;
5 მაი 2012      McMurphy     42 კომენტარი     ნანახია 8083-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მშვიდობით, იარაღო!
ძალიან მცირე ბიორგრაფია მწერლის შესახებ და მცირე ინფორმაცია წიგნის შესახებ.

ერნსეტი 1899 წელს დაიბადა ჩიკაგოს გარეუბანში. ბავშვობიდან მას კრივიც იტაცებდა, ფეხბურთიც, წყალბურთიც და თხილამურებით სრიალიც. პროფესიით ჟურნალისტი იყო და გაზეთებში საინტერესო რეპორტაჟებით გაითქვა სახელი. 1918 წელს კი იტალია-ავსტრიის ფრონტზე მოხვდა. პირველ მსოფლიო ომთან ერნესტ ჰემინგუეის პირადი ტრაგედია აკავშირებდა ახალგაზრდა იყო, როდესაც ომის შუაცეცხლში მოჰყვა. ქირურგებმა სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს, მას ორასი ჭრილობა დაუთვალეს. ის მილანის ჰოსფიტალში მკურნალობდა და სწორედ იქ შეუყვარდა ამერიკელი მედდა, სამწუხაროდ მისი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. რომანში "მშვიდობით, იარაღო!" გააცოცხლა ამ სიყვარულის ისტორია და მსოფლიო ომი, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ. ჰემინგუეი პროფესიიდან გამომდინარე, ნაწარმოებშიც ჩანს მისი ჟურნალისტური სტილი: მოკლე წინადადდებები, არც ერთი ზედმეტი სიტყვა. მწერალმა რომანის დასასრული ოცხდახრამეტჯერ გადაწერა. შესაფერის სიტყვებს ვეძებდი და იმიტომო, განუმარტავს ცნობისმოყვარეთათვის.



მცირე ამონარიდები რომანიდან "მშვიდობით, იარაღო!"


" ... ირგვლივ შემოდგომის სინოტივე, სირუხე და უსიცოცხლობა გამეფდა."

" ... შემდგომის მიწურულს, როცა ნამუსხარზე გავედი, დავინახე, როგორ მიცურავდა გორაკის თავზე ღრუბელი. ძალიან სწრაფად მისრიალებდა და მზეც უსიცოცხლო ყვითელი გამხდარიყო, მერე ყველაფერი განაცრისფრდა, ცა მოქურუხდა, ღრუბელი მთაზე დაეშვა და გავეხვიეთ შიგ - ეს იყო თოვლი."

" ... სიბნელეში ქვეყანა ისეთი არარელური და აღმგზენებელია, რომ ისევ ბურანს მიჰყვები და აღარაფერი გენაღვლება. იცი, რომ ეს არის და ეს, სხვა არაფერი და არც წუხხარ, რომ სხვა არაფერია უცებ ძალიან შეგაწუხებს რაღაც და დაგეძინება. ზოგჯერ დილით გამოიღვიძებ და ნახავ, რაც იყო წასულა. ყველაფერი მეტისმეტად აშკარა, მძაფრი და ტლანქი ჩანს, ზოგჯერ ფულის გადახდაზე დავაც. ხან ისევ სასიოამოვნოდ გეჩვენება ყველაფერი, გული შვებით გაქვს სავსე, თბილა, საუზმე, სადილი. ხანაც სასიამოვნო აღარაფერი დარჩენილა და გინდა, რაც შეიძლება ჩქარა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ კვლავ ისეთივე დღე იწყება და ისეთივე ღამე მოჰყვება. ვცადე ამახესნა, თუ რა არის ღამე და რა გასხვავებაა დღესა და ღამეს შორის, როგორ ყველაფრით სჯობს ღამე, გარდა იმისა, რომ დღე ნათელი და ცივია, მაგრამ ვერ გამომივიდა, ახლაც ვერ გამომდის, თუ თქვენც გამოგიცდიათ ეს, ისედაც მიმიხვდებით."
მშვიდობით, იარაღო!

" ... ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება ერთამენს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ვიყავით."

" ... – თვითონაც არ ვიცი, ყველაფრის ახსნა შეუძლებელია.
– ვითომ? მე კი მასწავლიდნენ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო."

" ... იესო მაცხოვარო, რა ჯანდაბაა ეს ომი!"

" ... მანქანების ქარავანში სიარული ცუდი არაფერია, წინა მანქანაში, თუ ზიხარ."

" ... ჩემი რწმენით, ომი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მხოლოდ ერთმა მხარემ, რომ შეწყვიტოს ბრძოლა, ომს რა დაასრულებს. უარესი იქნება, ბრძოლა რომ შევცყვიტოთ."
მშვიდობით, იარაღო!


" ... მე როგორც ვატყობ, არ იცით რას ნიშნავს დამარცხება და იმიტომ გგონიათ ასე იოლი
- ლეიტენანტო, - თქვა პასინიმ, - აკი თქვენ თვითონვე დაგვრთეთ ლაპარაკის ნება. ახლა მოგვისმინეთ. ომზე უარესი რა შეიძლება იყოს. სანნაწილში ვერც კი წარმოგვედგინა, რა არის ომი. მაგრამ როცა ხალხი წარმოიდგენს ომის მთელ საშინელებას. ზოგს თავიანთივე ოფიცრების ეშინია სწორედ ამისთანა ხალხისთვისაა ომი მოგონილი.
- მეც ვიცი, რომ საშინელებაა, მაგრამ ბოლო ხომ უნდა მოვაბათ!
- ვერ მოაბამთ ბოლოს. ომს ბოლო არ აქვს.
- როგორ არა აქვს.
- ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ."

" ... - ჩვენ ვფიქრობთ, ვკითხულობთ, გლეხები კი არა ვართ. მექანიკოსები ვართ. თუმცა გლეხებსაც აქვთ იმდენი ჭკუა, რომ ომისა არა ირწმუნონ რა ყველას სძულს ეს ომი.
- ქვეყანას განაგებს კლასი, რომელიც სულელია, არც ესმის რამე და თავის დღეშიც ვერ გაიგებს ამიტომაც არის ომი."

" ... სწრაფად მოვწყდი ჩემს თავს და ვიგრძენი, რომ მკვდარი ვიყავი. სისულელეა, როცა ფიქრობენ მოკვდა და გათავდაო."

" ... - უიმედო არაფერია ქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვახერხებ, იმედიანი ვიყო ყოველთვის ვცდილობ, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის."

" ... - გესმის, როგორ ცემს ჩვენი გულები?
- გულებს რა თავში ვიხლი. შენ მინდიხარ. ლამის ჭკუიდან შემშალო!
- მართლა გიყვარვარ?
- რას დაგიჟინია ეგ სიტყვები. მოდი, საყვარელო."
მშვიდობით, იარაღო!

" ... - სულ რამდენი ქალი გყვარებია?
- არც ერთი.
- არც მე?
- შენ როგორ არა.
-ჩემ გარდა კიდევ რამდენი?
- არც ერთი.
- ისე რამდენთან... როგორ ამბობთ ხომე?.. რამდენთან ყოფილხარ?
- არავისთანაც არა!
- მატყუებ.
- არა-მეთქი.
- კარგსა შვრები. მომატყუეხოლმე. ასე მირჩევნია და ლამაზები იყვნენ?
- არავისთანაც არ ვყოფილვარ.
- აგრე, ძალიან მომხიბლავები იყვნენ?
- არც კი ვიცი, რას მეკითხები.
- სულ ჩემი ხარ. საკუთრივ ჩემი და არავისი არ ყოფილხარ ჩემამდე, თუმცა რას დავეძებ, კიდეც, რომ გყოლოდა ვინმე. არავისიც არ მეშინია. ოღონდ მე ნუ მიხსენებ. კაცი, რომ ქალტან არის, როდის ეყბნება ის ქალი, რამდენიუნდა გადაიხადოო?
- არ ვიცი.
- რათქმა უნდა, არ იცი. მიყვარხარო, არ ეფიცება? მითხარი, მაინტერსებს.
- თუ კაცს ეამება, ეფიცება კიდეც.
- კაცი თუ ეუბნება, მიყვარხარო? მითხარი, გენაცვალე. ამას დიდი მნიშვნელობა ქვს.
- თუ მოეპრიანა ეტყვის კიდეც.
- შენ ხომ არასოდეს გითქვამს? მართალი მითხარი.
- არა, - ვიცრუე მე.
- მართლაც არ იტყოდი, ვიცი, რომ არ იტყოდი. მაშ, ასე, არა? რაც კაცს უნდა ქალიც იმას ამბობს, არა?
- ყოველთვის რა ... "


" ... - მე შენთვის მინდოდა.
- მორჩა- "მე" და "შენ" აღარ არსებობს. მე და შენ უკვე ერთი ვართ რამ გაგვყო?"

" ... მე მოღალატე არა ვარ, საყვარელო. ათასი ნაკლი მაქვს, მაგრამ ძალიან ერთგული ვარ. თავსაც კი მოგაბეზრებ ჩემი ერთგულებით."
მშვიდობით, იარაღო!

" ... – წვიმს გესმის?
– მაგრად წვიმს.
– ხომ მუდამ გეყვარები?
– მუდამ.
– წვიმა, ხომ არ შეუშლის ხელს?
– არა.
– რა კარგია! მეშინია წვიმის.
– რატომ?
– არ ვიცი, ძვირფასო. მუდამ მეშინოდა წვიმის.
– მე ისევ მიყვარს.
– წვიმაში სიარული მეც მიყვარს, მაგრამ სიყვარულისთვის ცუდის მომასწავლებელია.
– მე მუდამ მეყვარები.
– მეც მეყვარები, – წვიმაშიც, თოვლშიც... სეტყვაშიც.. რა არის ხომე კიდევ?
– არ ვიცი, თვალები მელულება.
– დაიძინე, საყვარელო, მე შენ მუდამ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს.
– წვიმის მართლა გეშინია?
– შენთან თუ ვარ, არა.
– მაინც რრატომ გეშინია?
– არ ვიცი.
– მითხარი.
– არა.
– მითხარი.
– კარგი, გეტყვი იმიტომ მეშინია, რომ ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაშ.
– კარგი, ერთი!
– ხან შენც მომეჩვენები წვიმაშვი მკვდარი.
- ეგ უფროა ახლო ჭკუათან.
- არაფერიც. მე მოგივლი და გაგიფრთხილდები ნამდვილად! თავის თავს ვერაფერ უშველის კაცი, თორემ! ..
- ეგ სისულელეა და მეტი არაფერი.
- ნამდვილად სისულელეა.
- სისულელეა. ნამდვილი სისულელეა.
– სისულელა, ნამდვილი სისულელე. სულაც არ მეშინია წვიმის. არ მეშინია წვიმის. ოო,ღმერთო, ნეტა მართლა არ მეშინოდეს."
მშვიდობით, იარაღო!

" ... როცა ბევრი გაზეთი გაქვს, ვერ წაიკითხავ ინტერესით."

" ... როცა არაფერს კარგავ, ცხოვრება არცთუ ისე ძნელი მოსაწყობია."

" ... ერთმანეთი უყვართ, უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებენ, წაიკიდებიან და უცებ აღარ არიან ერთი არსება."

" ... ვატყობ, რომ სიამაყეში ერთმანეთს ვერ გავექცევით."

" ... - თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. თუ გინდა, რომ ჩემი მეგობარი იყო, გაჩუმდი.
- სულაც არ მინდა შენი მეგობარი ვიყო, მე უკვე ვარ შენი მეგობარი.
- მაშ, გაჩუმდი.
- კარგი."

" ... რაცა გვაქვს, სულ დაბადებიდან გვაქვს დაყოლილი, ახალს არაფერს ვსწავლობთ, არც არაფერს ვიძენთ. ცხოვრებას უკვე დასრულებულები ვიწყებთ."

" ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!"

" ... - სხვის ტერიტორიაზე კი ყოველთვის უფრო ადვილია სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტა.
- მართალია, საკუთარ მიწა-წყალზე ისე მეცნიერულად ვერ მოიმარჯვებ სტრატეგიას."

" ... უკან ვერ დაბრუნდები, თუ წინაც არ წახვედი."
მშვიდობით, იარაღო!

" ... აკი ვხედავდი, როგორ მუშაობდა მათი ტვინი, თუკი ჰქონდათ საერთოდ ტვინი, ან თუ ამუშავებდნენ ამ ტვინს."

" ... ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთიმეორეზე ეჭვიანობენ."

" ... ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე – სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ ღამე იქნება."

" ... როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისათვის. წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გატეხოს, და კლავს კიდეც. წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრებდა. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა."

" ... – სხეული ბერდება. ზოგჯერ შემეშინდება, თითი არ წამტყდესმეთქი, როგორც ცარცს წასტეხენ ხოლმე წვერს. სული არ ბერდება, არც სიბრძნეს იძენს."

" ... – მინდა, თავი მოვუყარო იმ ქალებს, ვისაც შენ ოდესმე შეხვედრიხარ, და შენივე თანდასწრებით მასხრად ავიგდო."
მშვიდობით, იარაღო!

" ... ჩემო საბრალო ქეთ. რა ძვირი დაგიჯდა ლოგინში ჩემთან ერთად ძილი. აჰა, რა სცოდნია ხაფანგის ასხლეტას. რა სცოდნია ერთამანეთის სიყვარულს. მადლობა ღმერთს, ჟანგაბადი მაინც არის. აბა, უწინ რა იქნებოდა, სანამ ანესტეზიას მოიგონებდნენ? რაკიღა ერთხელ დაიწყებოდა, თითქოს დოლაბში მოჰყოლიხარო. ქეთრინს კარგი ორსულბა ჰქონდა. არა უშავდა რა. გულისარევა თითქმის არც კი ჰქონია. უკანასკნელ დღემდე ისე ძალიან არც შეწუხებულა, მაგრამ ბოლოს მაინც უწია. ტყუილია, ისე ვერ დააღწევ თავს. ჯოჯოხეთს ვერ დაუძვრები! ორმოცდაადჯერ რომ გვექორწინა, ბოლო მაინც ეგ იყო., რომ მოკვდეს?! არ მოკვდება. დღეს მშობიარობას ვინ მოუკლავს. ასე ფიქობენ ხოლმე ქმრები. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია და ეგ არის. მერე გავიხსენებთ, რა ცუდ დღეში ვიყავითო, ქეთრინი მაინც იტყვის, მაგდენიც არაფერი ყოფილაო. მაგრამ მართლა რომ მოკვდეს? არა, არ მოკვდება. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არა-მეთქი, არ შეიძლება. რას ჩმახავ! რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია. კაცი წამებისთვის არის გაჩენილი. პირელი მშობიარობაა და ასე იმიტომ გაჭიანურდა. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ შეიძლება მოკვდეს. რად უნდა მოკვდეს? რა მიზეზით. უბრალოდ, ბავშვი უნდა დაიბადოს - მილანში გატარებული ტკბილი ღამეების უნებური ნაყოფი. ვაი-უბედურებაში ჩაგაგდებს, დაიბადება, მერე ზედ უნდა გადაჰყვე და იქნებ შეგიყვარდეს. მაგრამ რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა სჭირს სასიკვდილო. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? ჰო, მაში, მაშინ? რას იზამ, რომ მოკვდეს?

მშვიდობით, იარაღო!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

42


  • qeta14 თქვა:
    18 ოქტომბერი 2015 01:23 - ID: 42,
    ძალიან, ძალიან მაგარი წიგნი *-*

  • anna_ anna თქვა:
    8 აგვისტო 2013 13:39 - ID: 41,
    ციტატა: rukuta
    ვერ ვიტან ამ იდიოტურ წიგნს სრული სიდებილეაა რა იყოო ეს am


    აი ჭკვიანი. სულ გამოლენჩდა რა ეს ახალგაზრდობა. როგორ არ უნდა მოგეწონოს ეს წიგნი. ერნესტ love

  • sharikaa თქვა:
    13 მაი 2012 18:37 - ID: 40,
    ზუსტად ახლა ვკითხულობ love

  • anneminem თქვა:
    9 მაი 2012 17:32 - ID: 39,
    ამ წიგნის კითხვას რო მოვრჩი მეორე დღეს დაიდო ეს სტატია :DDDDDDDDDD

  • McMurphy თქვა:
    9 მაი 2012 17:00 - ID: 38,
    Annnnnnni,
    ააააააააანნ :***
    feel

  • Annnnnnni თქვა:
    9 მაი 2012 01:07 - ID: 37,
    მარიიიიიიიიიიი.ძალიან მომეწონა request

  • _KoLini_ თქვა:
    6 მაი 2012 22:52 - ID: 36,
    nino-jafaridze,
    კი წიგნია ,,მშვიდობით იარაღო"..ერნესტ ჰემინგუეის ყველაზე ცნობილი წიგნია feel

  • Lachowski თქვა:
    6 მაი 2012 02:03 - ID: 35,
    სიმღერა მაგრად შეეფერება

  • anna. თქვა:
    5 მაი 2012 23:50 - ID: 34,
    ვაიმე ძალიან მაგარი იყო , გავგიჟდი !!!!!

  • nino-jafaridze თქვა:
    5 მაი 2012 22:43 - ID: 33,
    ეს წიგნი არის? მითხარიიით რაა გთხოოვტ :(:(:((:(:(:(::((::(

  • McMurphy თქვა:
    5 მაი 2012 22:27 - ID: 32,
    Ancho.,
    პირიიქიით მადლობაა შეენ :**

  • Ancho. თქვა:
    5 მაი 2012 21:38 - ID: 31,
    მარიიიიიიიიიიიიიიამ
    შენ მეეე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი კვლავ გამიცოცხლეეეეეე
    დიდი მადლობას გიხდი..... ოხ ერნესტ მაგიჟEეებ!

  • Panda... თქვა:
    5 მაი 2012 19:30 - ID: 30,
    rukuta გააჩნია რა ასაკში წაიკითხე.მე ძალიან პატარა ასაკში მაქვს წაკითხული და მახსოვს რომ მომეწონაა feel

  • McMurphy თქვა:
    5 მაი 2012 19:27 - ID: 29,
    freedom,Anch_Bey,Rainfall,Birdy_Y,lalaa,Nat_barca,
    გოგოოებოო მადლობაა :*
    ellene-nene,
    წასაკითხად ნამდვილად ღირს, მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება ფრაზებმა უფრო მოახდინა, ძალიან მარტივი წასაკითხია.

  • freedom თქვა:
    5 მაი 2012 19:11 - ID: 28,
    ყოჩაღ ავტორ smile

  • Anch_Bey თქვა:
    5 მაი 2012 17:58 - ID: 27,
    ^_^ ყოოოჩააღ მარიამ, საოცარი ნიუსია love

  • ellene-nene თქვა:
    5 მაი 2012 17:14 - ID: 26,
    წავიკითხო კარგიაა?

  • Rainfall თქვა:
    5 მაი 2012 17:07 - ID: 25,
    საყვარელია <3 ყოჩაღ :) ფავორიტებში ამ წამსვე. love love

  • willy თქვა:
    5 მაი 2012 16:58 - ID: 24,
    winked

  • rukuta თქვა:
    5 მაი 2012 16:44 - ID: 23,
    ვერ ვიტან ამ იდიოტურ წიგნს სრული სიდებილეაა რა იყოო ეს am

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top