მე-3 ტური
შედგება აპლიკაციების შევსებისა და გასაუბრებისგან. აპლიკაციის სახლში წამოღების შემდეგ
ყურადღებით შეავსებთ მას (ჩაწერთ სახელს, გვარს...) და გაივლით გასაუბრებას. გასაუბრება
კი საკმაოდ რთულია. აქ გისვამენ ფსიქოლოგიური ხასიათის კითხვას და თითოეული პასუხის
შემდეგ ახალ კითხვას გაძლევენ. თქვენ გმართებთ არ დაიბნეთ და იმ სიტუაციებს, რომლებსაც
გამომცდელები აგიხსნიან მოძებნოთ გამოსავალი.
პროგრამაში გამარჯვებულებს აპრილის
თვეში უკავშირდებიან და ატყობინებენ, როდის გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

►რას გვაძლევს "ფლექსი"? ფლექსი არაჩვეულებრივი საშუალებაა შეეჩვიოთ დამოუკიდებლობას,
უცხო გარემოში ადაპტაციას და რა თქმა უნდა მიიღოთ განათლება.
ეს სრულიად უფასო პროგრამაა
და ბევრ ბავშვს ეხმარება თავისი ოცნების ასრულებაში: წავიდნენ და ისწავლონ ამერიკაში.

►ენიჭებათ თუ არა პრივილეგიები გარკვეული ჯგუფის ბავშვებს? ბევრს უჩნდება კითხვა
არსებობენ თუ არა ბავშვები, რომლებსაც უწევენ შეღავათებს. ამაზე პასუხი ძნელია, თუმცა
ცხადია, მეტად პრივილიგებულები ისინი არიან, ვისაც საშუალება არ აქვთ საკუთარი
სახსრებით გაემგზავრონ ამერიკაში. თუმცა, რა თქმა უნდა ნორმალურ მატერიალურ
პირობებში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ გამარჯვების შანსი.


ფლექსი/Flex

"ფლექსი" თქვენი შანსია წახვიდეთ ამერიკაში, მიიღოთ განათლება და გახდეთ მეტად
დამოუკიდებელი. აქ გამარჯვება მარტივი ნუ გეგონებათ, რადგან ათასობით ბავშვს
სწორედ გამარჯვების სურვილი ამოძრავებს. ამის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია!


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top